ლელა წურწუმიამ საგამოძიებო ორგანოებს მიმართა – რა შარში გაეხვა მომღერალი » NTV.GE


ლელა წურწუმიამ საგამოძიებო ორგანოებს მიმართა – რა შარში გაეხვა მომღერალი
2 619
ვიღაცამ დადო ჩემი და მამულიჩას აპრილის თვის ლაივი, რაღაც ციფრები დააწერა ზემოდან და ვითომ ჩვენ ვათამაშებდით 5 000 დოლარს, შემდეგ ითხოვდა პირად მონაცემებს საბანკო რეკვიზიტებს, ვიღაცები გაბრიყვდნენ, პირადი მონაცემები მისცეს ხალხო, ამ თაღლითს და წვდომა საკუთარ ფულთან, – ამის შესახებ მომღერალმა ლელა წურწუმიამ “ფეისბუქ live-ის” დროს განაცხადა.

ლელა წურწუმიას თქმით, ვიღაც ადამიანები სოციალურ ქსელებში მის სახელზე ყალბ გვერდებს ქმნიან და მოტყუებით ხალხს ფულს ძალავენ, რის გამოც მან სამართალდამცავებს მიმართა. მომღერალი მოუწოდებს საზოგადოებას იყონ ფრთხილად და ნუ მისცემენ საკუთარ პირად მონაცემებს უცნობ ადამიანებს. “ვიდეო გადიოდა ვითომ მე და მამულიჩა ვათამაშებდით ფულად პრიზს, ეს ვიდეო არის აპრილის თვის, თუ ამ ვიდეოს კარგად მოუსმენთ მიხვდებით, რომ აღდგომის დღესასწაულის დროინდელია და ბოლოს გილოცავთ აღდგომას-თქო ვამბობ… ერთი პრობლემაა, რომ ადამიანები თაღლითობენ, მაგრამ ნუ აძლევთ სხვებს თქვენს პირად მონაცემებს, განსაკუთრებით საბანკო მონაცემებს, ცოტა უფრო მეტი ყურადღებით იყავით, დღეს, ალბათ, ვიღაცებმა ნახეს, რომ მათი საკრედიტო ბარათები არის ცარიელი. ინსტაგრამზე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ თქვენი სახელით ეს ადამიანი აკეთებს ამას და ამას. როდესაც ჩემი ადმინისტრატორი წერდა კომენტარებს, რომ არ ენდოთო შლიდა ამ კომენტარებს, მერე კიდე ვიღაცები აზიარებდნენ, გეხვეწებით ხელს ნუღა უწყობთ. ფეისბუქს მივწერე, დაბლოკეს, მერე კიდე გახსნა ახალი, მთელი ჯგუფი მუშაობს ერთი კი არა… იმდენი ვინერვიულე წნევამ ამიწია, მთელი ღამე არ მეძინა. გუშინ დილის 4 საათისთვის პოლიციას მივეცი ინფორმაცია”, – ამბობს ლელა


მსგავსი ამბები

”ამბობენ ვინც დაიჭერს მალე გათხოვდებაო” – ნახეთ რომელმა ცნობილმა

სულ ცოტახნის წინ გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი დაქორწინდნენ. წყვილი შეზღუდვების...
გამყრელიძე: ალბათ, ვირუსი დაახლოებით, ერთ წელიწადში დაამთავრებს

კიდევ ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე, –...
ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება, მაგრამ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნის...
იტალიაში დაკარგულ ქართველ ემიგრანტს ეძებენ

სოციალურ ქსელში იტალიაში დაკარგული ქართველი ქალის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია....
სამადაშვილი განსხავებული მოსაზრების გამო "ნაცმოძრაობის"

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრაზე გამოთქმული მოსაზრების გამო,...
ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო „ალტერნატივას"

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა გუშინ ბათუმში...

კომენტარები