• პარ. ნოე 26th, 2021

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

“ხარვეზად მიმაჩნდა კაცების შემოტენვა…” – ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია ქალთა პოლიტიკაში კვოტირების საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“”თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო” დაემართა ევსაქბეს+ჩერგოს. საკონსტიტუციომ ის ხარვეზიც კი გამოასწორა, რაც კვოტებს ჰქონდა და თქვა, რომ კაცებზე საერთოდ არ უნდა ვრცელდებოდეს კვოტირება. ქალს უნდა შეეძლოს გამოთავისუფლებული კაცის ადგილის დაკავება, თუ სიით უწევს, ხოლო ქალი კი აუცილებლდ ქალით უნდა ჩანაცვლეს სიაში.

გულწრფელი მადლობა, მეც ხარვეზად მიმაჩნდა კაცების შემოტენვა კვოტებში და მაგ ცვლილებებზე ვმუშაობდით. საქმე გაგვიიოლეთ ფაქტიურად. well done. მაგას რა ჯობია, როცა მავნებლობ და უეცრად კარგი საქმე გამოგივა?”, – წერს პატარაია ფეისბუქზე.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საკრებულოს სიაში კაცის ჩასმის ვალდებულება გააუქმა.