კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმის 27 წლის შვილმა თავი მოიკლა

21 244


კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმის 27 წლის შვილმა თავი მოიკლა - 27 წლის თორნიკე ორაგველიძე სასჯელს ქუთაისის N2 დაწესებულებაში იხდიდა, სადაც მას შემდეგ, რაც დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულდა.


პენიტენციურ დაწესებულებაში აღნიშნული ინფორმაცის ადასტურებენ: N2 დაწესებულების ბრალდებული თ.ო. (დაბ: 1993 წ.) საქართველოს ს.ს.კ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით 2020 წლის 16 ნოემბერს მოთავსდა N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში. 2020 წლის 28 ნოემბერს იგი გადაყვანილი იქნა N2 პენიტენციურ დაწესებულებაში. 2021 წლის 31 მარტს დაახლოებით 15:57 საათზე მისი თანამესაკნეები საკნიდან გაყვანილ იქნენ იმავე სართულზე არსებულ აბანოში, ხოლო ბრალდებული თ.ო. დარჩა საკანში. აბანოდან საკანში დაბრუნებისას თანამესაკნეებმა თ.ო. საკნის საპირფარეშოში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მას ყელის არეში აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ბრალდებული ჩაყვანილ იქნა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, თ.ო.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც დაიწყო გამოძიება. აღსანიშნავია, რომ თანამესაკნეების გადმოცემით თ.ო.-მ 31 მარტს შუადღის საათებში პენიტენციური დაწესებულებიდან განახორციელა სატელეფონო ზარი, რა დროსაც შეატყობინეს დედის გარდაცვალების ფაქტი“, – აცხადებენ უწყებაში.

წყარო : newposts


მსგავსი ამბები

„ვტირი შენთან ერთად! ნეტავ ის ლაჩარი, ვითომ კაცი და მისი

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, ნინუცა მაყაშვილსსოლიდარობას უცხადებს....
„შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო“ – გარდაცვლილი 24 წლის

24 წლის გიგი გობეჯიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა გუშინ, 12 აპრილს გარდაიცვალა. გიგის...
Exclusive: ბესოს ისე უყვარდა ნინუცა, მის ჯინაზე, მესამე დღეს

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში «ფარული კონვერტი», ყოფილი ქმარი,...
"ეს კაცი დებილია! საერთოდ, საქმის კურსშია, რომ ქალი ადამიანია?"

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში საერთაშორისო აკადემია "ლოგოსის"...
„მოდი, თქვენთან გავამხელ პირველად" - მაია ასათიანმა დაასახელა

"რუსთავი 2-დან" "ტვ პირველში" გადაბარგებულმა მაია ასათიანმა მომვალი გადაცემის შესახებ...

კომენტარები