რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – “გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს…”

რას მო­გი­ტანთ დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის, სი­ხა­რუ­ლის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რის თევ­ზებ­ში გა­დას­ვლა კონ­კრე­ტუ­ლად თქვენ, თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ იუ­პი­ტე­რი თევ­ზებ­ში გა­და­ვი­და 2021 წლის 14 მა­ისს და რამ­დე­ნი­მე რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლის შემ­დეგ სა­ბო­ლო­ოდ და­ტო­ვებს მას 2022 წლის 21 დე­კემ­ბერს. იმი­სათ­ვის, რომ უკეთ გა­ერ­კვეთ იუ­პი­ტე­რის გავ­ლე­ნა­ში, გა­იხ­სე­ნეთ რა ხდე­ბო­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში 2010 წელს.

  • ვერ­ძი

იუ­პი­ტე­რი თქვენს მე­თორ­მე­ტე სახ­ლში მოხ­ვდე­ბა, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცეთ, გა­გიჩ­ნდეთ შე­მო­სავ­ლის ფა­რუ­ლი წყა­რო, ან იზო­ლა­ცი­ა­ში (ჩა­კე­ტი­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა) მუ­შა­ო­ბამ მო­გი­ტა­ნოთ წარ­მა­ტე­ბა. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა “თა­ვით გა­და­ეშ­ვას” თა­ვის პრო­ექ­ტში და გარე სამ­ყა­როს მოს­წყდეს. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ სა­კუ­თარ თავ­თან, ში­ნა­გან სამ­ყა­როს­თან მუ­შა­ო­ბა. ფული შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოთ მო­რი­გე­ო­ბით მუ­შა­ო­ბამ, ან შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ახ­ლოთ ძვე­ლი საქ­მე­ე­ბი, მი­ი­ღოთ გა­სეს­ხე­ბუ­ლი ფული ან ადრე და­ბან­დე­ბუ­ლის­გან სარ­გე­ბე­ლი ნა­ხოთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან, სეს­ხის­გან. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ტა­ცოს ეზო­ტე­რი­კამ, მო­უნ­დეს წმინ­და ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა ან გან­მარ­ტო­ე­ბა (მო­ნას­ტერ­ში წას­ვლა). მე-12 სახ­ლი გა­ნა­გებს ყვე­ლა­ფერ ფა­რულს და ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ფა­რუ­ლი რო­მა­ნიც კი გა­აბთ. ან მო­გე­ცეთ ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლის შან­სი. გირ­ჩევთ, გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან.

  • კურო

იუ­პი­ტე­რი თქვენს მე­თერ­თმე­ტე სახ­ლში მოხ­ვდე­ბა. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბას მო­გი­ტანთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, კა­რი­ე­რა. აგ­რეთ­ვე, ფულს მო­გი­ტანთ ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბიც. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ჩი­ნოთ ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი, ზოგს კი სწავ­ლის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ. თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა შე­მო­ვი­დეს სხვა ბავ­შვი – ანუ გახ­დეთ ნათ­ლია ან და­ქორ­წინ­დეთ შვი­ლი­ან პარტნი­ორ­ზე. წარ­მა­ტე­ბა ელით მათ, ვისი საქ­მი­ა­ნო­ბაც ინ­ტერ­ნეტ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი: ონ­ლა­ინ­გა­ყიდ­ვე­ბი, ინ­ტერ­ნეტ­მა­ღა­ზია, ონ­ლა­ინ­ბიზ­ნე­სი. სას­წავ­ლო და სა­რეკ­ლა­მო ბლო­გიც კი წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ. გახ­სოვ­დეთ, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ მა­შინ, როცა პირ­ველ ნა­ბიჯს თა­ვად გა­დად­გამთ. ასე, რომ თა­მა­მად და გა­ბე­დუ­ლად იმოქ­მე­დეთ.

  • ტყუ­პი

იუ­პი­ტე­რი თქვენს მე­ა­თე სახ­ლში მოხ­ვდე­ბა, კა­რი­ე­რი­სა და სტა­ტუ­სის სახ­ლს ეს­ტუმ­რე­ბა. გირ­ჩევთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­აქ­ტი­ურ­დეთ, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ ამ სფე­რო­ში. შე­იძ­ლე­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლიც კი გახ­დეთ. გა­ა­ფარ­თო­ოთ პი­რა­დი ბიზ­ნე­სი ან და­ი­წყოთ კერ­ძო საქ­მი­ა­ნო­ბა. იშო­ვოთ სამ­სა­ხუ­რი პრო­ფე­სი­ით. სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია ქორ­წი­ნე­ბი­თაც და ტყუ­პის უმე­ტე­სო­ბა შე­იძ­ლე­ბა იუ­პი­ტე­რი ტრან­ზი­ტის დროს და­ქორ­წინ­დეს. ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა­სა და სირ­თუ­ლე­ებს არ უნდა შე­უ­შინ­დეთ, პი­რი­ქით, ის უნდა გახ­დეს ბიძ­გი, რომ გან­ვი­თა­რე­ბა, წინსვლა შეძ­ლოთ. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ზო­გი­ერ­თმა კი პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­წყვი­ტოთ წას­ვლა. შე­იძ­ლე­ბა თქვენს ოჯახ­ში ახა­ლი წევ­რი შე­მო­ვი­დეს ან მი­ი­ღოთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი.

  • კირჩხი­ბი

იუ­პი­ტე­რი თქვენს მე­ცხრე სახ­ლში მოხ­ვდე­ბა. ორ­მა­გად გა­გი­მარ­თლებთ და უნდა იაქ­ტი­უ­როთ. წარ­მა­ტე­ბა გე­ლით ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში, სა­დაც კი თქვენს მზე­რას მი­მარ­თავთ. მე­ცხრე სახ­ლი არის პერ­სპექ­ტი­ვე­ბის სახ­ლი და შე­იძ­ლე­ბა ისე­თი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი გა­და­გე­შა­ლოთ, რა­საც ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­დით. წარ­მა­ტე­ბა გე­ლით ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას აპი­რებთ, ან თა­ვად ატა­რებთ ლექ­ცი­ებს. გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, კლი­ენ­ტე­ბი. შე­იძ­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ შეძ­ლოთ გამ­გზავ­რე­ბა ემიგ­რა­ცი­ის, მუ­შა­ო­ბის ან სწავ­ლის მი­ზე­ზით. მი­ი­ღოთ დახ­მა­რე­ბა ან ფული უცხო­ე­თი­დან ან მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის­გან. ზო­გი­ერ­თი კირჩხი­ბი შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რედ და­ქორ­წინ­დეს, ზოგ­საც შვი­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნოს.

  • ლომი

იუ­პი­ტე­რი თქვენს მერ­ვე სახ­ლში მოხ­ვდე­ბა, რაც გვაძ­ლევს იმის თქმის უფ­ლე­ბას, რომ გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ პარტნი­ო­რის­გან (მე­უღ­ლის­გან). შე­იძ­ლე­ბა იქორ­წი­ნოთ მდი­დარ ადა­მი­ან­ზე, მი­ი­ღოთ მემ­კვიდ­რე­ო­ბა ან შე­ი­ძი­ნოთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი კრე­დი­ტით, სეს­ხით, ოჯა­ხის წევრთან ერ­თად სა­ერ­თო ფუ­ლით. მი­ი­ღოთ სარ­გე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­გან. ერთი სი­ტყვით, თქვენს სა­ფუ­ლე­ში მოხ­ვდე­ბა თან­ხა, რო­მე­ლიც თქვენ არ გა­მო­გი­მუ­შა­ვე­ბი­ათ.

  • ქალ­წუ­ლი

იუ­პი­ტე­რი თქვენს მეშ­ვი­დე სახ­ლში მოხ­ვდე­ბა. ეს არის პარტნი­ო­რო­ბის სახ­ლი. თუ ძი­ე­ბა­ში ხართ, კე­თილ­შო­ბი­ლი, გავ­ლე­ნი­ა­ნი, მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში (საქ­მი­ა­ნი ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი). ძა­ლი­ან ხში­რად, სწო­რედ იუ­პი­ტე­რის ტრან­ზი­ტის დრო ხდე­ბა ხოლ­მე და­წყვი­ლე­ბა. სხვა­თა შო­რის, არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაც გექ­ნე­ბათ. ეს რაც შე­ე­ხე­ბო­და მარ­ტო­ხე­ლებს. უკვე და­წყვი­ლე­ბუ­ლებს კი პარტნი­ორს გა­ა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა საქ­მი­ა­ნი სფე­რო. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა კლი­ენ­ტებ­თა­ნაა და­გავ­ში­რე­ბუ­ლი, მო­გე­მა­ტე­ბათ; გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან მდი­და­რი, გავ­ლე­ნი­ა­ნი კლი­ენ­ტე­ბი. მო­გე­ცე­მათ თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

  • სას­წო­რი

იუ­პი­ტე­რი თქვენს მე­ექ­ვსე სახ­ლში მოხ­ვდე­ბა, მისი პრინ­ცი­პი გა­ფარ­თო­ე­ბაა და გაფრ­თხილ­დით, რომ არ გა­სუქ­დეთ. აგ­რეთ­ვე შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოთ დი­ე­ტა, რო­მელ­საც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, დი­ე­ტო­ლო­გი გირ­ჩევთ ან და­ი­წყოთ ვარ­ჯი­ში ცნო­ბი­ლი მწვრთნე­ლის გავ­ლე­ნით. მე­ექ­ვსე სახ­ლი სამ­სა­ხურ­საც გუ­ლის­ხმობს. შე­იძ­ლე­ბა მო­გე­მა­ტოთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ან და­ი­კა­ოთ ახა­ლი მა­ღა­ლი, ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს ის კომ­პა­ნია, სა­დაც მუ­შა­ობთ ან მი­ი­ღოთ ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი. ერთი სი­ტყვით, იუ­პი­ტე­რის გავ­ლე­ნით სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბებს ელო­დეთ კა­რი­ე­რის სფე­რო­ში. სუ­ლაც ავ­ტო­რი­ტეტს აი­მაღ­ლებთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი გა­ი­ჩი­ნოს ან თუ უკვე გყავთ, ისი­ნი გა­გიმ­რავ­ლდეთ. შე­იძ­ლე­ბა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი: გა­დახ­ვი­დეთ უფრო მდიდ­რულ სახ­ლში ან ცნო­ბილ, გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ან­თან სა­ცხოვ­რებ­ლად.

  • მო­რი­ე­ლი

იუ­პი­ტე­რი თქვენს მე­ხუ­თე სახ­ლში მოხ­ვდე­ბა. თქვენც წყლის ნი­შა­ნი ხართ და თევ­ზე­ბიც, სა­დაც ახლა იუ­პი­ტე­რი გა­და­ვა. თქვენ გახ­დე­ბით მე­ტად ბედ­ნი­ე­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მე­ტად გა­მოხ­ვალთ სცე­ნა­ზე, და­ფას­დე­ბით. მე­ხუ­თე სახ­ლი არის ბავ­შვე­ბის, რო­მან­ტი­კის, შე­მოქ­მე­დე­ბის სფე­რო და შე­იძ­ლე­ბა მშო­ბე­ლი გახ­დეთ ან თუ უკვე გყავთ შვი­ლე­ბი, მათ ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დეს სა­სი­ხა­რუ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი. თქვენ ია­მა­ყებთ თქვე­ნი შვი­ლე­ბით და მათი წარ­მა­ტე­ბით. მარ­ტო­ხე­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი. თა­ნაც, არა მარ­ტო ერთი კან­დი­და­ტი. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი, ჰობი. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი შე­მო­სავ­ლის წყა­როც კი გახ­დეს. მე­ტად მო­გინ­დე­ბათ წვე­უ­ლე­ბე­ბის, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მო­წყო­ბა. 

  • მშვილდოსანი

იუპიტერი თქვენს მეოთხე სახლში მოხვდება. ეს არის უძრავი ქონების, ოჯახის, სახლური თემები. გაამახვილეთ ყურადღება ამ მიმართულებით. როცა იუპიტერი პიროვნების მეოთხე სახლში ხვდება, ადამიანი ყიდულობს უძრავ ქონებას, ან აშენებს სახლს. ან ფართოვდება მისი ოჯახი, შეიძლება ახალი წევრი გაგიჩნდეთ. მაგრამ იუპიტერის გავლენით ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ოჯახური ვალდებულებები გბოჭავენ, თავისუფლად მოქმედების უფლებას არ გაძლევენ. საბინაო და საოჯახო საქმეები არც ისე მარტივად გვარდება, როგორც თქვენს გსურდათ. ამ პერიოდში გააფორმეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. შეიძლება ფული მიიღოთ უძრავი ქონებისგან.

  • თხის რქა

იუპიტერი თქვენს მესამე სახლში მოხვდება. ინფორმაციები, ურთიერთობები, კომუნკაციები გახდება აქტუალური, გაფართოვდება ეს სფეროები. გაიჩენთ ახალ მეგობრებს. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია კომერციასთან, რეკლამასთან, შუამავლობასთან ახალი გრანდიოზული შესაძლებლოები მოგეცემათ. რადგან მოიმატებს ინფორმაციულობა, ახალ ადამიანებთან დამეგობრების სურვილი და ზოგადად, კონტაქტები. ეცადეთ, არ დაკარგოთ ბევრი ენერგია, დრო არაფრისმომცემ კავშირებსა და ამბებზე. კარგი იქნება მცირე ბიზნესის განვითარება. ზოგიერთი გადაწყვეტს კომპიუტერული ტექნიკის, მანქანის შეძენას/განახლებას. კარგი პერიოდია ახალი ცოდნის მისაღებად (ავტომობილის მართვა, უცხო ენები), სასწავლო კურსებზე დასასწრებად, სერტიფიკატების აღება. თუ თავად პედაგოგო ხართ, ახალი მოსწავლეები გამოგიჩნდებიან.

  • მერწყული

იუპიტერი თქვენს მეორე სახლში მოხვდება. ეს არის ჩვენი ფინანსები, ქონება, ენერგია, თვითშეფასება. გაგიფაროვდებათ შემოსავალი. შეიძლება შემოსავლის ახალი წყაროც კი გამოგიჩნდეთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გაგიჩნდებათ ტკბილისადმი და ზოგადად, გემრიელი ჭამისადმი სიყვარული. გაფრთხილდით, რომ არ აკრიფოთ ზედმეტი კილოგრამები. ამ პერიოდში თავს იგრძნობთ უფრო მნიშვნელოვან, გავლენიან ადამიანად. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი. თუ თქვენი საქმიანობა მომსახურების სფეროსთანაა კავშირში, შეიძლება გააძვიროთ საფასური. ან სამსახურში მოითხოვოთ ხელფასის მომატება. ზოგიერთი შეიძენს ძვირად ღირებულ, სტატუსის მომნიჭებელ ნივთებს.

  • თევზები

იუპიტერი თქვენს პირველ სახლში მოხვდება. წარმატების, გაფართოების, გრანდიოზული შესაძლებლობების პერიოდი გეწყებათ. გამოგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები. შეიძლება შეიცვალოთ სტატუსი, გახდეთ მეტად პოპულარული, ავტორიტეტული, პროფესიონალი. მთავარია, არ შეგეშინდეთ თქვენთვის მონიჭებული შანსების გამოყენება; გამოიყენეთ მაქსიმალურად. ახლა დაწყებულ საქმეებში ან დაწყებულის განვითარებაში შედეგს უკვე შემოდგომაზე მიიღებთ. იუპიტერი ნებისმიერ სფეროში გპირდებათ წარმატებას. გამორიცხული არაა, რომ სტატუსის შეცვლა მოხდეს შვილის დაბადებით. ერთადერთი სფერო, სადაც უნდა გაფრთხილდეთ არის კვება, არსებობს საფრთხე, რომ წონაში მოიმატოთ. შეიძლება იმიჯის შეცვლა გადაწყვიტოთ, მეტად სოლიდური გახდეთ ძვირად ღირებული, ბრენდული სამოსით ან სამკაულებით.
იუპიტერის ტრანზიტს ყველაზე მკვეთრად იგრძნობენ თევზების ზოდიაქოს პირველ და მესამე დეკადაში დაბადებული პიროვნებები. პირველი დეკადის თევზებს გამარჯვების შანსი გააქტიურებული გაქვთ 2021 წლის 14 მაისისა და 29 ივლისის შუალედში და 3 დეკემბერიდან 2022 წლის იანვრის ბოლომდე. მესამე დეკადაში დაბადებულებს კი პოზიტიური ცვლილებების შანსი გეძლევათ 2022 წლის მარტის ბოლოდან 11 მაისამდე და იმავე წლის 29 აგვისტოდან 21 დეკემბრის ჩათვლით. მეორე დეკადაში დაბადებულებს კი უნდა გახსოვდეთ, რომ პირველი ეფექტის მოსახდენად მეორე შანსი არ გექნებათ. მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა პირველივე შემოთავაზებაზე. ყველაზე კარგი პერიოდი გელით 2022 წლის იანვრის ბოლოდან აპრილამდე.
თევზებო, კიდევ ერთ თარიღზე გავამახვილებთ ყურადღებას – 2022 წლის 10 აპრილი არის დღე, როცა თქვენი ორივე მმართველის: იუპიტერისა და ნეტუნის შეერთება ხდება თქვენს ნიშანში. არ გაუშვათ წარმატების შანსი ხელიდან. დაიბედეთ ყველაფერი კარგი, განახორციელეთ გრანდიოზული მიზნები, ჩაიფიქრეთ სურვილები. ყველაზე მეტად გაუმართლებთ მათ, ვინც დაიბადა 12-15 მარტის შუალედში. ყველა თევზს კი გელოდებათ ბედნიერება, წარმატება, საზღვრების გაფართოება, ექსპანსია.

Previous post “ჩქარა წადით, მოსაკლავად მომსდევენ…” – ჟურნალისტის სახიფათო თბილისური თავგადასავალი
Next post დმანისში ახალგაზრდები ერთმანეთს თავს ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით დაესხნენ