• ხუთ. იან 27th, 2022

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

„აქ ვინც გაჩერდება, რამე დაავადებას აიკიდებს“ – რა პირობების შესახებ ყვებიან გერმანიაში დასაქმებისთვის წასული ქართველები

დასაქმების პროგრამით გერმანიაში წასული მოქალაქეები იმ პირობების შესახებ ყვებიან, რომელიც ქვეყანაში ჩასულებს დახვდათ.

დასაქმებულების ერთი ჯგუფი, რომელიც გერმანიაში ჩავიდა, ამბობს, რომ პირობები, რომელშიც აღმოჩნდნენ, „100 % -ით განსხვავდება მათი მოლოდინისგან”.

როგორც დასაქმებულები ყვებიან, მძიმე სამუშოს ისიც ემატება, რომ საცხოვრებლად გაუსაძლისი პირობებია.