„პატიმრის მონახულება არის 7 ხორციელი მოწყალების საქმიდან ერთ-ერთი“ – მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტი მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა. მისი თქმით, საუბარი სხვადასხვა თემებს, მათ შორის მეგობარ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს შეეხო. 

„მე მოვინახულე, ასე რომ ვთქვათ, რაც დღეს გავაკეთე, ამას ჰქვია პატიმრის მონახულება, მოვინახულე უბრალოდ, იმიტომ, რომ სახარებაში პირდაპირ გვიწერია, რომ პატიმრის მონახულება ეს არის შვიდი ხორციელი მოწყალების საქმიდან ერთ-ერთი

უმნიშვნელოვანესი, ჩემი პირდაპირი მოვალეობა, რადგან შემიძლია მივიდე, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, როდესაც შევძლებ მე თვითონ და მოვახერხებ და მოვინახულო, ამიტომ, ეს არის ჩემი ვალდებულება და ვაკეთებ ამას და მივდივარ. დღეს ამჯერად რაც

გავაკეთე, იყო ჩვეულებრივი, რიგითი მონახულება, შევხვდით, ვისაუბრეთ ბევრ სხვადასხვა საკითხზე”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

Previous post სკანდალური კრიმინალური ვენდეტა: გურამი 9 წლის იყო როცა მშობლები თვალწინ მოუკლეს, 20 წლის შემდეგ იძია შური
Next post მიზეზები არ ვეძიოთ! ეს პირადია! – რომ არა ემიგრანტები, ოჯახი, სადაც სალომე მუშაობდა, დიდხანს არაფერს იტყოდა – ფიქრია კუჭუხიძე