
“ფილტვების უმძიმესი ფიბროზი ჰქონდა, თანდაყოლილი პათოლოგია. გარდაიცვალა სუნთქვითი უკმარისობით. უმძიმესი პაციენტი იყო. ფილტვების თანდაყოლილი ანომალია ჰქონდა და ჰქონდა გამოხატული ფიბროზი. ვაქცინაცია გაუკეთდა 15 მარტს, ასე რომ, ეს ვაქცინაციის ბრალი არ არის, ორი კვირის მერე მოიყვანეს ჩვენთან ვაქცინაციიდან (29 მარტს). ვაქცინაციის ბრალი რომ ყოფილიყო, იმავე დღეებში უნდა გამოვლენილიყო”, – აცხადებს გულიკო ჩაფიძე. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა “მედკაპიტალის” ექიმი, რომელმაც ორი კვირით ადრე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, თუმცა “მედკაპიტალში” გამორიცხავენ, რომ გარდაცვალება ვაქცინამ გამოიწვია. როგორც კლინიკის წარმომადგენელმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, ექიმს აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ გამოვლენია. “მედკაპიტალის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ექიმი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში გარდაიცვალა. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც. მისი თქმით, პირველადი მოკვლევით, მომხდარი აცრას არ უკავშირდება. “რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. სააგენტო არის ადგილზე და მიმდინარეობს მოკვლევა, მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია”, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
წყარო : ambavi club
მსგავსი ამბები

„ვტირი შენთან ერთად! ნეტავ ის ლაჩარი, ვითომ კაცი და მისი
ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, ნინუცა მაყაშვილსსოლიდარობას უცხადებს....
ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, ნინუცა მაყაშვილსსოლიდარობას უცხადებს....

„შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო“ – გარდაცვლილი 24 წლის
24 წლის გიგი გობეჯიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა გუშინ, 12 აპრილს გარდაიცვალა. გიგის...
24 წლის გიგი გობეჯიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა გუშინ, 12 აპრილს გარდაიცვალა. გიგის...

Exclusive: ბესოს ისე უყვარდა ნინუცა, მის ჯინაზე, მესამე დღეს
მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში «ფარული კონვერტი», ყოფილი ქმარი,...
მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში «ფარული კონვერტი», ყოფილი ქმარი,...

"ეს კაცი დებილია! საერთოდ, საქმის კურსშია, რომ ქალი ადამიანია?"
ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში საერთაშორისო აკადემია "ლოგოსის"...
ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში საერთაშორისო აკადემია "ლოგოსის"...

„მოდი, თქვენთან გავამხელ პირველად" - მაია ასათიანმა დაასახელა
"რუსთავი 2-დან" "ტვ პირველში" გადაბარგებულმა მაია ასათიანმა მომვალი გადაცემის შესახებ...
"რუსთავი 2-დან" "ტვ პირველში" გადაბარგებულმა მაია ასათიანმა მომვალი გადაცემის შესახებ...
კომენტარები