
სალომე ტეტუნაშვილის და საზოგადოებას მიმართავს

სალომე ტეტუნაშვილის და საზოგადოებას მიმართავს და მადლობას უხდის. მისი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დეტალები ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
„მეგობრებო, ვიპოვეთ სალომე, ცოცხალია! ყველას უდიდესი მადლობა, არასდროს დავივწყებთ თქვენს გვერდში დგომას! დეტალები ჯერ არ არის ცნობილი. მთავარია, ცოცხალი დაგვიბრუნდა ჩემი სულის ნაწილი“, – წერს სოფი ტეტუნაშვილი.
27 წლის სალომე ტეტუნაშვილი ნეაპოლში, ერთ-ერთ ოჯახში მომვლელად მუშაობდა. ის 22 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 10 საათისთვის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელად გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დედამ რამდენიმე საათში, სწორედ იმ ოჯახისგან შეიტყო, სადაც სალომე მუშაობდა.
25 იანვარს, ღამით, სამძებრო სამუშაოებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით, ქალაქ ნეაპოლში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს. რამდენიმე ათეული ემიგრანტი სწორედ იმ სახლთან შეიკრიბა, სადაც სალომე ტეტუნაშვილი მუშაობდა.
26 იანვარს, საქართველოს საელჩომ იტალიაში, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საკონსულოს მოთხოვნით, საქმეში უკვე ორი დღეა აქტიურად არიან ჩართული იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები.
სალომე ტეტუნაშვილი წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან არის. სალომე იტალიაში წასვლამდე სოფელ თელაში ცხოვრობდა. მეზობლები ამბობენ, რომ სალის მამა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, დედა-შვილი კი იტალიაში დაახლოებით ორი წლის წინ წავიდა და ისინი სხვადასხვა ოჯახში მუშაობდნენ.
More Stories
როგორია დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი
დღეიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 26-27 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში...
„მესმოდა მშობლები ამბობდნენ გადავეფაროთო და გადამეფარნენ…“ – ომის დროს დაჭრილი ბავშვის ისტორია კიევიდან
„რუსთავი 2-ის" გადამღებმა ჯგუფმა, კიევის ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო გადაიღო. საავადმყოფოში, რომელმაც სამი თვის განმავლობაში არაერთი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, ექიმები ამ...
„საქმრომ ქორწილის ჩასაშლელად ძარცვის სცენა გაითამაშა, საპატარძლომ გამოძიებას მიმართა” – უპრეცედენტო საქმე, რომელსაც საბერძნეთის პოლიცია იძიებს
"საქმრომ ქორწილის ჩასაშლელად ძარცვის სცენა გაითამაშა, საპატარძლომ გამოძიებას მიმართა" - ეს დაუჯერებელი, თუმცა რეალური ისტორია საბერძნეთში მოხდა. გუშინ, დაზარალებულმა ქალმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს...
ამინდი მკვეთრად იცვლება – ნახეთ უახლოესი დღეების პროგნოზი
26 მაისიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. 26-27 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, 28 მაისს +25,...
“რუსეთი ოკუპანტია, პუტინ ხ@ილო!” – ქართველები რუსულნომრიან მანქანას და რუსებს თავს დაესხნენ (ვიდეო)
უკრაინულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ნაჩვენებია რუსულნომრიანი მანქანის საქართველოში გადაადგილება და ფაქტის ქართველების მიერ გაპროტესტება. ახალგაზრდებმა მძღოლს შეახსენეს, რომ საქართველოს...
“მაპატიე, რომ ვერ გაცოცხლე უსასრულოდ… მაპატიე, ალბათ რამდენჯერ გაწყენინე..” – ხათუნა ჟორდანია
მომღერალი, ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში დედას ემოციურ პოსტს უძღვნის? "დედამაპატიე, ვერ მივხვდი, რომ დამიბერდი, მაპატიე, რომ ვერ გაცოცხლე უსასრულოდ,მაპატიე, ალბათ...