ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება, მაგრამ დანის პირზე ოქროს შუალედით უნდა ვიაროთ - გამყრელიძე

2 565


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აგორებულ საპროტესტო ტალღას ეხმაურება და საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუმცა, განმარტავს, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი მათ შორის შეზღუდვაა, ამიტომ, საჭიროა "დანის პირზე ოქროს შუალედით სიარული":


"პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მეთოდია შეზღუდვები, რეგულაციები, ვაქცინაციასთან ერთად. ამიტომ, მესმის, ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება, მაგრამ შეზღუდვების გარეშე... ჩვენ დანის პირზე ოქროს შუალედით უნდა ვიაროთ. გარკვეული პერიოდი გვექნება შეზღუდვა, გვექნება შემსუბუქება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია, რადგან მეორე მხარეს არის ადამიანის ჯანმრთელობა" - განაცხადა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში. შეგახსენებთ, რომ დღეს დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით არა ერთი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ორდღიანი ვადა ისცეს რეგულაციების მოხსნისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყველა სახელმწიფო დაწესებულების პიკეტირება დააანონსეს.

წყარო :


მსგავსი ამბები

”მარიკო სასწაული გოგოა…” – ვინ არის ანუკი არეშიძის რძალი, რომლის

ანუკი არეშიძეს ულამაზესი რძალი ჰყავს. მარი ფანჯავიძე გიორგი არეშიძის ცოლია. წყვილმა 2014...
ირაკლი კუტალაძე სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილის ფოტოებს

ნინი ბადურაშვილის და ირაკლი კუტალაძის დაშორებამ წლების წინ მთელი საქართველო აალაპარაკა და...
ბავშვები სკოლიდან მოკლე გზით მიდიოდნენ სახლში და სავარაუდოდ რაც

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა....
ბიჭი, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა,

24 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს...
„დიდი ჩხუბი და გარჩევა ყოფილა ნაცმოძრაობის ლიდერებს შორის“ – რა

“ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა, მიშა სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე...
(ვიდეო) უბედური შემთხვევა გარდაბანში - 11 და 15 წლის ძმებს,

(ვიდეო) უბედური შემთხვევა გარდაბანში - 11 და 15 წლის ძმებს, სავარაუდოდ, ხელყუმბარა...

კომენტარები