
აფეთქება ერთ-ერთი სკოლის გვერდით მდებარე ფერმაში მოხდა. შედეგად 11 და 14 წლის ძმები დაშავდნენ, რომლებიც ეზოში იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, მათ ხელყუმბარა აუფეთქდათ. თვითმხილველების თქმით, აფეთქების ხმა მთელს გარდაბანში ისმოდა. „ისეთი ხმა იყო, რომ გარდაბანში 5 სართულიანი ბინა შეზანზარდა. ბავშვები სკოლიდან მოკლე გზით მიდიოდნენ სახლში და სავარაუდოდ რაც აფეთქდა სხვაგან იპოვეს და აქ დაუვარდათ. აფეთქების ხმა ყველამ გაიგო გარდაბანში“,- აცხადებენ თვითმხილველები. „ბავშვები გაკვეთილების დასრულების შემდეგ, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, მინდორში იმყოფებოდნენ, სადაც აფეთქება მოხდა. როგორც ამბობენ, მათ RGD-ს ტიპის ხელყუმბარა აუფეთქდათ. არ ვიცით, საიდან აღმოაჩნდათ, ზოგი ამბობს იპოვეს, ზოგმა თქვა – თან ჰქონდათო. აფეთქებამ უფროს ძმას, მუცლის არე გაუფლითა, კლინიკაში ცოცხალ-მკვდარი მიიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. უმცროსის მდგომარეობა მძიმე არაა და ექიმები გვაიმედებენ, რომ გადარჩება. ძმები ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან და გარდაბნის მე-3 საჯარო სკოლაში სწავლობენ”. – უყვება ambebi.ge-ს გარდაბნის მკვიდრი.
წყარო : primetime.ge
მსგავსი ამბები

„ვტირი შენთან ერთად! ნეტავ ის ლაჩარი, ვითომ კაცი და მისი
ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, ნინუცა მაყაშვილსსოლიდარობას უცხადებს....
ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, ნინუცა მაყაშვილსსოლიდარობას უცხადებს....

„შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო“ – გარდაცვლილი 24 წლის
24 წლის გიგი გობეჯიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა გუშინ, 12 აპრილს გარდაიცვალა. გიგის...
24 წლის გიგი გობეჯიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა გუშინ, 12 აპრილს გარდაიცვალა. გიგის...

Exclusive: ბესოს ისე უყვარდა ნინუცა, მის ჯინაზე, მესამე დღეს
მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში «ფარული კონვერტი», ყოფილი ქმარი,...
მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში «ფარული კონვერტი», ყოფილი ქმარი,...

"ეს კაცი დებილია! საერთოდ, საქმის კურსშია, რომ ქალი ადამიანია?"
ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში საერთაშორისო აკადემია "ლოგოსის"...
ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში საერთაშორისო აკადემია "ლოგოსის"...
კომენტარები