• პარ. დეკ 3rd, 2021

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

“ვიღებ ამ გამოწვევას” – სალომე ღვინიაშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი “ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილე გახდა.

როგორც სალომე ამბობს, პროექტში მონაწილეობას მას ნოე სულაბერიძე წლების განმავლობაში სთავაზობდა.

“ბევრი ვიფიქრე… 10 წლის წინ, როცა ნოემ შემომთავაზა, ბევრად ახალგაზრდა ვიყავი. მივხვდი, რომ ახლა თუ არ ვიცეკვე, ცოტა ხანში ვეღარ ვიცეკვებ. უნდა ვაღიაროთ, რომ ნოე არის თავისი საქმის

ნამდვილი პროფესიონალი. “ცეკვავენ ვარსკვლავები” არის ყველაზე ბრჭყვიალა, ყველაზე ლამაზი შოუ ჩვენს ტელესივრცეში. რომ დავბერდები, დარწმუნებული ვარ, “ცეკვავენ ვარსკვლავები” ძალიან კარგად გამახსენდება, ამიტომ ვიღებ ამ გამოწვევას…”, – ამბობს სალომე ღვინიაშვილი.