• კვი. დეკ 5th, 2021

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

თენგიზ ცერცვაძე – მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს

მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა გათავისუფლდება სიურეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადეების ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ არსებული ეპიდვითარებიდან გამოსავალზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„პუტინმა გამოაცხადა ერთი კვირა არასამუშაო დროდ და მოსკოვში „ლოკდაუნი“ შემოიღო, ეს გვინდა? ამას ჩვენი მთავრობა დარწმუნებული ვარ, არ გააკეთებს რადგან ხალხი ისედაც გამწარებულია, უკვე ორი წელი სრულდება რაც კოვიდის პირობებში გვიხდება ცხოვრება“,- განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება იმას, მოსალოდნელია თუ არა, რომ კორონავირუსის ტესტი ფასიანი გახდეს, ცერცვაძე ამბობს: „ჯერჯერობით არ გახდება, შემდეგ ვნახოთ“.