• სამ. იან 25th, 2022

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

ყველა პარამეტრი მთლად ნორმალიზებული არ არის, განსაკუთრებით ნევროლოგიური – თენგიზ წულაძე

სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, წინა გასინჯვასთან შედარებით, გაუმჯობესებულია, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი

პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს საუბარი და სიარული შეუძლია.

„ყველა პარამეტრი მთლად ნორმალიზებული არ არის, განსაკუთრებით ნევროლოგიური პარამეტრები, მაგრამ მგონი, გაუმჯობესების პროცესშია. ნევროლოგიური სტატუსი მთლად გაუმჯობესებული არ არის, არცაა მოსალოდნელი. ძირითადად სისუსტეა გამოხატული, თვალის მამოძრავებელი

პრობლემები არსებობს კიდევ, რაც მაშინაც იყო გამოხატული და შესაძლებელია რამდენიმე კვირა დასჭირდეს ამის გაუმჯობესებას. სიარულიც შეუძლია და მეტყველებაც, ოღონდ სუსტად არის“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

წყარო : primetime.ge