• კვი. დეკ 5th, 2021

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იგი იმ საკანში იმყოფება, სადაც დაწესებულებაში შესახლებისას მოთავსდა.

“დღეს მედიასაშუალებებით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იმყოფება იმ საკანში, სადაც თავდაპირველად მოთავსდა.

ინფორმაციისთვის: დაწესებულების დებულების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს.

საშხაპე ოთახში დაწესებულების მოსამსახურეებს შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი; კერძოდ, „№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანების 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, მიიჩნევა დისციპლინურ დარღვევად, არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას.

დაწესებულების მოსამსახურეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს”, აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულაბაში მყოფი სააკაშვილი დღეს აქციის მონაწილეებს ციხის საკნიდან მიესალმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს.