მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს მტკიცებულებების გამოკვლევას, მათ შორის, დარბევის კადრებს, რადგან ამ ბრალდებებზე, მას პასუხი არ აქვს – პროკურორი

უკვე მერამდენე პროცესია, მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს მტკიცებულებების გამოკვლევას, მათ შორის, დარბევის კადრებს, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, ამ ბრალდებებზე, მას პასუხი არ აქვს – ამის შესახებ 7 ნოემბრის ეპიზოდზე  მესამე პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, გამოქვეყნებული ჩანაწერებით, ვიდეოკადრებით კიდევ ერთხელ დასტურდება შემდეგი – „პირადად მიხეილ სააკაშვილი სთხოვდა და მოითხოვდა ბადრი პატარკაციშვილისგან, რომ ტელევიზიებს არ უნდა ჰქონოდათ ისეთი სიუჟეტები, რომელიც იქნებოდა „აფეთქების” ტოლფასი იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის“.

„მათ შორის, დღეს წარმოდგენილი გვქონდა ვიდეოკადრები, რომელიც ასახავს 7 ნოემბერს მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის და მათი დარბევის კადრებს. ეს არის უდაო მტიცებულებები 7 ნოემბრის დანაშაულის დასტურისა, მაგრამ საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, როცა ჩვენ ვიკვლევთ მტკიცებულებებს, თუნდაც, ვიდეომასალას, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესის წინ შეუძლოდ ხდება და ის სასამართლოზე გამოცხადებას თავს არიდებს.

უკვე მერამდენე პროცესია, ასე თავს არიდებს მტკიცებულებების გამოკვლევას, მათ შორის, ამ დარბევის კადრებს, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, მას პასუხი არ აქვს ამ მძიმე ბრალდებებზე და ამ შეკითხვებზე. როგორც ჩანს და უკვე ნათელია, მიხეილ სააკაშვილის სურვილი არასდროს ყოფილა მართლმსაჯულებაში მონაწილეობა, ის მხოლოდ პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს პროცესებს, როცა მას ეს აწყობს და ერთგვარი სანახაობის მოსაწყობად იყენებს სასამართლო სხდომებს, თორემ მტკიცებულებათა გამოკვლევაში და შინაარსობრივ მხარეში ის არ მონაწილეობს.

გამოქვეყნებული ჩანაწერებით, ვიდეოკადრებით კიდევ ერთხელ დასტურდება შემდეგი – პირადად მიხეილ სააკაშვილი სთხოვდა და მოითხოვდა ბადრი პატარკაციშვილისგან, რომ ტელევიზიებს არ უნდა ჰქონოდათ ისეთი სიუჟეტები, რომელიც იქნებოდა „აფეთქების” ტოლფასი იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის, არ უნდა ყოფილიყვნენ კრიტიკულები, თუმცა, ჩვენ ასეთი „აფეთქებები“ სიუჟეტის სახით ვიხილეთ გირგვილიანის თემაზე, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თემაზე, იმჟამინდელი „იმედი“ იყო კრიტიკული მაუწყებელი, სწორედ ამის გამო დაუპირისპირდნენ არკადი პატარკაციშვილს, “- განაცხადა წიკლაურმა.

Previous post “საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი შეიქმნა, რომელსაც ჩემს საპატივსაცემოდ უწოდეს” – ნუგზარ სულაშვილი
Next post ნელი ქორწინების პერიოდში, სისტემატურად აკეთებდა მსგავს ფარულ ჩანაწერებს – ბასილაშვილის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ