”ორჯერ გადახდის მაგივრად ერთი გადახდა…” – ტრანსპორტში თანხის გადახდის სისტემა იცვლება, ნახეთ როდის აღდგება ტრანსპორტი და რა ცვლილებები იგეგმება

14 032


დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ინტეგრირებული სისტემა დაინერგება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, განახლებული 300 მიკროავტობუსი უკვე ჩართულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ, მოდერნიზებულ ქსელში, თუმცა მუნიციპალიტეტი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.


„მიმდინარე წელს ჩვენ უკვე დავიწყეთ ინტეგრირებული სისტემის მართვა, ვინაიდან, როგორც იცით, თბილისის მერიამ უკვე მოახერხა 300 ერთეული მიკროავტობუსის განახლება. ჩვენ რომ დავუკვეთეთ ფრანგულ კომპანიას მოდერნიზებული, ინტეგრირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, ეს 300 ერთეული მიკროავტობუსი ჩვენს მომხმარებლებს, ზუსტად ახალი ქსელის მეშვეობით ემსახურება”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, მომხმარებელი ინტეგრირებული სისტების შემთხვევაში, საათნახევრის განმავლობაში, ერთი გადახდით იმგზავრებს. „იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი გეგმები აქ არ სრულდება, მომდევნო წელს მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ამ 300 ერთეულზე არ გავჩერდეთ. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ახალი მიკროავტობუსების ეს რაოდენობა უნდა გაიზარდოს. რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც ქსელი აწყობილია ინტეგრირების პრინციპით, გადასახადიც ინტეგრირებული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს მგზავრი მიკროავტობუსსა და ავტობუსში მგზავრობის შემთხვევაში, ორ გადახდას აწარმოებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ, ერთი გადახდა იქნება საჭირო, თუ გადაჯდომა საათნახევრის განმავლობაში მოხდება”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას, როგორც ცნობილია მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა ქვეყნის მაშტაბით 16 იანვრიდან აღდგება.

წყარო :


მსგავსი ამბები

„ვტირი შენთან ერთად! ნეტავ ის ლაჩარი, ვითომ კაცი და მისი

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, ნინუცა მაყაშვილსსოლიდარობას უცხადებს....
„შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო“ – გარდაცვლილი 24 წლის

24 წლის გიგი გობეჯიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა გუშინ, 12 აპრილს გარდაიცვალა. გიგის...
Exclusive: ბესოს ისე უყვარდა ნინუცა, მის ჯინაზე, მესამე დღეს

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში «ფარული კონვერტი», ყოფილი ქმარი,...
"ეს კაცი დებილია! საერთოდ, საქმის კურსშია, რომ ქალი ადამიანია?"

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში საერთაშორისო აკადემია "ლოგოსის"...

კომენტარები