• ხუთ. იან 27th, 2022

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

24 წლის ასაკში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გარდაიცვალა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეკარე, დავით ჭინჭარაძე გარდაიცვალა.

ცნობას, მეკარის დაღუპვის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს:

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფუტსალის მოთამაშეს დავით ჯინჭარაძის გარდაცვალების გამო. იგი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის წევრი იყო“, – წერია განცახდებაში.

დავით ჯინჭარაძე 24 წლის იყო. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის წევრი ერთ-ერთი გამორჩეული და პერსპექტიული მეკარედ ითვლებოდა.

ის გასულ სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დასახელდა და ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული.

2019 წლის 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს ინციდენტი მოხდა. მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ სახეში ბლაგვი საგანი და მუშტი ჩაარტყა.

გეგეშიძე დათუნაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს, საღამოს დააკავეს. მოჭიდავეების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის დაკავებას აპროტესტებდა. ისინი გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირება ინციდენტი იყო, რომელიც ფედერაციაშივე უნდა დასრულებულიყო.

გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 იანვარს იმსჯელა. მან ციხე 5 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. გარდა ამისა, მან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეინარჩუნა.

ამ ინციდენტის შემდეგ დათუნაშვილი ამბობდა, რომ არჩევანის წინაშეა დაასრულოს კარიერა ან სხვა ქვეყნის სახელი იასპარეზოს. გარდა ამისა, სპორტსმენი აცხადებდა, რომ ჭიდაობის ფედერაცია კარიერის დასრულებას აიძულებდა, რადგან სხვა ქვეყნის სახელით ჭიდაობის უფლებას არ აძლევდნენ. მაშინ ფედერაცია ბრალდებებს უარყოფდა, ხოლო გეგეშიძე ამბობდა, რომ დათუნაშვილმა ქვეყნიდან წასვლა დიდი ხნით ადრე გადაწყვიტა.