• ხუთ. დეკ 2nd, 2021

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

მთავრობა იძულებული იქნება, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს – თენგიზ ცერცვაძე

“მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა გათავისუფლდება სიურრეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადეების ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საკითხი განიხილება თუმცა ჯერჯერობით სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების საკითხი უარყოფითია.

“მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა გათავისუფლდება სიურრეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადეების ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს, ეს ვერსია

განიხილება, თუმცა უარყოფილია და ჯერჯერობით მთავრობის მზაობა არ არის, რომ სავალდებულო ვაქცინაცია დააწესოს.პუტინმა გამოაცხადა ერთი კვირა არასამუშაო დროდ და მოსკოვში „ლოკდაუნი“ შემოიღო, ეს გვინდა? ამას ჩვენი მთავრობა დარწმუნებული ვარ, არ გააკეთებს რადგან ხალხი ისედაც

გამწარებულია, უკვე ორი წელი სრულდება რაც კოვიდის პირობებში გვიხდება ცხოვრება“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.