შვილო, გამაგრდი, ყველაზე დიდი კრიტიკოსი დედაც შენ გიცავს – ანზორ მელია

4 370


შვილო, გამაგრდი, ყველაზე დიდი კრიტიკოსი დედაც შენ გიცავს – ანზორ მელია


კობახიძის ბრიფინგსაც ვუსმინე დილით და მის ნაცვლად შემრცხვა, როგორ შეიძლება ახალგაზრდა კაცმა ნიკაზე ილაპარაკოს, რომ თურმე „ქართუ ბანკი“ გააკოტრა, ნიკა იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი, სასამართლოს გადაწყვეტილება მოდიოდა და ის უნდა შეესრულებინა. ცესკოს წინ რომ იყო, ხალხს ამშვიდებდა და პირიქით, ეუბნებოდა რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, ეს კადრებშიც ჩანს. ივნისში კი ნიკა ჟურნალისტს გამოექომაგა და პარლამენტიდან გამოაგდეს. რა ორგანიზატორი იყო კაცი, რომელიც აზრზე არ იყო და ჩემთან ერთად კოტორაანთ კარში აგარაკზე იყო და იქიდან წამოვიდა, როცა ასეთ რამეს გეგმავენ, არც აგარაკზე მიდიან და ჩაკეტილები არიან ერთ ოთახში. არც რცხვენიათ, ღმერთის არ ეშინიათ?! გაგიჟებული ვარ, რას კადრულობენ. მჯერა, რომ ნიკა გამართლდება და გარეთ იქნება. ეს დროებითი ხალხი ვერაფერს გააკეთებს“, – ამბობს მელია. ანზორ მელია პატიმრობაში მყოფ შვილს მიმართავს: „გამაგრდი შვილო, მაგრად იყავი, შენს გვერდით ვარ. დედაშენი, რომელიც შენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო, ისიც შენ გიცავს და გითხრა, რომ ბრძოლა ბოლომდეო – რის გამოც შენ უბედნიერესი ადამიანი იყავი. ასე ვიქნებით მე და ჩემი მეუღლე, ერთმანეთს ვამხნევებთ და ყურებჩამოყრილები არ ვართ. რადგან სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს, დღეს თუ არა ხვალ. თანაც მიხარია, რომ ნიკამ მთელი ოპოზიციის მობილიზება და ერთ მუშტად შეკვრა შეძლო. ეს არც ერთ პოლიტიკოსს არ გაუკეთებია, ის არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ის არის ახალი მოძრაობის ლიდერი და ასე ადვილად ვერ დააჩოქებენ“, – განაცხადა ანზორ მელიამ. დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს. ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა. ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ. ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

წყარო :


მსგავსი ამბები

”მარიკო სასწაული გოგოა…” – ვინ არის ანუკი არეშიძის რძალი, რომლის

ანუკი არეშიძეს ულამაზესი რძალი ჰყავს. მარი ფანჯავიძე გიორგი არეშიძის ცოლია. წყვილმა 2014...
ირაკლი კუტალაძე სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილის ფოტოებს

ნინი ბადურაშვილის და ირაკლი კუტალაძის დაშორებამ წლების წინ მთელი საქართველო აალაპარაკა და...
ბავშვები სკოლიდან მოკლე გზით მიდიოდნენ სახლში და სავარაუდოდ რაც

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა....
ბიჭი, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა,

24 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს...
„დიდი ჩხუბი და გარჩევა ყოფილა ნაცმოძრაობის ლიდერებს შორის“ – რა

“ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა, მიშა სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე...
(ვიდეო) უბედური შემთხვევა გარდაბანში - 11 და 15 წლის ძმებს,

(ვიდეო) უბედური შემთხვევა გარდაბანში - 11 და 15 წლის ძმებს, სავარაუდოდ, ხელყუმბარა...

კომენტარები