• სამ. იან 25th, 2022

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

ჩვენი მთავარი მისიაა, რომ ვემსახუროთ ქვეყანას და საზოგადოება დაცული იყოს ჯანდაცვითი რისკებისგან – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით შეიძლება მსოფლიოში კორონავირუსის გარდა სხვა ახალი ვირუსული ინფექციები კვლავ წარმოიშვას.

“რეალური ომი არის დღეს მიკროსამყაროსთან. მსოფლიო არ იყო მზად ამ დიდი გამოწვევისთვის, ახლა დგება ახალი გეგმები, იმიტომ, რომ ეს არ იქნება ერთადერთი პრეცედენტი. 21-ე საუკუნე შეიძლება გახდეს კიდევ ახალწარმოშობილი სხვა ვირუსული ან არავირუსული ინფექციების გაჩენის საუკუნე. ჩვენი მთავარი მისიაა, რომ ვემსახუროთ ქვეყანას და საზოგადოება დაცული იყოს ჯანდაცვითი რისკებისგან და მოვახდინოთ ამ რისკების მინიმალიზაცია.

საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა იმუნიზაციის თვალსაზრისით, მაგრამ გასაკეთებელი ძალიან ბევრია. გამოწვევებიც ბევრია, ამიტომაც ჩვენი მუშაობის საზოგადოებასთან შესაბამისად მიტანაში ბევრი ნაკლია, რაც გამოსასწორებელია და მხედველობაში მისაღები,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.