ნახეთ ვინ მიიღებს 100-ლარიან კომპენსაციას იანვრიდან » NTV.GE


ნახეთ ვინ მიიღებს 100-ლარიან კომპენსაციას იანვრიდან
32 562
გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის კომპენსაციის გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და 6 თვეს [ივნისის ჩათვლით] გაგრძელდება.  დახმარებას მიიღებენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში [მონაცემთა ბაზაში] რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 000-ზე და ნაკლებია 100 001-ზე [ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად]; მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 16 წლის ასაკის ჩათვლით 3 [ან 3-ზე მეტი] შვილი; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი 18 წლამდე; პირები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა სიაში არიან დარეგისტრირებული და ეკუთვნით კომპენსაცია, ამ კომპენსაციას ყოველგვარი რეგისტრაციის გავლისა და განცხადების დაწერის გარეშე, ავტომატურად მიიღებენ: მათ თანხა პირდაპირ დაერიცხებათ ანგარიშზე.  ვინ მიიღებს კომპენსაციას და რამდენს ოჯახი, რომელსაც აქვს 65 ათასიდან 100 ათასის ჩათვლით სოციალური ქულა, იანვრიდან, თვეში საშუალოდ 100 ლარის ოდენობით კომპენსაციას [ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით] მიიღებს, 6 თვის განმავლობაში.  ამასთან, ერთი წევრისგან შემდგარი ოჯახი ყოველ თვეში მიიღებს 70 ლარის ოდენობით კომპენსაციას, ორი წევრისგან შემდგარი ოჯახი – 90 ლარს. ორზე მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახი კი, თითოეულ წევრზე მიიღებს 35 ლარს.  მაგალითად: სამწევრიანი ოჯახი მიიღებს თვეში 105 ლარს, ოთხწევრიანი ოჯახი – 140 ლარს, ხუთწევრიანი ოჯახი – 175 ლარს, ექვსწევრიანი ოჯახი თვეში 210 ლარს და ა.შ.  6 თვის განმავლობაში თვეში 100 ლარს მიიღებს ოჯახი, რომელსაც აქვს 0-დან 100 ათასი ქულა და ჰყავს 3 ან მეტი შვილი, რომლებიც ჯერ არ არიან 16 წლის. თვეში 100 ლარს მიიღებენ ასევე 18 წლამდე შშმ პირები და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები. ამ შემთხვევაშიც კომპენსაციის გაცემა დაიწყება 2021 წლის იანვარში და დასრულდება ივნისში. გასათვალისწინებელია, რომ ოჯახს ან/და პირს აქვს უფლება მიიღოს ყველა, ან რომელიმე ორი ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიისთვის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხა ყოველთვიურად, თუ იგი აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს.  მაგალითად, თუ ოჯახი შედგება 5 წევრისგან, სარეიტინგო ქულა შეადგენს 80 000-ს, ოჯახში ცხოვრობს სამი 17 წლამდე ასაკის ბავშვი და ამასთან ოჯახის ერთ-ერთი წევრი არის მკვეთრად გამოხატული შშმ პირი, ოჯახი ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს კომპენსაციას: 175 ლარს სარეიტინგო ქულის გამო, 100 ლარს – იმის გამო, რომ ოჯახში სამი 16 წლის ჩათვლით ბავშვი ცხოვრობს და ასევე ამ ოჯახში მცხოვრები მკვეთრად გამოხატული შშმ პირიც დამატებით მიიღებს კუთვნილ კომპენსაციას – 100 ლარს [ანუ ოჯახი და შშმ პირი ერთად თვეში მიიღებენ 375 ლარს].  მეორე მაგალითი: თუ სამწევრიანი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65 ათასიდან 100 ათასის ჩათვლით და ამ სამი წევრიდან ერთი არის მკვეთრად გამოხატული შშმ პირი, ოჯახი მიიღებს დახმარებას 105 ლარს თვეში, ხოლო ეს შშმ პირი ცალკე მიიღებს კუთვნილ დახმარებას – 100 ლარს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ის პაკეტი, რასაც სოციალურად დაუცველი თუ შშმ პირები პანდემიამდე და მას შემდეგაც ყოველთვიურად იღებდნენ სახელმწიფოსგან, 2021 წლიდან შენარჩუნდება. ასევე, თუ დავუშვათ, მომავალი წლის იანვრიდან-ივნისამდე პერიოდში 18 წლამდე პირი გახდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ან პირი გახდება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ეს პირებიც დახმარებას მიიღებენ შესაბამისი სტატუსის მინიჭების თვიდან.


მსგავსი ამბები

”ამბობენ ვინც დაიჭერს მალე გათხოვდებაო” – ნახეთ რომელმა ცნობილმა

სულ ცოტახნის წინ გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი დაქორწინდნენ. წყვილი შეზღუდვების...
გამყრელიძე: ალბათ, ვირუსი დაახლოებით, ერთ წელიწადში დაამთავრებს

კიდევ ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე, –...
ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება, მაგრამ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნის...
იტალიაში დაკარგულ ქართველ ემიგრანტს ეძებენ

სოციალურ ქსელში იტალიაში დაკარგული ქართველი ქალის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია....
სამადაშვილი განსხავებული მოსაზრების გამო "ნაცმოძრაობის"

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრაზე გამოთქმული მოსაზრების გამო,...
ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო „ალტერნატივას"

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა გუშინ ბათუმში...

კომენტარები