"ჩემს თავს ტელევიზორში ვერ ვუყურებდი, მრცხვენოდა" - ჩცდ-ის ტასო ეკრანს მიღმა: როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც გადასაღებ მოედანზე გაიზარდა

24 829


ალ­ბათ, იშ­ვი­ა­თია ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც 4 წლის ასაკ­ში, როცა სკო­ლა­შიც არ და­დი­ო­და, მუ­შა­ო­ბა და­ე­წყო. ქეთა ორ­ბე­ლა­ძე ამ იშ­ვი­ათ­თა შო­რი­საა. გო­გო­ნას ჩვენ­ში ყვე­ლა იც­ნობს და უყ­ვართ, რად­გა­ნაც 10 წე­ლია, პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ პერ­სო­ნა­ჟია, სა­ხე­ლად ტასო. ქეთა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­ი­ზარ­და - უკვე 14 წლი­საა. თი­ნე­ი­ჯერს, 1-ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მე­ცხრეკ­ლა­სელს, აქვს მი­ზა­ნი, რის მი­საღ­წე­ვა­დაც უკვე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, თუმ­ცა რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი მას­თან ინ­ტერ­ვი­უს მა­ინც ასე იწყებს - ახ­სოვს, თუ არა პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბა და მა­შინ­დე­ლი ემო­ცი­ე­ბი, - რა­ზეც ასე პა­სუ­ხობს:
- სე­რი­ა­ლი რომ და­ი­წყო, 4 წლის ვი­ყა­ვი, 5-ის ვხდე­ბო­დი, - ეს ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კია იმის­თვის, რომ რა­ი­მე კარ­გად მახ­სოვ­დეს... ჩემ­თვის რთუ­ლი იყო პრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ო­ბებ­თან მუ­შა­ო­ბა, მათი ჯგუ­ფის წევ­რო­ბა, ამის გამო რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ჭირ­და კი­დეც. კი­თხვა არ ვი­ცო­დი და ტექ­სტებს ისე ვი­მახ­სოვ­რებ­დი, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დიდი დრო მჭირ­დე­ბო­და და ასა­კის გამო ბევ­რი დე­ტა­ლი, თუ ეპი­ზო­დი არ მახ­სოვს.
ერთი ორი წე­ლი­წა­დი ჩემს თავს ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვერ ვუ­ყუ­რებ­დი, გვერ­დით ოთახ­ში გავ­დი­ო­დი, თით­ქოს მრცხვე­ნო­და და ვი­მა­ლე­ბო­დი, მაგ­რამ იმას ვხე­დავ­დი, რომ ჩვენს სე­რი­ალს ყვე­ლა უყუ­რებ­და, მოს­წონ­დათ, ამით ვგრძნობ­დი, რომ რა­ღაც კარ­გი ხდე­ბო­და, იმა­საც ვგრძნობ­დი, რომ წინ კი­დევ უფრო მეტი კარ­გი ამ­ბე­ბი მე­ლო­და. ეს უკვე ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ცდა იყო ჩემ­თვის,- იხ­სე­ნებს ქეთა.
- ახლა რო­გორ აფა­სებ შენს ნა­მუშ­ვარს - კი­დევ იმა­ლე­ბი?
- არა, მაგ­რამ არას­დროს მომ­წონს ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი, თვითკრი­ტი­კუ­ლი ვარ და სა­კუ­თარ თავს სულ ვე­უბ­ნე­ბი - უკე­თე­სად შე­გიძ­ლია და კი­დევ კარ­გად უნდა სცა­დო... ყო­ველ­თვის ასე ვარ.

- შენი პერ­სო­ნა­ჟი რო­გორ მოგ­წონს?
- ჩემი აზ­რით, ტასო ის გო­გოა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რაც უნდა შეხ­ვდეს, თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით დაძ­ლი­ოს, გა­და­ა­გო­როს, მა­გა­ლი­თად, კონ­ფლიქ­ტი მას­წავ­ლე­ბელ­თან, მშობ­ლებ­თან. ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით აგ­ვა­რებს. აქვს არა­ერ­თი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბაც...
- კი, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ ყვე­ლას არ ჰგავს, გა­მორ­ჩე­უ­ლია...
კი, ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებს, ფიქ­რობს, აღიქ­ვამს და მოქ­მე­დებს. ხან­და­ხან კარ­გიც არის, რა­ღაც სირ­თუ­ლე­ებს წინ ისე აღუდ­გე, რო­გორც ტასო, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს. უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან ზედ­მე­ტი მოს­დის. ისე, ვის­თვის რო­გორ, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში რო­გორ მი­დის შენი სწავ­ლის საქ­მე­ე­ბი?
- მსოფ­ლი­ო­ში რაც ხდე­ბა, ის სი­ტუ­ა­ცი­აა ჩვენ­თა­ნაც - ნორ­მა­ლუ­რად არც სკო­ლა და არც გა­და­ღე­ბე­ბია. რაც მთა­ვა­რი იყო, სწავ­ლა და მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის, ჯერ­ჯე­რო­ბით შე­წყდა. პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მე­ცხრეკ­ლა­სე­ლი ვარ. ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლე­ბი მი­ტარ­დე­ბა. ამის გარ­და, დავ­დი­ვარ ინ­გლი­სურ­ზე, მა­თე­მა­ტი­კა­ზე, ანუ იმ საგ­ნებ­ზე, რაც ჩემი აზ­რით, მჭირ­დე­ბა და მინ­და. და­ნარ­ჩე­ნი, სხვა არაფ­რით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, არც სიმ­ღე­რით, არც სპორ­ტით. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწავ­ლა, თუმ­ცა სიმ­ღე­რა­ზე და ცეკ­ვა­ზეც დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ თავი და­ვა­ნე­ბე. მინ­დო­და, სწავ­ლის­თვის მეტი დრო და­მეთ­მო. მოკ­ლედ, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­მი­წია, რაც მშობ­ლებ­თან შე­თან­ხმე­ბით გა­დავ­წყვი­ტე. კი მე­ნატ­რე­ბა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სტუ­დია და იქა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ რო­გორც ვთქვი, ამ ეტა­პის­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და მეტი კონ­ცენ­ტრა­ცია სწავ­ლა­ზე გა­მე­კე­თე­ბი­ნა..

- რა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა გინ­და?
- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბი­ო­ლო­გია და ქი­მია, უცხო ენე­ბი­დან - ინ­გლი­სუ­რი. ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი იყო ისე­თი, როცა "თე­ატ­რა­ლურ­ზე" მინ­დო­და ჩა­ბა­რე­ბა, რათა მსა­ხი­ო­ბი გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ უკვე დიდი ხა­ნია, სა­მე­დი­ცი­ნო­ზე მინ­და სწავ­ლა, ისე ჯერ დრო მაქვს და კი­დევ კარ­გად უნდა დავ­ფიქ­რდე, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღო. ახლა კი მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ვა­მახ­ვი­ლო იმ საგ­ნებ­ზე და იმ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­მო­მავ­ლოდ მჭირ­დე­ბა, რად­გა­ნაც, ხომ ვამ­ბობ, ექი­მო­ბა მინ­და...
- რო­გორც ტასო, შენც თი­ნე­ი­ჯე­რი ხარ. ეს პე­რი­ო­დი მო­ზარ­დე­ბის­თვის ცოტა რთუ­ლია, თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა... კონ­ფლიქ­ტი მშობ­ლებ­თან, მას­წავ­ლე­ბებ­თან თუ მოგ­სვლია, ის რაც ტა­სოს ახა­სი­ა­თებს ხოლ­მე...
- ჩვე­ნი ასა­კი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის გამო ცო­ტა­თი რთუ­ლი პე­რი­ო­დია, ხან­და­ხან უნებ­ლი­ედ წვრილ­მა­ნი რა­ღა­ცე­ბი გვა­ღი­ზი­ა­ნებს, - ხან მარ­ტო გვინ­და ყოფ­ნა, ხან - ზედ­მე­ტად მხი­ა­რუ­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ მშობ­ლებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტი, გა­უ­გებ­რო­ბა არას­დროს მქო­ნია. ჩემს ოჯახ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. თუმ­ცა არის პე­რი­ო­დე­ბი, როცა და­უ­ფიქ­რებ­ლად ვლა­პა­რა­კობ, მაგ­რამ ასე­თი ქცე­ვე­ბი ჩვე­ნი ასა­კის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია. ამ დროს მშობ­ლებ­მა შვი­ლებს უნდა გა­უ­გონ...
- პა­ტა­რა დები გყავს, ხომ?
- კი, 2 და მყავს. 11 წელი დე­დი­სერ­თა ვი­ყა­ვი და მერე თა­თუ­ლი გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც 2 წლის და თვე­ე­ბი­საა და მყავს მაშო - ერთი წლის და თვე­ე­ბის. დე­დას მათ გაზ­რდა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მე ვეხ­მა­რე­ბი. ძა­ლი­ან მინ­დო­და, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი მყო­ლო­და. მარ­ტო რომ ვი­ყა­ვი და ვინ­მე მე­კი­თხე­ბო­და, დე­და­მა­მიშ­ვი­ლი გყავ­სო? - კი, გი­ორ­გი-მეთ­ქი და ჯეკო რომ არის სე­რი­ალ­ში, ტა­სოს ძმის როლ­ში, იმა­ზე ვამ­ბობ­დი. ახლა უკვე 2 და მყავს.

- მინ­და, შენს ეკ­რა­ნულ მშობ­ლებ­ზეც გკი­თხო - რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვილ­თან და ანი ტყე­ბუ­ჩა­ვას­თან?
- როცა მათ­ზე ვლა­პა­რა­კობ, სულ ვი­ღი­მი. ორი­ვე მიყ­ვარს. პრინ­ციპ­ში, მათ მას­წავ­ლეს ყვე­ლა­ფე­რი - ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. სე­რი­ა­ლის მშობ­ლებ­თან უფრო მეტი დრო მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე სახ­ლში, ჩემს ნამ­დვილ მშობ­ლებ­თან, რად­გან გა­და­ღე­ბებს დიდი დრო მი­აქვს და ამი­ტომ, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით და ვართ. ბევ­რს ვმუ­შა­ობ­დით იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. მოკ­ლედ, მათ და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, სას­წა­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ორი­ვეს მად­ლი­ე­რი ვარ, რად­გან აქამ­დე ვინც ვარ და რო­გო­რიც, მათი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა.

არ ვიცი, ამის­თვის რამ­დე­ნი მად­ლო­ბა უნდა ვუ­თხრა. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ბევ­რს ნიშ­ნავს ჩემ­თვის და არა მარ­ტო ეგე­ნი, სე­რი­ა­ლის მთე­ლი გუნ­დი.
- ბოლო სე­ზო­ნი, სევ­დი­ა­ნად დამ­თავ­რდა - ნინო სახ­ლი­დან წა­ვი­და. რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ სე­ზონ­ზე?
- ჰო, მა­გა­ზე ყვე­ლა მე­კი­თხე­ბო­და - ასე რომ დამ­თავ­რდა, აღარ გა­აგ­რძე­ლე­ბე­ნო? ჯერ­ჯე­რო­ბით ამ პან­დე­მი­ის გამო არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის გა­ნახ­ლდე­ბა სე­რი­ა­ლი, კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი არ ვიცი, მაგ­რამ ვიცი, რომ მუ­შა­ო­ბას მალე და­ვი­წყებთ და ეთერ­შიც გა­ვალთ.
- პო­პუ­ლა­რო­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ადრე მო­ვი­და. რას ნიშ­ნავს ეს თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნას­თვის?
- რო­დე­საც ქუ­ჩა­ში მხვდე­ბი­ან, მი­ღი­მი­ან, თბილ სი­ტყვებს მე­უბ­ნე­ბი­ან, კარ­გი გრძნო­ბაა, - რა­ტო­მაა ცუდი, როცა ამ­დენ ადა­მი­ანს უყ­ვარ­ხარ?! და ყვე­ლას მად­ლო­ბა ამ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის.



წყარო: ambebi.ge

წყარო :


მსგავსი ამბები

„ვტირი შენთან ერთად! ნეტავ ის ლაჩარი, ვითომ კაცი და მისი

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, ნინუცა მაყაშვილსსოლიდარობას უცხადებს....
„შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო“ – გარდაცვლილი 24 წლის

24 წლის გიგი გობეჯიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა გუშინ, 12 აპრილს გარდაიცვალა. გიგის...
Exclusive: ბესოს ისე უყვარდა ნინუცა, მის ჯინაზე, მესამე დღეს

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში «ფარული კონვერტი», ყოფილი ქმარი,...
"ეს კაცი დებილია! საერთოდ, საქმის კურსშია, რომ ქალი ადამიანია?"

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში საერთაშორისო აკადემია "ლოგოსის"...
„მოდი, თქვენთან გავამხელ პირველად" - მაია ასათიანმა დაასახელა

"რუსთავი 2-დან" "ტვ პირველში" გადაბარგებულმა მაია ასათიანმა მომვალი გადაცემის შესახებ...

კომენტარები