"დიდი სანერვიულო გადავიტანე და ეს ეხებოდა ჩემს შვილს... იყო დრო, მე და დათა დილის 5 საათამდე ქუჩაში ვიყავით" - იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა » NTV.GE


"დიდი სანერვიულო გადავიტანე და ეს ეხებოდა ჩემს შვილს... იყო დრო, მე და დათა დილის 5 საათამდე ქუჩაში ვიყავით" - იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა
27 379
თა­თია სუ­ლუ­აშ­ვილს ყვე­ლა იც­ნობს, მის პერ­სო­ნა­ჟებ­ზე და იუ­მო­რის­ტულ ნომ­რებ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ხა­ლი­სობს. თა­თია "ახა­ლი შა­ბა­თის შოუს" მსა­ხი­ო­ბია. რო­გო­რია იუ­მო­რის­ტის ცხოვ­რე­ბა ეკ­რანს მიღ­მა და რო­გორ და­ა­მარ­ცხა შვილ­თან ერ­თად აუ­ტის­ტუ­რი სპექტრი - აქამ­დე უც­ნობ ის­ტო­რი­ებს მის შე­სა­ხებ სუ­ლუ­აშ­ვი­ლი ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მა­ში მოჰ­ყვა:




"იუ­მორს ემ­სა­ხუ­რე­ბი და ჰგო­ნი­ათ, რომ ადა­მი­ანს ამის იქით, შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მა არ ჰქონ­დეს. ბევ­რის­გან გა­მი­გია ეს ფრა­ზა, რომ რა კარ­გია, უდარ­დე­ლი ცხოვ­რე­ბა გაქვს და ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ იციო. რე­ა­ლუ­რად, ძა­ლი­ან დიდი სა­ნერ­ვი­უ­ლო გა­და­ვი­ტა­ნე და ეს ეხე­ბო­და ჩემს შვილს. დათა ახლა არის 6 წლის. რო­დე­საც იყო წლის და 5 თვის, და­ე­წყო სა­ში­ნე­ლი უძი­ლო­ბა. იყო დრო, რომ 5 სა­ა­თამ­დე ქუ­ჩა­ში გვე­ძი­ნა, პლე­დი გვქონ­და მოხ­ვე­უ­ლი. ეს ხდე­ბო­და ძა­ლი­ან ხში­რად. ვერ ვხვდე­ბო­დი, რა იყო. გვყავ­და ნერ­ვო­პა­თო­ლოგ­თან, მაგ­რამ მან გა­მიშ­ვა სახ­ლში, რომ არა­ფე­რი ჭირ­სო. მოხ­და ისე, რომ და­თას წლი­ნა­ხევ­რის ასაკ­ში და­ე­წყო რეგ­რე­სი და რაც იცო­და, ყვე­ლა­ფე­რი და­ა­ვი­წყდა. აღარ ჰქონ­და რე­აქ­ცია ჩემ­ზე, სა­თა­მა­შო­ებ­ზე. ძი­რი­თა­დად ერ­თო­ბო­და უფუნ­ქციო ნივ­თე­ბით. პირ­ვე­ლად ეს შე­ამ­ჩნია დე­დამ და მი­თხრა, თა­თია, ბავ­შვს რა­ღაც პრობ­ლე­მა აქ­ვსო, მაგ­რამ არ მინ­დო­და ამ პრობ­ლე­მის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა. წა­ვიყ­ვა­ნე ფსი­ქი­ატრთან, გა­ვი­ა­რეთ ტეს­ტი­რე­ბა... ერთი თვის შემ­დეგ პა­სუხზე რომ მი­ვე­დი, მარ­ტო ვი­ყა­ვი, შე­მო­მიტ­რი­ა­ლა კომ­პი­უ­ტე­რი და ეწე­რა აუ­ტის­ტუ­რი სპექტრი. არ ვიცი იმ დროს რო­გორ ვი­ყა­ვი... ვი­ცო­დი, რომ არ იყო მარ­ტი­ვი თემა, მაგ­რამ მთლად ამა­საც არ ვე­ლო­დი. იმ წუ­თას გა­ვი­ყი­ნე და ვფიქ­რობ­დი, რა გა­ვა­კე­თო? ამის შემ­დეგ წა­მო­ვე­დი და მე­ო­რე დღეს და­ი­წყო ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბა, რომ მე და­თას­თვის უნდა მი­მე­ხე­და. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი რა იყო, ყო­ველ შა­ბათს მა­ყუ­რე­ბე­ლი გე­ლო­დე­ბა, რომ უნდა გა­ა­ცი­ნო, ამ დროს სახ­ლში მი­დი­ხარ და სუ­ლაც არ გე­ცი­ნე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მო­ვა­კე­ლი ყუ­რა­დღე­ბა უფ­როს გო­გოს, ქე­თოს. მა­საც სჭირ­დე­ბო­და ყუ­რა­დღე­ბა... თუმ­ცა იმ დროს და­თას უფრო ვჭირ­დე­ბო­დი. და­თას­თან ერ­თად გა­ვი­ა­რე ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა. ფსი­ქი­ატრმა რაც არ უნდა გა­ა­კე­თოს, დედა თუ არ არის ჩარ­თუ­ლი ბავ­შვთან, ამას შე­დე­გი არ ექ­ნე­ბა. დათა დამ­ყავ­და ყველ­გან - სამ­სა­ხურ­ში, და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე... მანდ ვიგ­რძე­ნი პირ­ვე­ლი დის­კომ­ფორ­ტი, რო­დე­საც და­ბა­დე­ბის დღის ცენ­ტრში მყავ­და და იდგა კუ­თხე­ში, წამ­ყვა­ნებ­მა არ იციდ­ნენ რო­გორ ჩა­ერ­თოთ. ამის შემ­დეგ მე და­ვი­წყე ცენ­ტრში მუ­შა­ო­ბა და სამ­სა­ხურს რო­გორც კი და­ვამ­თავ­რებ­დი, მივ­დი­ო­დი ცენ­ტრში და და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი მიმ­ყავ­და და­თას­თან და ქე­თოს­თან ერ­თად. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბო­და მას. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, აქ ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა გვაქვს. ერთხელ სკვერ­ში მყავ­და, გვერ­დით დედა-შვი­ლი იჯდა. და­თას ჰქონ­და ვერ­ბა­ლუ­რი რი­ტუ­ა­ლი, ანუ ერთი და იგი­ვე კი­თხვას სვამ­და მა­ნამ, სა­ნამ პა­სუხს არ მი­ი­ღებ­და. ამ ბავ­შვთან მი­ვი­და და კი­თხვე­ბი და­უს­ვა. ამ დროს დე­დის რე­აქ­ცია - გა­იყ­ვა­ნეთ ვინ­მემ ეს ბავ­შვი. გა­მო­ვიყ­ვა­ნე დათა, ამ ქალ­თან ლა­პა­რაკს აზრი არ ქონ­და. იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ძი­ძამ მი­თხრა, მე და დათა სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სი­დან ჩა­მოგ­ვსვე­სო. ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი რაც ამ პე­რი­ოდ­ში უკი­თხავთ, თა­თია რა იწ­ვევს ამ და­ა­ვა­დე­ბას? უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ეს არ არის და­ა­ვა­დე­ბა და ეს არის ქცე­ვის დარ­ღვე­ვა. დღეს დათა არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი. უკვე დი­აგ­ნო­ზის მოხ­სნა-არ­მოხ­სნა­ზე ვართ. მარ­ტივ პრო­ცე­დუ­რებ­ზე ვართ. ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რის, ხა­ტავს".


მსგავსი ამბები

”ამბობენ ვინც დაიჭერს მალე გათხოვდებაო” – ნახეთ რომელმა ცნობილმა

სულ ცოტახნის წინ გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი დაქორწინდნენ. წყვილი შეზღუდვების...
გამყრელიძე: ალბათ, ვირუსი დაახლოებით, ერთ წელიწადში დაამთავრებს

კიდევ ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე, –...
ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება, მაგრამ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნის...
იტალიაში დაკარგულ ქართველ ემიგრანტს ეძებენ

სოციალურ ქსელში იტალიაში დაკარგული ქართველი ქალის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია....
სამადაშვილი განსხავებული მოსაზრების გამო "ნაცმოძრაობის"

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრაზე გამოთქმული მოსაზრების გამო,...
ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო „ალტერნატივას"

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა გუშინ ბათუმში...

კომენტარები