
"სიამაყით ამბობდა ხოლმე, მე მზეს ვასწრებ გაღვიძებასო. გამორჩეულად ენერგიული, მერძოლი და პრინციპული ადამიანი იყო ყოველთვის.
ბევრი რამე ჩემი წაყვანის სტილში იმდენად მიუღებელი იყო მისთვის, რომ ამის გამო სასტიკად ვჩხუბობდით. თვეებიც კი გასულა ისე, რომ ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ საერთოდ არ ვლაპარაკობდით. ერთხელ, მახსოვს ღამით მომესმა ჩუმი ტირილი. დედა ტიროდა, თავისთვის, ეგონა, რომ არავის ესმოდა, ლოგინში იჯდა და ჩუმად ქვითინებდა. არ მიკითხავს - რატომ. ვიცოდი, რაც აწუხებდა, საკუთარ თავს ტიროდა, გამოგდებულს, არასაჭიროს, მიტოვებულს, დასუსტებულს და დავიწყებულ საკუთარ თავს..ამის მერე იყო რომ რამდენიმე დღეში დამიკაკუნა და მითხრა, გიორგი, მე მალე მოვკვდები და არ მინდა, ისე წავიდე, არ ვლაპარაკობდეთო. მაშინ ბოლოჯერ შევრიგდით და იმის მერე აღარასდროს გვიჩხუბია
როდესაც ექიმი წავიდა, მამამ და ჩემმა დამ აბანავეს დედა, ახალი პერანგი ჩააცვეს და ისევ დააწვინეს. გადაცემის ჩაწერა, რომელზეც მე და ჩემი ძმა ვიყავით, გვიანობამდე გაგრძელდა. დაახლოებით ღამის პირველი საათი იყო, როდესაც სამსახურიდან გამოვედით და მამაჩემს დავურეკე, მოვდივარ-მეთქი, ხომ არ გძინავთ-მეთქი, ვკითხე, არაო, მითხრა, ორივე გელოდებითო. 15 წუთი დამჭირდა მშობლების სახლამდე მისასვლელად, მაგრამ მე დედას ცოცხალს ვეღარ მივუსწარი. სახლში რომ მივედი, მამაჩემი დედაჩემთან მივიდა, მანაც არ იცოდა... და უთხრა, აი, გიორგი მოვიდაო, მაგრამ მას არანაირი რეაქცია აღარ ჰქონდა...ორივე მივხვდით, რაც მოხდა. ხმამაღლა ტირილი დაიწყო მამაჩემმა, ცხარე ცრემლებით. თავზე ეფერებოდა დედას და იმეორებდა, "ჩემი ლამაზი", "ჩემი ლამაზი".
მე თვალწინ მიდგას, როგორი იყო დედა ბოლოს, სრულიად ჭაღარა, თეთრი, დაპატარავებული და საშინლად, საშინლად გამხდარი...უკანასკნელ დღეებში უცებ ჩამოდნა, მე ჩავეხუტე და დავემშვიდობე, სულ რამდენიმე წუთის გარდაცვლილი იყო, ან შეიძლება იმ მომენტშიც კი წავიდა, როდესაც სახლში ფეხი შევდგი.
როგორც ხდება ხოლმე, მისი საფლავი პანაშვიდზე მიტანილი უამრავი ყვავილით გაივსო, იქ იდგა მთავრობის სახელით მოტანილი დიდი გვირგვინი, რომელსაც ეწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, იყო დიდი ყვითელი თაიგულიც, რომელსაც ეწერა ბუბა კიკაბიძისგან, იყო სხვადასხვა ადამიანისგან ძალიან ბევრი უსახელო ყვავილიც, მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა და რომლის სიმბოლოდაც ის იქცა. საქართველოს ტელევიზიის სახელით იქ არც არავინ მოსულა და არც არავის მოუსამძიმრებია.
დედა, მე ჩემი საკუთარი ხელით დავხატავ იმ ყვავილებს, რომლებიც შენი საფლავის ქვას შეამკობს, მე ასე მაქვს ეს ჩაფიქრებული, შენი განსასვენებელი იქნება მოკრძალებული, მაგრამ გარშემო მყოფებისგან ალბათ, ისეთივე გამორჩეული, როგორიც შენ თვითონ იყავი, როგორც თოვლზე ამოსული ყვავილი, იძინე მშვიდად, დედა, მანდ შენ უკვე აღარაფერი შეგაწუხებს" - გიორგი გაბუნია.
"არ იყო ერთი თაიგულიც კი, რომელსაც ტელევიზიის სახელი ეწერებოდა...დედა, ჩემი ხელით დავხატავ იმ ყვავილებს" - გიორგი გაბუნიას ემოციური მონოლოგი ჯულიეტა ვაშაყმაძეზე
წყარო :
მსგავსი ამბები

”მარიკო სასწაული გოგოა…” – ვინ არის ანუკი არეშიძის რძალი, რომლის
ანუკი არეშიძეს ულამაზესი რძალი ჰყავს. მარი ფანჯავიძე გიორგი არეშიძის ცოლია. წყვილმა 2014...
ანუკი არეშიძეს ულამაზესი რძალი ჰყავს. მარი ფანჯავიძე გიორგი არეშიძის ცოლია. წყვილმა 2014...

ირაკლი კუტალაძე სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილის ფოტოებს
ნინი ბადურაშვილის და ირაკლი კუტალაძის დაშორებამ წლების წინ მთელი საქართველო აალაპარაკა და...
ნინი ბადურაშვილის და ირაკლი კუტალაძის დაშორებამ წლების წინ მთელი საქართველო აალაპარაკა და...

ბავშვები სკოლიდან მოკლე გზით მიდიოდნენ სახლში და სავარაუდოდ რაც
გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა....
გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა....

ბიჭი, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა,
24 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს...
24 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს...

„დიდი ჩხუბი და გარჩევა ყოფილა ნაცმოძრაობის ლიდერებს შორის“ – რა
“ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა, მიშა სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე...
“ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა, მიშა სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე...

(ვიდეო) უბედური შემთხვევა გარდაბანში - 11 და 15 წლის ძმებს,
(ვიდეო) უბედური შემთხვევა გარდაბანში - 11 და 15 წლის ძმებს, სავარაუდოდ, ხელყუმბარა...
(ვიდეო) უბედური შემთხვევა გარდაბანში - 11 და 15 წლის ძმებს, სავარაუდოდ, ხელყუმბარა...
კომენტარები