ვაქცინაციიდან 10-15 წუთის შემდეგ ორივე ხელის მტევანი გამიწითლდა, ენა დამიბუჟდა, დამეწყო შემცივნების ეპიზოდები… – ექიმი ოთო ქერქაძე

21 307


ექიმი ოთო ქერქაძე, ვაქცინაციის შემდგომ პერიოდზე სოციალურ ქსელში წერს.     „ახლა გაგიზიარებთ ჩემს მდგომარეობას ვაქცინაციის შემდეგ. ანამნეზში ვაქცინისადმი საყურადღებო დაავადებები მაქვს მხოლოდ ალერგიული რინიტი, არ ვიღებ არანაირ დრაგებს, ვარ ზომიერად სიგარეტის მწეველი.


წლების განმავლობაში ჩატარებული მაქვს ყველა სახის ვაქცინაცია( ბოლოს, 2020 წლის ოქტომბერში გავიკეთე სეზონური გრიპის ვაქცინა) ყველა შემთხევამ ჩაიარა ყოველნაირი გართულებების გარეშე. ჰემოდინამიკური პარამეტრები ყოველთვის სტაბილური მაქვს T/A 100/70- 110/70 მოცემული ციფრების დიაპაზონში ვატარებ. ასევე რამოდენიმე სიტყვით მინდა შევეხო ვაქცინაციის დროს შექმნილ ქაოტურ საორგანიზაციო საკითხებს, როდესაც მთელი წლის განმავლობაში გაფაციცებული ელოდები ვაქცინის შემოსვლას, მთელი ქვეყნის საინფორმაციო მოწოდებები აგებულია ვაქცინაციის ლოკალური ადგილების გამართულობაზე. აკეთებ ელექტრონული Booking-ის სისტემას ,სადაც ჩემისთანა მოკვდავები გადიან რეგისტრაციას და აკეთებენ ჯავშანს,ამ დროს ვაქცინაცინაციაზე მისულ ადამიანებს გვხვდება ვიღაც ხეპრე და გვეუბნება რომ დღეს ვაქცინას ვეღარ მივიღებთ, რადგან ჯამში 10 ადამიანი თუ არ მოგროვდა ისე ფლაკონებს ვერ გახსნიან, რიგში მყოფი ადამიანები კი დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან ვიღებთ მესიჯს, რომ დათქმულ დროს თუ კაბინეტში არ გამოვცხადებოდით ჯავშანი გაგვიუქმდებოდა. ვაქცინაციაზე ლოკალურად პასუხისმგებელი პირის პოზიცია იყო რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ურევდა და მათი ბრალეულობა არ იკვეთებოდა. მოკლედ, რიგში მყოფი ადამიანების დაჟინებული მოთხოვნით მივიღეთ სასურველი და ასე ნანატრი ვაქცინა.ძალიან გამაკვირვა ვაქცინაციაზე მომუშავე ზოგერთი ადამიანის ნასროლმა რეპლიკამ თურმე “შხამს” ვინ წაგვართმევს. 15.03.2020 ვაქცინის გაკეთების შემდეგ გადავინაცვლე დაკვირვების ოთახში, სადაც ნახევარი საათი უნდა ვყოფილიყავი მეთვალყურეობის ქვეშ. ამ პერიოდის განმავლობაში მესენჯერში ვწერდი მეგობარს და ველოდებოდი დროის გასვლას. ვაქცინაციიდან 10-15 წუთის შემდეგ ორივე ხელის მტევანი გამიწითლდა , ენა დამიბუჟდა, დამეწყო შემცივნების ეპიზოდები, ასევე მივდიოდი გონების დაკარგვამდე, მქონდა პირის ძლიერი სიმშრალე, მომათავსეს მიმღებ განყოფილებაში სადაც ჩამიტარდა ჰემოდინამიკური პარამეტრების მონიტორინგი T/A 140/80, p-102, spo2-98, გამიკეთდა დიმედროლი და სუპრასტინი 1ამპ. ი/ვ. ჩივილებიდან მიგრძელდებოდა მხოლოდ პირის სიმშრალე, დინამიკაში თავს ვგრძნობდი უკეთესად. ვაქცინაციიდან დახლებით ერთ საათში ჩივილები აღარ მქონდა, ვაპირებდი კლინიკიდან წასვლას, რის გამოც საწოლზე წამოვჯექი, დახლებით 5 წუთში ისევ დამეწყო ზემოთ აღნიშნული სიმპტომატიკა, აღსანიშნავია რომ დროის მცირე მონაკვეთში წნევის პარამეტრები T/A-130/80-200/100 დიაპაზონში რამოდენიმეჯერ შეიცვალა. სასწრაფოდ მომცეს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები ,ასევე გამიკეთეს ი/ვ 1ამპ დიაზეპამი. ჩივილები მიგრძელდებოდა და მოვითხოვე ბათუმის რეფერალურ კლინიკაში გადაყვანა. ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის მიღებიდან 1 სათის შემდეგ ჩემი ჰემოდინამიკური პარამეტრები საშუალოდ 150/70 მდე დასტაბილურდა. ვაქცინაციიდან 5 სათში დამეწყო ქვემო კიდურების ძლიერი ტკივილი,ყელის ტკივილი. მოკლედ 16.03.2021- ში სტაბილური ჰემოდინამიკური პარამეტრებით გამოვეწერე კლინიკიდან. დღეის მდგომარეობით, თავს ვგრძნობ ძალიან კარგად, საკუთარ არჩევანს ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით არ შევცვლიდი. გართულებები ინდივიდუალურია. აუცილებლად გავიკეთებ ვაქცინის მეორე დოზას“, – წერს ოთო ქერქაძე.

წყარო : https://primetime.ge/


მსგავსი ამბები

„ვტირი შენთან ერთად! ნეტავ ის ლაჩარი, ვითომ კაცი და მისი

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, ნინუცა მაყაშვილსსოლიდარობას უცხადებს....
„შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო“ – გარდაცვლილი 24 წლის

24 წლის გიგი გობეჯიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა გუშინ, 12 აპრილს გარდაიცვალა. გიგის...
Exclusive: ბესოს ისე უყვარდა ნინუცა, მის ჯინაზე, მესამე დღეს

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში «ფარული კონვერტი», ყოფილი ქმარი,...
"ეს კაცი დებილია! საერთოდ, საქმის კურსშია, რომ ქალი ადამიანია?"

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში საერთაშორისო აკადემია "ლოგოსის"...

კომენტარები