• სამ. ნოე 23rd, 2021

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

„ახალი ვარცხნილობის შემდეგ ყველაფერი უკეთესადაა“ – კრისტი ყიფშიძის შეცვლილი იმიჯი და ახალი ფოტოები

44 წლის მოდელი კრისტი ყიფშიძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და “ინსტაგრამის” გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს.

ამჯერად კრისტი ყიფშიძე ახალ ფოტოებს შეცვლილი იმიჯით აქვეყნებს. როგორც ჩანს, მან ვარცხნილობა შეიცვალა და გამომწერებისგან არაერთი კომპლიმენტიც მიიღო: „ყველაზე ლამაზი, მომხიბვლელი და სასურველი ხარ”, „სრულყოფილება”, „საუკეთესოდ გამოიყურები” – წერენ „ინსტაგრამზე”.

მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერის დაწყებიდან 20 წელზე მეტი გავიდა, კრისტი სამოდელო სფეროში დღემდე მოთხოვნადი სახეა და ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გადაღებაში: „17 წლის ვიყავი, როცა პოდიუმზე პირველად გამოვედი. მაშინვე მივხვდი, რომე ეს საქმე ძალიან მომეწონა. არ ვიცოდი, რამდენ ხანს ვიქნებოდი ამ სფეროში. ზოგისთვის ეს 5 წელია, ზოგისთვის – 10… დღე, როცა პირველად დავდგი ფეხი პოდიუმზე, საკუთარი დაბადების დღესავით მიყვარს” – ამბობდა ის.