• ოთხ. დეკ 1st, 2021

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

რა გავაკეთოთ ძილის წინ, რომ ცხოვრება უკეთესი გავხადოთ – თამარ ბოკერიას რჩევა

პერსონალური ქოუჩი თამარ ბოკერია სოციალურ ქსელში საზოგადოებას რჩევებს უზიარებს, რომელიც ცხოვრებას უფრო მეტად დადებითს გახდის.

„პრაიმტაიმი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გიზიარებთ ერთ საინტერესო და მარტივ ტექნიკას. ყოველ ღამე ძილის წინ გაიხსენეთ, თუ რა იყო დღეს კარგი თქვენს ცხოვრებაში?! ჩამოწერეთ ისინი. დეტალებს მიაქციეთ ყურადღება, რადგან მანდ იმალება ზუსტად ბევრი სასიამოვნო გაცნობიერებები. აუცილებლად გაიღიმეთ ძილის წინ, თუნდაც არ გეღიმებოდეთ.ეს ისეთ ჩვევად აქციეთ, როგორც მაგალითად შუქის ჩაქრობაა ძილის წინ.

ყოველი დილა კი დაიწყეთ იმაზე კონცენტრირებით თუ როგორ უნდა გაამრავლოთ კარგი მოვლენები კონკრეტულად დღეს, თქვენს ცხოვრებაში ღამე კვლავ ჩამოწერეთ ის რაც კარგი და სასიამოვნო იყო… ტექნიკას ააქვს ძალიან კარგი შედეგები. ჩვენ ვსწავლობთ ასე ვკონცენტრირდეთ მეტ დადებითზე, აღმოვაჩინოთ რომ კიდევ უკეთესები ვართ და რომ ბევრი მიზეზი გვაქვს იმისთვის რომ უფრო მეტად გავიღიმოთ. მოიზიდეთ პოზიტივი, შექმენით იგი და შემდეგ გააცნობიერეთ, “- წერს თამარ ბოკერია.