შატილის ტრაგედიას გადარჩენილი სამი გოგო – ვინ არიან და რას ამბობენ მედიკოსები მათზე
13 610
სამი ახალგაზრდა გოგო სიცოცხლისთვის კლინიკაში, რეანიმაციის საწოლს მიჯაჭვულები იბრძვიან, ისინი შატილის ტრაგედიას გადარჩენილები არიან.

23 წლის ხატიადევსურაშვილიშატილის ტურში დასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტმა, მარი ჯაფარიძემ დევსურავილების დედის თხოვნა მკითხველს გააცნო, ისინი ხატიას გამოსაჯანმრთელებლად ხალხს ლოცვას სთხოვენ... „მედეა ხომ წაიყვანე, ღმერთო, ხატია მაინც მაჩუქე” – ამბობს დედა. მეორე დაშავებული თამარ არღვლიანია, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, სტუდენტია. როგორც მისი მოსახელე და მოგვარე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ცხუ­მა­რის თე­მი­დან არის. „შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ძალა არ გქონ­დეს, მაგ­რამ სხვის­თვის უნდა მო­ნა­ხო!”- ასეთი ჩანაწერი აქვს სოციალურ ქსელში თამარს. მესამე დაშავებული ნატა თხე­ლი­ძეა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელია. პაციენტთა პერსონალური ინფორმაციის დაცვის გამო, კლინიკაში, სადაც ისინი იმყოფებიან, არ სახელდება კონკრეტულად ვის რა ტრავმა აქვს და როგორია მიმდინარე დროს მათი მდგომარეობა. როგორც ჟურნალისტებს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუმარტა, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა, რაც მედიკოსებისთვის დამაიმედებელია. თუმცა ის აღნიშნავს, რომ ტრავმებმა შესაძლოა, სხვა გართულებები გამოიწვიოს… „ლი­ნი­კურ-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვებ­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­კეთ­და, იქაც არ ვლინ­დე­ბა უარ­ყო­ფი­თი დი­ნა­მი­კა. აღ­დგე­ნი­ლია ჰე­მო­დი­ნა­მი­კა ერთ ქალ­ბა­ტონ­თან. და­ნარ­ჩენ ორ პა­ცი­ენ­ტთან ჰე­მო­დი­ნა­მი­კა არას­ტა­ბი­ლუ­რია, მაგ­რამ დოზა მკვეთ­რად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი დი­ლით სა­ა­თებ­თან გან­სხვა­ვე­ბით. ერთი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ფას­დე­ბა მძი­მედ, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან უარ­ყო­ფი­თი დი­ნა­მი­კა არ გვაქვს, ეს ნიშ­ნავს, რომ და­დე­ბით დი­ნა­მი­კას უნდა ვე­ლო­დოთ. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ უამ­რა­ვი გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა წა­მო­ვი­დეს ამ პა­ცი­ენ­ტებ­თან, მე­დი­კო­სე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყოს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე”. – გა­ნა­ცხა­და ლე­ვან რა­ტი­ან­მა. შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. 0


მსგავსი ამბები

“საქართველო, საუბედუროდ, დაადგა კორონავირუსის გავრცელების

“საქართველო, საუბედუროდ, დაადგა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე უარეს, სომხურ სცენარს,...
დაამარცხეთ გაციება და გრიპი ამ ეფექტური სახლში დამზადებული

სტაფილო ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია რომელსაც ფერისა და ტკბილი გემოს გარდა სხვა ბევრი...
“წლებია ქმართან ერთად ვცხოვრობ და შიშველი არასდროს ვუნახივარ…

“ტელევიზიებით გამოდიან და ჭკუას გვარიგებენ ცნობილი სახეები, ქმარი რომ თქვენზე ძალადობს...
(ვიდეო) “დედა, შენ წყნარად იყავი, გამხდარი არა ვარ, ვიმალები

(ვიდეო) “დედა, შენ წყნარად იყავი, გამხდარი არა ვარ, ვიმალები იმდენს მაჭმევენ“ - ნანიკო...
“4 შვილის დედამ წერილი დაწერა და დიდი სიჩქარით კლდიდან მანქანით

30 წლის მეგი სტოიანოვას თვითმკვლელობამ საზოგადოება შეძრა. გავრცელებული ინფორმაციით, 30...
“ეს რა უბედურება ხდება ხალხო აქ, საქართველოში გლოვა გამოაცხადეთ…”

დაუშვი დროშები და გამოაცხადე გლოვა ქვეყანაში ხელისუფალო!” პუბლიცისტი თამაზ ჭეიშვილი...

კომენტარები