რძალმა 96 წლის მამამთილს სცემა და ბინა საქონლის სადგომში მიუჩინა – ნაცემია ადვოკატიც » NTV.GE


რძალმა 96 წლის მამამთილს სცემა და ბინა საქონლის სადგომში მიუჩინა – ნაცემია ადვოკატიც
14 616
“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ დღეს, რამდენიმე საათის წინ, თიანეთის რაიონში რძალმა 96 წლის მამამთილი და მისი ადვოკატი სცემა. ფიზიკურ შეხლა-შემოხლას წინ ქონებრივი დავა უძღოდა. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი მრავალი წელია გრძელდება, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთების ნახევარი 96 წლის მამაკაცის პირად საკუთრებაშია, ხოლო ნახევარი შვილის სახელზე ირიცხება. მოხუცის ვაჟსა და რძალს სრული ქონების თავიანთ საკუთრებაში გადატანა სურთ, რასაც მოხუცი ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ მათ შორის მწვავე კონფლიქტია. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, საქმე იქამდე მივიდა, რომ მოხუცს ცხოველების სადგომში მიუჩინეს ადგილი. გომურში მას ერთი ტახტი დაუდგეს. 96 წლის მამაკაცს არასაცხოვრებელ ფართში არც გათბობის და არც სხვა საშუალება ჰქონდა, რაც პირველადი საჭიროებებისთვის აუცილებელია. გაუსაძლის ყოფაში მცხოვრებმა ვარდო თათარაშვილმა დახმარებისთვის ადვოკატს მიმართა. მის უფლებებს ნანა ფარჩუკაშვილი იცავს. მისი დაცვის ქვეშ მყოფის სანახავად მისულ უფლებადამცველს თავს რძალი დაესხა, რომელიც მანამდე ნანა ფარჩუკაშვილს უმტკიცებდა, რომ მამამთილის მხრიდან თავად იყო ძალადობის მსხვერპლი, თუმცა დღეს მან მამამთილთან ერთად მის ადვოკატსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნანა ფარჩუკაშვილს მობილური ტელეფონი გაუტეხა და ყელიდან სამკაულებიც ჩამოაწყვიტა.

“უკვე დიდი ხანია, რძალ-მამამთილს შორის სერიოზული კონფლიქტია, მათი დაპირისპირების მიზეზი სახლი და მიწის ნაკვეთებია. როცა სოფელში ეს ამბავი პირველად გახმაურდა 2014 წელი იყო. მას შემდეგ, ამ მოხუცს ადამიანური ყოფა სანატრელი აქვს. მართალია, არც მას აქვს ტკბილი ენა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს 96 წლისაა და თანაც თავის ქონებას ითხოვს, სხვისას ხომ არა?! იმდენი აქვს ნაწვალები, რომ გომურში ნამდვილად არ უნდა ეძინოს, მას არც ღუმელი აქვს და არც სხვა არაფერი, არანაირი პირობები. ჩვენს სოფელში ზოგიერთ ოჯახს უკეთეს პირობებში ჰყავთ ცხოველები, ვიდრე მათ ეს მოხუცი კაცი. არ ვიცი, ვისი რჩევით ან როგორ მიმართა ადვოკატ ნანა ფარჩუკიშვილს, ის იცავდა ამ კაცის ქონებას, რათა ცხოვრების საშუალება ჰქონოდა ან მისი წილი ქონების ფული გადაეხადათ შვილსა და რძალს და სხვაგან წასულიყო. მათ მოხუცის არც სახლში მიღება უნდათ და არც ფულის გაღება, რა ქნას ამ მოხუცმა? მიწის ნაკვეთებისა და სახლის 50 პროცენტი მის სახელზეა, ნახევრის მფლობელი კი შვილია. დღეს, ადვოკატი მოხუც კლიენტთან მოვიდა და რძალმა მისი დანახვისას კონტროლი დაკარგა. ჯერ მოხუცს აბრალებდა მცემსო, მაგრამ მალევე დაავიწყდა, რომ ძალადობის მსხვერპლის როლი უნდა ეთამაშა და თავად გახდა მოძალადე – მან მოხუცსა და მის ადვოკატს დაარტყა. ფარჩუკაშვილს დაუმტვრია მობილური, ყელიდან ცეპი, მედალიონი და ჯვარი ჩამოგლიჯა. ახლა, როგორც ვიცით, გამოძიება დაიწყო”, – ამბობს ადგილობრივი. “პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ ამ წუთებში ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი ადვოკატთან ერთად რძლის წინააღმდეგ ჩვენებას პოლიციას აძლევს. ჩვენ ნანა ფარჩუკაშვილთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა როგორც მან გვითხრა, ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. ამის შემდეგ, შსს-ს დავუკავშირდით, სადაც განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. როგორც ჩვენთვის გახდა, ცნობილი მამაკაცი უსაფრთხო თავშესაფარს ეძებდა, რადგან ეშინია, რომ თავს ისევ დაესხმებიან. ამ საშიშროების გამო, ფონდმა “ერთობა საქართველოსთვის” ძალადობის მსხვერპლ 96 წლის მოხუცს ბინა რამდენიმე წუთის წინ უქირავა. ფონდის ხელმძღვანელმა მაკა ხეცურიანმა “პრაიმტაიმს” დაუდასტურა, რომ მამაკაცი საცხოვრებელი ფართით ნამდვილად მისმა ფონდა უზრუნველყო. “მომხდარზე ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ იმ ინფორმაციაზე, რომელიც მაქვს ვერ ვისაუბრებ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და არ მინდა, უხერხულობა შევქმნა. თუმცა, ვადასტურებ, რომ 96 წლის მამაკაცისთვის ცოტა ხნის წინ, ბინა მართლაც ვიქირავეთ.” – ამბობს მაკა ხეცურიანი. “პრაიმტაიმი” დამატებით დეტალებს არკვევს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


მსგავსი ამბები

”ამბობენ ვინც დაიჭერს მალე გათხოვდებაო” – ნახეთ რომელმა ცნობილმა

სულ ცოტახნის წინ გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი დაქორწინდნენ. წყვილი შეზღუდვების...
გამყრელიძე: ალბათ, ვირუსი დაახლოებით, ერთ წელიწადში დაამთავრებს

კიდევ ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე, –...
ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება, მაგრამ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნის...
იტალიაში დაკარგულ ქართველ ემიგრანტს ეძებენ

სოციალურ ქსელში იტალიაში დაკარგული ქართველი ქალის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია....
სამადაშვილი განსხავებული მოსაზრების გამო "ნაცმოძრაობის"

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრაზე გამოთქმული მოსაზრების გამო,...

კომენტარები