• კვი. ნოე 28th, 2021

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

10-მდე გასროლა – ახალი დეტალები ბათუმში ჩაცხრილული კაცის შესახებ

სისხლიანი გარჩევის შედეგად, ბათუმში, ერთი ადამიანია დაჭრილი. დაპირისპირება ურეხის დასახლებაში, მეტადონის ჩანაცვლების პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს შორის მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრილი პირი, ამ წუთებში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

თვითმხილველთა ინფორმაციით, 10-მდე გასროლა გაიგეს.

უცნობია დაპირისპირების მოტივი. ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი.

TV25-ის დაგამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დამატებითი დეტალების გარკვერვას ცდილობს.