• ხუთ. იან 27th, 2022

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

2 და 3 ლარით ახალგაზრდა და სოციალურად დაუცველი ვერ შევა კაზინოში – ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობა არ გეგმავს კაზინოების გატანას ან დამატებით რამე რეგულაციების შემოტანას. ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ ონლაინ კაზინოებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.

” Land კაზინოები არის და მანდ, ძირითადად, თამაშობენ უცხოეთის მოქალაქეები, ტურისტები, ვიზიტორები, ამიტომ, რამე შეზღუდვას არ ვგეგმავთ.

ამასთან, დამდეს ბრალი ჩემს ხედვებთან შეუსაბამობაში – მე ზაფხულში დავაანონსე, რომ გონიოს პროექტს ძალიან ვამუშავებ და ამის შესახებ საზოგადოებას რამდენიმე კვირაში ვაცნობებთ.

2 და 3 ლარით ახალგაზრდა და სოციალურად დაუცველი ვერ შევა კაზინოში. და მეორე, გონიოში ჩვენ ვგულისხმობთ და ჩემი იდეა არის, რომ გაკეთდეს ბიზნეს ზონა, ეკონომიკური ცენტრი, მულტიფუნქციური ქალაქი უნდა გაშენდეს გონიოში და რამდენიმე მილიარდი ლარის ინვესტიცია შეიძლება განხორციელდეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ონლაინგაზინოების შესაძლო დახურვაზე ისაუბრა. საკითხს საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.