კორონავირუსის სხვისთვის გადადება 1-7 წლამდე პატიმრობით ისჯება
967
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ინფექციური დაავადების სხვისთვის გადადება დასჯადია და რიგ სანქციებს ითვალისწინებს:


1.მუხლი 132. განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა 1. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. მუხლი 247. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება 1. იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის, – ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე . 2. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ ან რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. მუხლი 248. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანთა მასობრივი დაავადება ან მოწამვლა, –ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შეგახსენებთ, “ალიას” ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს 2 თანამშრომელია ინფიცირებული, მათ კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდათ (საუბარია თანამშრომლებზე, რომლებიც დიდი დარბაზში სხვა ოპერატორებთან ერთად და შეხვედრები აქვთ დღეში ასამდე ბენეფიციართან, ამ განყოფილების ბენეფიციარები კი უმეტესობა ავადაა, ქრონიკული, ან სხვა დაავადებით, ან ოჯახში ჰყავს დაავადებული ადამიანი). მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო არათუ ფაქტს არ ასაჯაროებს, თანამშრომლები არ დაუტესტავს, არ დაუკეტავს დროებით შენობა და არ ჩაუტარებია დეზინფექცია, არ გადაუყვანია განყოფილება ამ დრომდე ონლაინ რეჟიმზე, ისევ იღებს ბენეფიციარებს, ისე, რომ ამ დრომდე დადგენილი არა აქვს, გადაედო თუ არა ინიცირებულებიდან მის რომელიმე თანამშრომელს, ან ხომ არ გადასდეს რომელიმე ბენეფიციარს ვირუსი. კანონის რომელი მუხლით ისჯება ჯანდაცვის მინისტრის ქცევა, ერთით, თუ ყველა მუხლით ერთად – თქვენ განსაზღვრეთ!


მსგავსი ამბები

„ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია, ბუბამ სცენიდან გაოგნებულმა

'ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წყალ­ტუ­ბოს, სამ­ტრე­დი­ის, ხო­ნი­სა და ვა­ნის...
იმედა ვახტანგიშვილმა ცოტახნის წინ სკანდალური ფოტო გამოაქვეყნა –

იმედა ვახტანგიშვილმა, რომელიც მომღერალ ხატია წერეთლის შეყვარებული იყო სავარაუდოდ...
იმედა ვახტანგიშვილმა ცოტახნის წინ სკანდალური ფოტო გამოაქვეყნა –

იმედა ვახტანგიშვილმა, რომელიც მომღერალ ხატია წერეთლის შეყვარებული იყო სავარაუდოდ...
ბუბა კიკაბიძემ პლუს ფონოგრამით იმღერა – ნანუკა ჟორჟოლიანი

სინამდვილეში ამბავი იყო ასე. ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია. – ამის შესახებ „ერთიანი...
გათხოვილი ვარ, თუმცა სხვა მიყვარს, არ ვიცი რა გავეკოთო, ბავშვებს

რედაქციაში ახალგაზრდა ქალმა წერილი მოგვწერა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ: “მყავს...
ნახეთ რა უნდა გააკეთოთ რომ მთავრობამ 4 თვის კომუნალურები

პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები ანაზღაურდება, – ამის...

კომენტარები