“ქმარს ყოველდღე ვღალატობ და საერთოდ არ ვნანობ, სხვებმა უკეთ იციან ჩემი ფასი…” – ნახეთ რას ჰყვება თურქეთში მცხოვრები ქართველი ქალი

48 184


თურქეთში მყოფი ქართველი ქალი დუმილს “პრაიმტაიმთან” არღვევს. ის თავისი ცხოვრების წესზე საუბრობს და თუ მორალისტებისკონტურებიდან გამოვალთ, ის მიზეზები უფრო ღრმა და მტკივნეულია, რომელმაც სრულიად ახალგაზრდა ქალი “ელიტარულ მეძავად” აქცია.
“საქართველოში ქმართან და ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ.(ადგილმდებარეობას შეგნებულად არ ვასახელებთ -ავტ.) უკვე იმდენი რამ ვნახე, მგონია, რომ ღრმა მოხუცი ვარ. როცა გავთხოვდი ვფიქრობდი, რომ მიყვარდა, მაგრამ დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ უბრალოდ მასთან ყოფნას მიჩვეული ვიყავი და ის არც ისეთი ძლიერი კაცი იყო, როგორიც წარმომედგინა.


ბედს შევეგუე, მასთან დავრჩი და შვილების აღზრდით დავკავდი. ძალიან გაგვიჭირდა, თეთრებს ვანაწილებდით, რომ როგორმე თავი გაგვეტანა. ახლობელმა თურქეთში მუშაობა შემომთავაზა. ჩემს ნაცვლად, მას გახარებულმა ქმარმა უთხრა, ვუშვებო. ის უმუშევარია და სოციალური დახმარების იმედად ვიყავით. გამიჭირდა ბავშვების დატოვება… ცრემლებით წავედი და მათზე ფიქრში ვათენებდი… თავიდან მითხრეს, რომ ხელფასი 500 ლირა მექნებოდა, მთლიანად ჩემი ქმარი ითხოვდა და მათთან ვგზავნიდი. მერე მოსავლელი მოხუცი გამოჩნდა და მასთან გადავედი სამუშაოდ, მისმა შვილმა მითხრა 500 დოლარს მოგცემო. ქმარს ისევ ლირას ვუგზავნიდი და განსხვავება რაც მრჩებოდა ბავშვებისთვის ვინახავდი. ჩემი ბებიის შვილი შემომეჩვია, ყოველ საღამოს მოდიოდა და ინგლისურად მესაუბრებოდა. ერთხელაც დავლიეთ და მის ლოგინში აღმოვჩნდი, დილით 100 დოლარი დამხვდა ტუმბოზე. მერე, თავის მეგობრებთან ერთად წამიყვანა უქმეებზე და იქ სამ მამაკაცს მოვემსახურე, დიდი ფული ავიღე. მერე, მოხუცის მოვლას თავი დავანებე და ჩემი ნაცნობის მეგობრებისა და მათი ნაცნობების წრეში გამოძახებებზე სიარული დავიწყე. ბებიას შვილმა თავის სახლში გადამიყვანა და ქირას არ ვიხდი. მეძავად გადავიქეცი და ფულს ასე ვშოულობ, მერე სახლში ვგზავნი და ჩემს შვილებთან ერთად ჭუჭყიანი ლოგინით ნაშოვნ ლუკმას ქმარი იყოფს. სახლში წევს და 24 საათი უდარდელად არის. მას წარმოდგენაც არ აქვს, რომ მისი ავტოსადგურში ატირებული ცოლი, დანიშნულების ადგილას მეძავად იქცა. არც არასოდეს ვეტყვი, უბრალოდ ისე ვექცევი, როგორც დაიმსახურა. არ ვნანობ, რომ ქმარს ყოველდღე ვღალატობ, რომ მის გარდა, სხვებთან ვწევარ და მათ უკეთ იციან ჩემი ფასი, ვიდრე ე.წ.მეუღლემ. მის წარმოსახვაში უბრალოდ მომვლელი ვარ და მეტი არაფერი… აი, მხოლოდ მომავალი მაშინებს… როცა დადგება დრო, რომ უნდა წამოვიდე, როცა შვილებს თვალებში უნდა ჩავხედო, მაშინ როგორ ვიგრძნობ თავს?! ესაა, რაც არ მასვენებს… თუმცა, მეძავობით გაცილებით მეტს ვშოულობ და ბანკში შემაქვს, რათა რამე არ მოხდეს და ბავშვებს არ დაეკარგოთ. ხან ძალიან სასურველი, ხან უკანასკნელი ქალი მგონია თავი. ჩემში ორი საპირისპირო გრძნობა ცხოვრობს, რომელიც ხან აქეთ მექაჩება, ხან – იქით… ნეტავ, რა მოხდება ჩემმა შვილებმა სიმართლე რომ გაიგონ და შემიძულონ? მხოლოდ ეს მადარდებს. ქმრის ყურამდე რომ მოვიდეს, სანამ აქ ვარ არც კი შეიმჩნევს ცოდვიანი ლირები რომ არ მოაკლდეს, აი როცა ჩამოვალ, მერე აუცილებლად მცემს და ის იქნება… ძნელია ქუჩის ქალის ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში არ ვდგავარ… მამაკაცებო, დომინოს კოჭები გადაყარეთ და ხელში პასუხისმგებლობა აიღეთ, სანამ ცოლის ნაშოვნი მუქთა ლირებით თუ დოლარებით მუცლებს დაინაყრებთ და ოჯახს ცხოვრებას დაუნგრევთ” – ამბობს თურქეთში მცხოვრები ქალი.

წყარო :


მსგავსი ამბები

”მარიკო სასწაული გოგოა…” – ვინ არის ანუკი არეშიძის რძალი, რომლის

ანუკი არეშიძეს ულამაზესი რძალი ჰყავს. მარი ფანჯავიძე გიორგი არეშიძის ცოლია. წყვილმა 2014...
ირაკლი კუტალაძე სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილის ფოტოებს

ნინი ბადურაშვილის და ირაკლი კუტალაძის დაშორებამ წლების წინ მთელი საქართველო აალაპარაკა და...
ბავშვები სკოლიდან მოკლე გზით მიდიოდნენ სახლში და სავარაუდოდ რაც

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა....
ბიჭი, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა,

24 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს...
„დიდი ჩხუბი და გარჩევა ყოფილა ნაცმოძრაობის ლიდერებს შორის“ – რა

“ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა, მიშა სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე...
(ვიდეო) უბედური შემთხვევა გარდაბანში - 11 და 15 წლის ძმებს,

(ვიდეო) უბედური შემთხვევა გარდაბანში - 11 და 15 წლის ძმებს, სავარაუდოდ, ხელყუმბარა...

კომენტარები