"ჩემი ბიოლოგიური შვილი ის არ არის, მაგრამ მე გავზარდე შვიდი წლიდან და ყველაზე მეტად მიყვარს ჩემს შვილებში... დედამისი კი ყოველდღე ტირის..." - ნიკა გვარამიას გულახდილი ინტერვიუ ოჯახსა და პირადზე » NTV.GE


"ჩემი ბიოლოგიური შვილი ის არ არის, მაგრამ მე გავზარდე შვიდი წლიდან და ყველაზე მეტად მიყვარს ჩემს შვილებში... დედამისი კი ყოველდღე ტირის..." - ნიკა გვარამიას გულახდილი ინტერვიუ ოჯახსა და პირადზე
21 499
სამარცხვინო განცხადება მოვისმინე დღეს, თურმე ვტიროდი გუშინ. მარტივი არ არის ჩემი ტირილი, მაგრამ გული მიჩუყდება, იმიტომ რომ ჩემი შვილები არ გრძნობენ თავს კარგად.


ჯერ კიდევ ამერიკაში ყოფნის დროს დაეწყოთ ეს პრობლემები და აქ სერიოზულად უმწვავდებათ ყოველ ჯერზე. იცით, ვიტილიგო ავტოიმუნური დაავადება არის, რომელიც სტრესის ფონზე ვითარდება. ჩემმა მცირეწლოვანმა შვილმა არ იცის გამოხატვა, შიგნით იხშობს ყველაფერს და შესაბამისად ამ ფორმით ხდება გამოვლენა. არ უყურებენ ტელევიზორს, უფრო ინტერნეტში არიან, მაგრამ როცა ჩემს მეუღლეს – სოფოს წამოტირებულს ხედავენ, ეგრევე იწყებენ გუგლში ჩემი სახელის და გვარის ძებნას. იმ წამსვე იციან ყველაფერი და იწყება მძიმე პრობლემები. ერთს ენა ებმის და ეს მძიმე საყურებელია. რაც შეეხება უფროსს შვილს, მასთან ვერ ჩავდივარ ამერიკაში, იმიტომ რომ მე არ მიშვებენ, სოფო და ბავშვები კი, ჩემს გარეშე არ მიდიან. შარშან მყავდა 20 დღით ჩამოყვანილი, იმიტომ რომ სხვაგან ვერ შევხვდით. ბავშვებსაც უნდათ ერთმანეთის ნახვა. დედა ყოველ მეორე დღეს ტირის, იმიტომ რომ შვილი ენატრება. დიდი ბიჭია, სწავლობს იქ, გადასარევი ბავშვია, მაგრამ… ჩემი ბიოლოგიური შვილი ის არ არის, მაგრამ მე გავზარდე შვიდი წლიდან და ყველაზე მეტად მიყვარს ჩემს შვილებში. არანორმალურად მენატრება. ძალიან გულჩვილია, როგორც კი რამეს წაიკითხავს, მირეკავს და მეუბნება, მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნებაო. ეს არის ჩვენი ოჯახისთვის აუტანელი მდგომარეობა. დღეს თეა წულუკიანმა პირდაპირ ჩემი ცოლი მოიხსენია, ხალხო რაღაც საზღვარი ხომ არსებობს? რაღაც წმინდა ხომ არსებობს? ცოლი და შვილებია წმინდა. მოიტყუა წულუკიანმა, არასდროს არავის სახლში არ შევვარდნილვართ და არავის ბავშვისთვის მიკროფონი არ მიგვიშვერია. ამას გარდა, ჟურნალისტის სახლში შეჭრა, ეს არის ჟურნალისტური საქმიანობა, კანონით ნებადართული და ჩემს ცოლ-შვილს არალეგიტიმურად, უმიზეზოდ, რომ უთვალთვალებს და ფარულ მიყურადებას აწარმოებს სუსი, ხოლო მერე მე მიგზავნიან ამას, ეს არის უკანონო და ამ ორ შორის განსხვავება არის. ეს დანაშაულია და ადამიანების შანტაჟი. ეგღა აკლდა ჩემს ცოლს საკუთარი თავის შესახებ მოესმინა ტელევიზიიდან, დიახ მზეთუნახავია ჩემი ცოლი, თეა წულუკიანთან შედარებით მეც მზეთუნახავი ვარ. წულუკიანი არის, ნაძირალა, დამხვრეტი მამის მკვლელი შვილი, არასდროს მიკადრებია მამის პასუხისმგებლობა შვილზე გადამეტანა, მაგრამ ზუსტად გენეტიკურია მათი რეპრესიულობა და მკვლელობა.


მსგავსი ამბები

”ამბობენ ვინც დაიჭერს მალე გათხოვდებაო” – ნახეთ რომელმა ცნობილმა

სულ ცოტახნის წინ გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი დაქორწინდნენ. წყვილი შეზღუდვების...
გამყრელიძე: ალბათ, ვირუსი დაახლოებით, ერთ წელიწადში დაამთავრებს

კიდევ ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე, –...
ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება, მაგრამ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნის...
იტალიაში დაკარგულ ქართველ ემიგრანტს ეძებენ

სოციალურ ქსელში იტალიაში დაკარგული ქართველი ქალის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია....
სამადაშვილი განსხავებული მოსაზრების გამო "ნაცმოძრაობის"

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრაზე გამოთქმული მოსაზრების გამო,...

კომენტარები