ნელი ქორწინების პერიოდში, სისტემატურად აკეთებდა მსგავს ფარულ ჩანაწერებს – ბასილაშვილის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

მედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელებული აუდიოჩანაწერის გამო, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის პირადი საუბრის ჩანაწერს ეხება, ბასილაშვილის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  გავრცელებული ჩანაწერის გასაჯაროება, იმ ფორმითა და შინაარსით, რომელიც ვნახეთ, მხოლოდ ნელი დოროყაშვილის და მისი უფლება დამცველების ინტერესებში შედიოდა. აღნიშნული ჩანაწერი გამოძიებას თავად ნელი დოროყაშვილმა მიაწოდა.

„როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქორწინების პერიოდში, ის სისტემატურად აკეთებდა მსგავს ფარულ ჩანაწერებს სხვადასხვა მოწყობილობის მეშვეობით. ამ ეტაპისთვის, სასამართლოს ეს ჩანაწერები არ გამოუკვლევია და ის დალუქულ მდგომარეობაშია.

ჩვენთვის მიუღებელი და შემაშფოთებელი ფაქტია, როცა სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, საქმის მასალები, ნიკოლოზ ბასილაშვილის დისკრედიტაციის მიზნით, თავისუფლად ვრცელდება მედიაში. ტელეკომპანია პირველისთვის დაბრკოლება და უხერხულობა არ შეუქმნია იმ ფაქტს, რომ ჩანაწერი შეიცავს ინფორმაციას არასრულწლოვანის შესახებ, რითაც, პირველ რიგში, ილახება ლუკას ბასილაშვილის კანონიერი ინტერესები“

ადვოკატების განცხადებით, არაერთი გამოხმაურებისა და მოწოდების მიუხედავად, ფარულად მოპოვებული აუდიო მასალები , დღემდე ხელმისაწვდომია ინტერნეტში და მედიაში.

აღნიშნული ქმედება ზრდის საფრთხეს, რომ არასრლწლოვანი ლუკას ბასილაშვილი გახდეს შესაძლო ბულინგის ან სხვაგვარი ვიქტიმიზაციის მსხვერპლი, დაზიანდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არასრულწლოვნის ჯანმრთლობას შეექმნას საფრთხე.

ჩვენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებრებაში არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება. პირველ ეტაპზე დადგინდეს ხომ არ დაზიანდა, ინფორმაციის გავრცელებით, არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, ბავშვის აღმზრდელებსა და მის უახლოეს გარემოცვას მიეწოდოს საჭირო ინსტრუქცია. თავად არასრულწლოვანს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწიოს კვალიფიციური ფსიქოლოგის დახმარება.

აქვე, ჩვენ მივმართვთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება“, – ნათქვანია გავრცელებულ განცხადებაში. 

Previous post მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს მტკიცებულებების გამოკვლევას, მათ შორის, დარბევის კადრებს, რადგან ამ ბრალდებებზე, მას პასუხი არ აქვს – პროკურორი
Next post დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები?