"იმოგზაურე „ვისოლთან“ ერთად" - შიდა ტურიზმის მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო
190
"იმოგზაურე „ვისოლთან“ ერთად" - ამ სახელწოდებით საქართველოში ,,ვისოლმა“ შიდა ტურიზმის მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. პროექტის მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი ტურისტებისათვის დღემდე თითქმის უცნობი მცირე საოჯახო ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობადობა ამაღლდეს და პანდემიის ზეგავლენით შემოსავლების გარეშე დარჩენილ მცირე ბიზნესს ვიზიტორების მოზიდვასა და კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.

როგორც ,,ვისლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, ,,იმოგზაურე ვისოლთან ერთად" მრავალწლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წელს ძირითადი აქცენტი საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებაზე გაკეთდება.
,,დავეხმარებით იმ მცირე ზომის საოჯახო ტურისტულ ობიექტებს, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ პანდემიის გამო. მათი არსებობის შესახებ ინფორმაცია ძირითადად მხლოდ შემომყვან ტურისტულ კომპანიებსა და გიდებს ჰქონდათ და მეტწილად უცხოელი ტურისტების ნაკადებზე იყვნენ დამოკიდებულნი. შესაბამისად, მათი ცნობადობა დაბალია ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე და მათ არც შესაბამისი რესურსი გააჩნიათ, რომ მოერგონ ახალ რეალობას და დაგეგმონ შიდა ტურისტებზე გათვლილი კომუნიკაცია. 
,,ვისოლი" საკუთარი რესურსებით მათ ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას სთავაზობს და პარტნიორ ტურისტულ კომპანიებთან ერთად, საქართველოში ახალაღმოჩენილ ტურისტულ ობიექტებზე სტუმრობის მსურველთ დაუვიწყარ თავგადასავლებს ჰპირდება", - განაცხადა ვასილ ხორავამ. 
ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე ,,ვახტანგ ასლანიკაშვილის მცირე მარნის" მფლობელმა ვახტანგ ასლანიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის პერიოდში  განსაცდელში მყოფ ბიზნესს ასეთი შანსი პირველად მიეცა.
,,ჩვენი მარანი არსებობდა ღვინის დეგუსტაციის ხარჯზე.  ეპიდემიის გამო ყველა გეგმა ჩაგვივარდა. სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა ,,ვისოლის“ დამსახურებაა. ამას მცირე ბიზნესი საკუთარი ხარჯით ვერ გააკეთებდა, ძალიან ძვირი სიამოვნება, მაგრამ ამ სიტუაციაში გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა", - აღნიშნა  ასლანიკაშვილმა.
მე-16 საუკუნის გვიან ფეოდალური ხანის ველისციხის მარან-მუზეუმ ,,ნუმისის “ მფლობელი  ნუნუ კარდენახლიშვილმა კი აღნიშნა, რომ covid-19-მა ლამის დახურვამდე მიიყვანა. თუმცა სარეკლამო კლიპის წყალობით პირველი შეკვეთები უკვე მიიღეს, რამაც ბიზნესს ბრძოლის ბიძგი მისცა.
,,მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რადგან სწორედ ახლა ვიწყებთ ფსკერიდან ამოსვლას. ეპიდემიის გამო აწყობილი ბიზნესი ჩაიძირა, იმდენად დიდი დარტყმა მივიღეთ, რომ  საერთოდაც დახურვის წინაშე აღმოვჩნდით.  სწორედ ამ დროს ,,ვისოლმა“ დახმარების ხელი გამოგვიწოდა. 
ვთვლი, რომ დიდი საქმე გაკეთდა არა მხოლოდ ჩვენთვის, მთლიანად დარგის გადარჩენის მიზნითაც. ძალიან ამაყი ვარ, რომ ასეთი გაჭირვების დროს ყველამ ერთმანეთს ჩავკიდეთ ხელი და გადარჩენისთვის ვიბრძვით. რამდენიმე შეკვეთა კონკრეტულად ამ რეკლამის საშუალებით მივიღე, ფაქტიურად ახალ სიცოცხლეს ვიწყებთ“, - განაცხადა პრეზენტაციისას ნუნუ კარდენახლიშვილმა.
პროექტის ბენეფიციარები არიან - ,,ოტიას ეზო“ იმერეთში, "მხატვრის სახლი" ქვემო ქართლში, ეთნო სოფელი "სისატურა" სამეგრელოში, მუსხის სკოლა მუზეუმი უძველესი ხალიჩა-ფარდაგებით სამცხე ჯავახეთში, მარანი-მუზეუმი "ნუმისი" კახეთში, "ასლანიკაშვილების მარანი" ლეჩხუმში, სოფელი-მუზეუმი გოგოლათი რაჭაში, სასტუმრო "უშგული" სვანეთში, ციხე მარანი "შარამანი" შიდა ქართლში, შოთა არაბულის სასტუმრო ხევსურეთში 
„ვისოლის“ მხარდაჭერით შერჩეული ტურისტული ცენტრების ცნობადობის შესაქმნელად საქართველოს მასშტაბით გამოჩნდება ბილბორდები, სოციალური მედიის საშუალებით გავრცელდება მათ შესახებ საინტერესო ისტორიები და სტუმრობით დაინტერესებულ პირებს ტურისტული კომპანიები Georgian Travel Group და Living Roots მოემსახურებიან.  პროფესიული ფოტოგადაღება, რომელიც „ვისოლმა“ პროექტის ბენეფიციარებს მოუწყო, მათ მიმზიდველ ფოტობაზას შეუქმნის, რომელსაც ისინი შეხედულებისამებრ გამოიყენენებ. კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კი პროფესიულ კონსულტაციებს გაუწევს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ მცირე ბიზნესს.





მსგავსი ამბები

”ეს სიტყვები მთელი დარჩენილი ცხოვრება მემახსოვრება. კიბოა და

რამდენიმე წიგნის ავტორი და ცნობილი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ემოციურ...
გოგი ბერიძე და მისი ცოლი კოვიდით დაიღუპნენ – თამარ ივერმა

საოპერო შემსრულებელი, ცნობილი სოპრანო თამარ ივერი წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს...
რა შეზღუდვები შემოდის სამშაბათიდან - მთავრობის სავარაუდო გეგმის

„შეზღუდვების მასშტაბი გაფართოვდება, მაგრამ არ შეეხება სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს....
”ულამაზესი, ძალიან თბილი ბავშვი იყო…” – მთელ სოფელს თავზარი

„ძალიან თბილი ოჯახის შვილია, ჩვენს თვალწინ გაიზარდნენ, ორი და იყვნენ, გულსაფა ძალიან...
”დღეიდან საქართველოში ინფიცირების რიცხვი დაიკლებს, იცით რატომ?…”

„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ ექიმი-ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი,...
დეკემბერში ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესაძლოა

"კლება ჯერ არ არის, პირიქით არის მატება, რომელიც კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენ შევდივართ...

კომენტარები