“ყველა თქვენგანს ბოდიშს ვუხდი” – გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

როგორც ექიმი “ფეისბუქის” გვერდზე წერს, მოუცლელობის გამო, მისთვის მიწერილ შეტყობინებებზე პასუხის გაცემას ვერ ახერხებს, რისთვისაც ბოდიშს იხდის.

“ყველას, ვისაც ჩემთვის მოწერილი ან დანარეკი გაქვთ და ვერ გამოსულხართ კავშირზე, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. მართლა გულწრფელად. არ დავიწყებ თავის მართლებას, რომ ერთი კაცი ფიზიკურად ვერ ვასწრებ ყველაფერს, მაგრამ ყველა თქვენგანს ბოდიშს ვუხდი. არ იფიქროთ, რომ ვინმეს გაიგნორებთ ან შეგნებულად არ გპასუხობთ.

ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებ”, – წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

Previous post “20 წლის ახალნამშობიარები დედაა ნაწამები და გაგუდული ჩვილი ბავშვის და მეუღლის თვალწინ… იარაღი შუბლზე პატარასაც დაადეს” – საბერძნეთში 36 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს
Next post “რამდენიმე წუთის წინ ოპერატორს და ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ” – რა ხდება ამ წუთებში დმანისში