• ხუთ. იან 27th, 2022

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

რამდენ ხანში შეიძლება დაინფიცირდეს კოვიდგადატანილი – გიორგი ფხაკაძე განმარტებას აკეთებს და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებს ეხმაურება და მწვავედ აკრიტიკებს.

გიორგი ფხაკაძე განმარტავს, ​კოვიდგადატანილობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი დაცულია და მას აღარ დაემართება კივიდ-19.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს და არ ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას.​

კოვიდ გადატანილი შესაძლოა, დაინფიცირდეს 1 თვეში, 6 თვეში, 12 თვეში და 24 თვეში და არის ამის საკმარისი მტკიცებულებები მთელი მსოფლიოდან.

ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ (კომპიუტერული მოდელირებით ერთმანეთს შეადარეს ადრინდელი კოვიდაფეთქებები და კოვიდ-19-ის ახლანდელი მონაცემები) აჩვენა, რომ კოვიდგადატანილები არ არიან დაცული და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო არ არიან დაცული. ანუ კოვიდ გადატანილის ხელახლა რეინფიცირების რისკმა შეიძლება, შეადგინოს 5%-დან 50%-მდე, ეს დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • რამდენი დრო გავიდა ინფიცირებიდან;
  • პაციენტის ასაკი;
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • პრევენციულ ზომებთან პაციენტის ხელმისაწვდომობა (ვაქცინაცია/პირბადე/დისტანცია/იზოლაცია)

დასკვნა:

კოვიდ გადატანილ პაციენტებში რეინფიცირების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი (3 თვე), განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი უკონტროლოდ ვრცელდება.

კოვიდ გადატანილების “გამწვანება” შესაძლებელია მაქსიმუმ 3 თვე;

კოვიდ გადატანილი ინფექციის გადატანიდან 30 დღეში უნდა აიცრას. ეს მას საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად დაცული იყოს.

რატომ?

პირველი აცრიდან სრულ დაცვამდე არის საჭირო დაახლოებით 45 დღე (1 აცრა – 1 აცრა 21-28 დღე და +14 დღე)“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწვანე პასპორტით მუდმივად სარგებლობა შეუძლიათ მათ, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ.