ხაშურში 38 წლის მამაკაცი, რომელიც კუთვნილ ხელფასს მუქარის ძალით ითხოვდა კომპანიის მენეჯერმა მოკლა » NTV.GE


ხაშურში 38 წლის მამაკაცი, რომელიც კუთვნილ ხელფასს მუქარის ძალით ითხოვდა კომპანიის მენეჯერმა მოკლა
2 727
მკვლელობა ხაშურში - კუთვნილი ხელფასის მისაღებად ყოფილ სამსახურში მისვლა 38 წლის მამაკაცისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. სამშენებლო მასალების მწარმოებელ საწარმო "ელისში" ძველი თანამშრომლის გამოჩენამ და მისი მოთხოვნის დაყენებამ სიტუაცია დაძაბა. კონფლიქტი მოგვიანებით დაპირისპირებაში გადაიზარდა.


გარდაცვლილის მხრიდან დანით დამუქრებას კომპანიის ხელმძღვანელისგან საპასუხო, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მოჰყვა. კომპანიაში ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის მენეჯერმა თავდამსხმელის მისამართით თავდაპირველად, გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, თუმცა კონფლიქტის გაღვივების შემდეგ კომპანიის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ამჯერად დანით შეიარაღებულის მისამართით გაისროლა. ჭრილობა ფეხში სასიკვდილო აღმოჩნდა. ბრალი ამ დრომდე დასაზუსტებელია, თუმცა 50 წლის მამაკაცი თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღი თანამშრომლებისა და საკუთარი თავის თავდაცვის მიზნით გამოიყენა.


მსგავსი ამბები

“სამძიმარზე უამრავი თანამშრომელი იყო ყვავილებით, ან სულაც მათ

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ტელეკომპანია “მთავარის”...
მსუბუქი მანქანა კომენდანტის საათის დროს საპატრულო ეკიპაჟს

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი "ლექსუსის" მარკის ავტომობილი...
”მან პირობა დამადებინა და სანამ ცოცხალი იყო არავისთვის

„პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი გიორგი გაბუნია სეზონის პირველ გადაცემაში, ჯულიეტა ვაშაყმაძის...
“ვაქცინებს აბორტების ნარჩენებისგან ამზადებენ და ეს ჩემი მოგონილი

“ინგლისში სოლსბერის კათედრალი ვაქცინაციის მთავარი ლოკაციაა აი, ტაძრის ერთ-ერთი მთავარი...
"არ იყო ერთი თაიგულიც კი, რომელსაც ტელევიზიის სახელი

ტე­ლე­წამ­ყვან­მა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ თა­ვის მო­ნო­ლოგ­ში ლე­გენ­და­რუ­ლი...
“გათბობას ბოლომდე აუწიეთ, თბილისში მუხლებამდე მოთოვს” – ნახეთ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის...

კომენტარები