"პარტიაზე მელაპარაკებოდა, მითხრა, სიაში პირველ ნომრად ჩაგსვამო... ვფიქრობდი, 5 საათამდე როგორმე გამაძლებინა, რომ გავიქცე აქედან-მეთქი... 18 წლის ქალიშვილი მყავს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტი" - ასმათ დვალიშვილი

22 216


გაზეთმა კვირის პალიტრამ გოგი წულაიას საკითხთან დაკავსირებით ახალი დეტალები გამოაქვეყნა, მათ სორის ასმათ დვალიშვილთან ინტერვიუც:
სადაც ასმათ დვალიშვილი ამბობს:
ბატონ გოგის 2015 წლიდან ვიცნობ, ჩვენს ორგანიზაციაში იყო საჯარო ლექციაზე.­ მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა, მსგავსი არასდროს არაფერი შემიმჩნევია, ჩვენს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაცაა...


ერთ დღეს ნამოხვანჰესის საპროტესტო აქციაზე მივდიოდი, გოგი მანქანით წამომეწია, წამიყვანა და გზაში მითხრა, თბილისში მივდივარ შეხვედრებზე და თუ წამოხვალო. ვუთხარი, ერთი დღით თუ წავალთ, წამოვალ-მეთქი. ვიფიქრე, ჩვენებსაც მოვინახულებ კარავში და მხარს დავუჭერ-მეთქი. 16 მარტს დამირეკა და მითხრა, თბილისში მივდივარ მოლაპარაკებაზე და წამოდიო. ვიცოდი, რომ ბატონი­ გოგი ახალი პარტიის შექმნას აპირებდა, რაღაცებში­ მხარდაჭერა სჭირდებოდა და როგორც მეგობარს,­ თუ შემეძლო დახმარება, რატომაც არა. ჩავსხედით­ მანქანაში­ მე, ბატონი გოგი და ლევან ღლონტი. გზაში­ გეგმებს მიზიარებდა, პოლიტიკურ თემებზე ვსაუბრობდით. როცა თბილისში ჩამოვედით, გავიგეთ, რომ შეხვედრა მომდევნო დღისთვის გადაიდო, რაც არ მესიამოვნა. კომენდანტის საათი იწყებოდა და ვუთხარი, ჩემებს დავურეკავ და ნათესავებთან წავალ-მეთქი. არსადაც არ წახვალ, მე ჩამოგიყვანე და მე ვარ შენზე პასუხისმგებელიო. ახლა ვაანალიზებ, რომ გზაში­ არავისთვის დაურეკავს, სასტუმრო ან ბინა რომ სჭირდებოდა, სადღაც ხომ უნდა დავბინავებულიყავით? არც არავის დაურეკავს, შეხვედრა გადაიდოო, ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ ბინა წინასწარ ჰქონდა დაქირავებული, მე კი ბოთესავით ბრმად მივყევი. მივედით ბინაში. სადღაც დარეკა, მოვიდა ვიღაც ქალი და გადმოგვცა გასაღები. გოგიმ მითხრა, შენ ადი, მე და ლევანი პროდუქტებს ამოვიტანთო. ხშირად მიწევდა­ მათთან მუშაობა, ყოფილა შემთხვევა, ბინა აგვიღია ან სასტუმროში დავბინავებულვართ, მაგრამ სხვა­დასხვა ოთახში დაგვიძინია. აზრად არ მომსვლია, სამი კაცისთვის ერთოთახიანი ბინა თუ იქნებოდა და როცა ვნახე, არ მომეწონა­. მაღაზიიდან გოგი მარტო ამოვიდა და მითხრა, ლევანი წავიდაო. დავსხედით, ვისაუბრეთ. მერე ვუთხარი, გულის ოპერაცია გაქვს გაკეთებული და ტახტზე დაიძინე, მე დივანზე დავწვები-მეთქი. შემეწინააღმდეგა, ტახტზე შენ დაწექი, ნუ გეშინია, არ მოგეკარებიო. მერე სამზარეულოში გავიდა და პლანი მოწია, საუბარში კი ერთი ბოთლი კონიაკი მარტომ დალია და დათვრა. 15 წუთის მერე მომიახლოვდა და მოფერება დამიწყო, ვუსაყვედურე... მითხრა, კაი, ახლა, რა იყოო. მერე მეორედ სცადა... კიდევ მოვიშორე. ვუთხარი, ეს როგორ უნდა მაკადრო, ამდენი წლის მეგობრობა გვაკავშირებს-მეთქი. მესამედ უკვე შეტევაზე გადმოვიდა, ყველაფერი სცადა, გაჩერებას ვახერხებდი და ვფიქრობდი, 5 საათამდე როგორმე გამაძლებინა, რომ გავიქცე აქედან-მეთქი. ყველაფერი გავაკეთე, რომ მისი შემოტევები ამეტანა. ბოლოს საშველი­ რომ აღარ იყო, საპირფარეშოში ჩავიკეტე. მიძახდა, რა იყო, გამოდი, არ მოგეკარები, რა გაგიხდა ერთი კოცნაო. ამასობაში პატრულში დავრეკე. როცა მივხვდი, რომ ჩათვლიმა, ამ დროს დამირეკეს პოლიციელებმა და სადარბაზო­ მკითხეს. ბოტასების და ჩანთის აღება მოვას­წარი, ფეხშიშველი გამოვიქეცი და სადა­რბაზოში ჩავიცვი. რომ მცოდნოდა, ჩაეძინებოდა, როგორმე შევიკავებდი თავს. ერთი შვილი მყავს და იმის თავს გეფიცებით, არ მინდოდა ასე გაგრძელებულიყო, მაგრამ იმდენად შეშინებული და შეურაცხყოფილი ვიყავი, სხვა გზა არ დამიტოვა. - მეორე მხარე თქვენს პროვოკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ მიგზავნილი ხართ... - გოგისგან მეც ვერ წარმოვიდგენდი,­ ასეთი რამ რომ გამეგო. ყველაფერს­ ფარდა აეხდება.­ სილურჯეები ჯაჯგურისგან მაქვს, წულაია მოფერებას და კოცნას ცდილობდა და ხელებს მიჭერდა, მბოჭავდა, ზურგის არეშიც მაქვს დაზიანებები, მკლავებზეც და კისერზეც. 18 წლის ქალიშვილი მყავს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტი. მეუღლე არ მყავს და უქმრო ქალებზე ხომ კაცებს ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ მათთან ყველაფერი შეიძლება. ბატონი გოგი ცნობილი პიროვნებაა, ამიტომ მას ყველაფერი უნდა ეკადრა, მე კი ყველაფერი გადამეყლაპა? თუ შემგზავნეს, გოგი წულაია რომელი პოლიტიკოსია ამ ეტაპზე?­ რა სისულელეა... მე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ვარ და დევი ჭანკოტაძის საარჩევნო შტაბშიც ვიყავი, მაგრამ ეს ამ საქმესთან რა კავშირშია?! მისი საქციელიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, მას მსგავსი შემთხვევები სხვასთანაც ჰქონოდა, მაგრამ შერჩა. სანამ აგრესიაზე გადმოვიდოდა, პარტიაზე მელაპარაკებოდა, მითხრა, სიაში პირველ ნომრად ჩაგსვამო. რატომ უნდა ჩამსვა სიაში პირველი,­ როცა შენ აკეთებ ყველაფერს? ალბათ, ამას იმიტომ მთავაზობდა, მარტივად რომ დავთანხმებულიყავი...

წყარო : ITAR.GE


მსგავსი ამბები

„ვტირი შენთან ერთად! ნეტავ ის ლაჩარი, ვითომ კაცი და მისი

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, ნინუცა მაყაშვილსსოლიდარობას უცხადებს....
„შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო“ – გარდაცვლილი 24 წლის

24 წლის გიგი გობეჯიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა გუშინ, 12 აპრილს გარდაიცვალა. გიგის...
Exclusive: ბესოს ისე უყვარდა ნინუცა, მის ჯინაზე, მესამე დღეს

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში «ფარული კონვერტი», ყოფილი ქმარი,...
"ეს კაცი დებილია! საერთოდ, საქმის კურსშია, რომ ქალი ადამიანია?"

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში საერთაშორისო აკადემია "ლოგოსის"...

კომენტარები