თურქი ვარსკვლავი, რომელმაც მსოფლიოში ათასობით ადამიანი ეკრანს მიაჯაჭვა - კარიერის გამო დაკლებული კილოგრამები და აქინ აქინოზუს პირადი ცხოვრების დეტალები (ფოტოები) » NTV.GE


თურქი ვარსკვლავი, რომელმაც მსოფლიოში ათასობით ადამიანი ეკრანს მიაჯაჭვა - კარიერის გამო დაკლებული კილოგრამები და აქინ აქინოზუს პირადი ცხოვრების დეტალები (ფოტოები)
10 112
თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. თურ­ქმა ვარ­სკვლა­ვებ­მა კი ლა­თი­ნო-ამე­რი­კუ­ლი საპ­ნის ოპე­რე­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლეს.
ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უყუ­რებს, მომ­ხიბ­ვლე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან. ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ბევრ მათ­განს კარ­გად იც­ნობს. ზო­გი­ერ­თი ჩვენს ქვე­ყა­ნას ეს­ტუმ­რა კი­დეც,
ყვე­ლა­ფე­რი "სა­ვაშ ბალ­და­რი­დან“ და­ი­წყო. მსა­ხი­ობ მუ­რათ ილ­დი­რიმს ამ გმირ­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. ქა­ლე­ბის­თვის კი სა­ვა­შის მსგავ­სი მა­მა­კა­ცი სა­ოც­ნე­ბო გახ­და. ალ­ბათ, გახ­სოვთ, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტარ გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძეს ჰკი­თხეს, თუ რო­გო­რი ტი­პის მა­მა­კა­ცე­ბი მოს­წონს, მან უპა­სუ­ხა, რომ სა­ვაშ ბალ­და­რის მსგავ­სი კა­ცე­ბი (ნა­ხეთ ვი­დეო).
სა­ვა­შის შემ­დეგ ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა კი­დევ ბევ­რი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი და გმი­რი შე­იყ­ვა­რა. ახლა კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით მსა­ხი­ო­ბი აქინ აქი­ნო­ზუ სარ­გებ­ლობს.

აქინს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პო­პუ­ლა­რო­ბა სე­რი­ალ­მა "თავ­ქა­რი­ან­მა“(hercai) მო­უ­ტა­ნა, სა­დაც მი­რან შა­დო­ლუს როლს ას­რუ­ლებს. მას პარტნი­ო­რო­ბას ებრუ შა­ჰი­ნი უწევს, რომ­ლის გმირ­საც რე­ი­ა­ნი ჰქვია.


აქინ აქი­ნო­ზუ 1990 წლის 22 სექ­ტემ­ბერს, ან­კა­რა­ში და­ი­ბა­და. მსა­ხი­ო­ბის ოჯახს ყო­ველ­თვის კი­ნოს­თან და ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ჰქონ­დათ შე­ხე­ბა. აქი­ნის დე­დაც მსა­ხი­ო­ბია, ხოლო მისი ბა­ბუა თურ­ქეთ­ში პირ­ვე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის TRS-ის წამ­ყვა­ნი იყო, ბა­ბუ­ის ძმას თურ­ქუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის მა­მას უწო­დე­ბენ.
აქი­ნი დე­დი­სერ­თაა. 17 წლის ასაკ­ში ის სა­ცხოვ­რებ­ლად და სას­წავ­ლებ­ლად აშშ-ში გა­და­ვი­და. ის UC Berkeley-ის პრეს­ტი­ჟულ სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობ­და და პრო­ფე­სი­ით მა­თე­მა­ტი­კო­სია. თურ­ქეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი უარი თქვა თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ზე და დე­დის კვალს გაჰ­ყვა - სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა და­ი­წყო.

მას დიდი ხნის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს სან­დრა პეს­ტე­მალ­ჩი­ან­თან, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით და­ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღი­ათ. ჰყავს ძაღ­ლი სა­ხე­ლად არჩი. აქი­ნი გა­მარ­თუ­ლად სა­უბ­რობს ინ­გლი­სუ­რად.



სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ში მისი მთა­ვა­რი სე­რი­ა­ლი "თავ­ქა­რი­ა­ნია“, რო­მელ­მაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა. ეს არის სე­რი­ა­ლი, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი "აა­ფეთ­ქა“. სე­რი­ა­ლის ოფი­ცი­ა­ლურ­მა არ­ხმა "იუ­თუბ­ზე" რე­კორ­დი მოხ­სნა, რად­გა­ნაც სულ რა­ღაც 5 კვი­რა­ში 1 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი და­აგ­რო­ვა. 1.7 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რით "თავ­ქა­რი­ა­ნი“ თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს შო­რის რე­კორდსმე­ნია "ინ­სტაგ­რამ­ზეც“.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ­დე მე­ო­რე სე­ზო­ნის გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა ვირუ­სის საფრ­თხის გამო გა­და­ღე­ბე­ბი შე­ჩერ­და. ამ ეტაპ­ზე გა­მო­სუ­ლია პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი და მე­ო­რე სე­ზო­ნის ნა­წი­ლი.


სე­რი­ა­ლის პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის შემ­დეგ Golden Objective Awards-ზე და ასე­ვე Premios Nova Mas and Mister Nova- და­ჯილ­დო­ე­ბებ­ზე დრა­მის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.


აქი­ნის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბევ­რი ჭორი ვრცელ­დე­ბა. მათ შო­რის ერთ-ერთი სე­რი­ალ­ში მის პარტნი­ორ­თან ებრუ შა­ჰინ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, რაც მარ­თა­ლი არ აღ­მოჩ­ნდა.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აქი­ნო­ზუ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჭარბ წო­ნას ებ­რძო­და და საკ­მა­ოდ დიდი შრო­მა დას­ჭირ­და იმის­თვის, რომ ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი მო­ე­შო­რე­ბი­ნა.




თურქი ვარსკვლავი, რომელმაც მსოფლიოში ათასობით ადამიანი ეკრანს მიაჯაჭვა - კარიერის გამო დაკლებული კილოგრამები და აქინ აქინოზუს პირადი ცხოვრების დეტალები (ფოტოები)


მსგავსი ამბები

”ამბობენ ვინც დაიჭერს მალე გათხოვდებაო” – ნახეთ რომელმა ცნობილმა

სულ ცოტახნის წინ გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი დაქორწინდნენ. წყვილი შეზღუდვების...
გამყრელიძე: ალბათ, ვირუსი დაახლოებით, ერთ წელიწადში დაამთავრებს

კიდევ ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე, –...
ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება, მაგრამ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნის...
იტალიაში დაკარგულ ქართველ ემიგრანტს ეძებენ

სოციალურ ქსელში იტალიაში დაკარგული ქართველი ქალის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია....
სამადაშვილი განსხავებული მოსაზრების გამო "ნაცმოძრაობის"

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრაზე გამოთქმული მოსაზრების გამო,...
ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო „ალტერნატივას"

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა გუშინ ბათუმში...

კომენტარები