კიბოს წამალს გამოიგონებენ, ქაღალდის ფული გაქრება - რას პროგნოზირებდნენ ვანგა და სხვა წინასწარმეტყველები 2021 წლისთვის » NTV.GE


კიბოს წამალს გამოიგონებენ, ქაღალდის ფული გაქრება - რას პროგნოზირებდნენ ვანგა და სხვა წინასწარმეტყველები 2021 წლისთვის
20 201
მომავალი წლისთვის მთელი მსოფლიოს მოსახლეობა საკუთარი პრობლემების მოგვარებას, ასევე, კორონავირუსის პანდემიის დასრულებასა და პოლიტიკურ სტაბილიზაციას ელოდება. მომავალი წლის პროგნოზებს ბევრი ათვალიერებს და ასევე საინტერესოა ხოლმე ყოველ წელს, ცნობილი ნათელმხილველებისა და წინასწარმეტყველების ნააზრევი ამა თუ იმ წლის შესახებ, რომელიც ძალიან ხშირად ემთხვევა ხოლმე რეალობას.

მაგალითად, 2020 წლისთვის ნოსტრადამუსიც და ვანგაც ვარაუდობდნენ მივიწყებული დაავადების ხელახლა გამოღვიძებას, აღმოსავლეთიდან, რომელიც მსოფლიოს მოიცავდა და ასევე ახალი ომების წამოწყებას.

ვნახოთ, როგორია ნოსტრადამუსისა და ვანგას წინასწარმეტყველება 2021 წლისთვის.

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2021 წლისთვის


მიშელ დე
ნოსტრადამუსი, ბევრისთვის უბრალოდ ნოსტრადამუსი, ცნობილია საკუთარი წინასწარმეტყველებით. 2021 წლისთვის მას ნაწინასწარმეტყველები აქვს დიდი ბრძოლა ზღვაზე და ხანძარი, რომლისგანაც ყველაზე მეტად ცხოველები დაზარალდებიან. ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების განმმარტებლები ამბობენ, რომ ეს მომავალი კატაკლიზმების პროგნოზია. არ არის გამორიცხული, რომ ამ წელს მსოფლიოს გარკვეულ ქვეყნებს თავს ცუნამი, ვულკანების ამოფრქვევა და ხანძრები დაატყდეს. ამერიკელმა მისტიკოსმა ედგარ კეისიმ ბუნებრივ პრობლემებზე ისაუბრა და თქვა, რომ 2021 წელს მართლაც შესაძლებელია ზოგიერთი ტერიტორია წყლით დაიფაროს.
ნოსტრადამუსმა ასევე ახალი სავაჭრო შესაძლებლობები იწინასწარმეტყველა. თქვა, რომ განსაკუთრებით პოპულარული ხელოსნის პროფესია გახდება. შესაძლებელია აქ ონლაინ ვაჭრობის გაზრდა და ხელნაკეთ ნივთებზე დიდი მოთხოვნა იგულისხმება.   

ვანგას წინასწარმეტყველება


ცნობილმა ბულგარელმა ნათელმხილველმა ვანგელიან ან ბაბა ვანგამ 2021 წელი სტიქიური უბედურებების, კრიზისისა და ქვეყნებს შორის პრობლემების
წლად დაასახელა. მისი პროგნოზის თანახმადაც, ზღვისპირა ქალაქები ტალღებით დაიფარება, რაც ადამიანების შიშს გამოიწვევს. გააქტიურდება სეისმური და ვულკანური პროცესები.
წინასწარმეტყველმა თქვა, რომ ქვეყნებში შობადობა წლის მეორე ნახევრიდან გაიზრდება და ამ დროს შესაძლებელია მსოფლიოს მომავალი ლიდერები დაიბადონ.
ვანგამ დაინახა რაღაც მომაკვდინებელი დაავადება, თუმცა ისიც დასძინა, რომ მეცნიერები გამოიგონებენ მისგან განსაკურნებელ საშუალებას. ამბობენ, რომ სავარაუდოდ, აქაც კორონავირუსი იგულისხმება.
მსოფლიო მედიცინამ განვითარების ახალ დონეს სწორედ 2021 წელს უნდა მიაღწიოს, ვანგას თქმით. გარდა ამისა, 2021 წელს შესაძლოა ქაღალდის ფული საერთოდ გაქრეს.

ასევე ვანგას და კიდევ რამდენიმე სხვა წინასწარმეტყველის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგნოზია, რომ 2021 წელს კიბოს განსაკურნებელ წამალს გამოიგონებენ. როგორც წინასწარმეტყველებების ამხსნელები ამბობენ, ვანგას სიტყვები "კიბოს რკინის ჯაჭვებში მოაქცევენ" ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ, მედიკამენტი ისეთ მიკროელემენტზე იქნება დაფუძნებული, როგორიცაა რკინა.



ასევე წინასწარმეტყველების მიხედვით, 2021 წელს გაჩნდება ორი ადამიანი, რომელიც მომავალში ძალიან დიდ როლს ითამაშებს მთელი სამყაროსთვის, ასე ვთქვათ, გადაატრიალებს სამყაროს.


მსგავსი ამბები

”ამბობენ ვინც დაიჭერს მალე გათხოვდებაო” – ნახეთ რომელმა ცნობილმა

სულ ცოტახნის წინ გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი დაქორწინდნენ. წყვილი შეზღუდვების...
გამყრელიძე: ალბათ, ვირუსი დაახლოებით, ერთ წელიწადში დაამთავრებს

კიდევ ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე, –...
ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება, მაგრამ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნის...
იტალიაში დაკარგულ ქართველ ემიგრანტს ეძებენ

სოციალურ ქსელში იტალიაში დაკარგული ქართველი ქალის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია....
სამადაშვილი განსხავებული მოსაზრების გამო "ნაცმოძრაობის"

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრაზე გამოთქმული მოსაზრების გამო,...

კომენტარები