შემზარავი ტრაგედია! – კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმის შვილმა თავი მოიკლა

38 469


28 მარტს „პრაიმტაიმი“ წერდა, რომ კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი, ლანჩხუთელი ნანა ცინცაძე ემსხვერპლა.


ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი ექიმის შვილი 27 წლის თორნიკე ორაგველიძე სასჯელს ქუთაისის N2 დაწესებულებაში იხდიდა, სადაც მას შემდეგ, რაც დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულდა. „პრაიმტაიმს“ პენიტენციურ დაწესებულებაში აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს. „N2 დაწესებულების ბრალდებული თ.ო. (დაბ: 1993 წ.) საქართველოს ს.ს.კ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით 2020 წლის 16 ნოემბერს მოთავსდა N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში. 2020 წლის 28 ნოემბერს იგი გადაყვანილი იქნა N2 პენიტენციურ დაწესებულებაში. 2021 წლის 31 მარტს დაახლოებით 15:57 საათზე მისი თანამესაკნეები საკნიდან გაყვანილ იქნენ იმავე სართულზე არსებულ აბანოში, ხოლო ბრალდებული თ.ო. დარჩა საკანში. აბანოდან საკანში დაბრუნებისას თანამესაკნეებმა თ.ო. საკნის საპირფარეშოში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მას ყელის არეში აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ბრალდებული ჩაყვანილ იქნა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, თ.ო.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც დაიწყო გამოძიება. აღსანიშნავია, რომ თანამესაკნეების გადმოცემით თ.ო.-მ 31 მარტს შუადღის საათებში პენიტენციური დაწესებულებიდან განახორციელა სატელეფონო ზარი, რა დროსაც შეატყობინეს დედის გარდაცვალების ფაქტი“, – აცხადებენ უწყებაში. კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი დღეს დაკრძალეს.

წყარო : https://primetime.ge/


მსგავსი ამბები

„ვტირი შენთან ერთად! ნეტავ ის ლაჩარი, ვითომ კაცი და მისი

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, ნინუცა მაყაშვილსსოლიდარობას უცხადებს....
„შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო“ – გარდაცვლილი 24 წლის

24 წლის გიგი გობეჯიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა გუშინ, 12 აპრილს გარდაიცვალა. გიგის...
Exclusive: ბესოს ისე უყვარდა ნინუცა, მის ჯინაზე, მესამე დღეს

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში «ფარული კონვერტი», ყოფილი ქმარი,...
"ეს კაცი დებილია! საერთოდ, საქმის კურსშია, რომ ქალი ადამიანია?"

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში საერთაშორისო აკადემია "ლოგოსის"...

კომენტარები