უნდა გაწმინდოს თუ არა მაწოვარა დედამ თავისი ნერწყვით? გიორგი ექიმის რჩევები

7 378




ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე დედის ნერწყვის შესახებ ვიდეომიმართვაში საუბრობს. „ალბათ, ბევრს გინახავთ, როდესაც ბავშვს დაუვარდებოდა საწოვარა, დედა პირში ჩაიდებდა, გაწმენნდა და მერე დაუბრუნებდა ახალშობილს. ეს ქცევა რეკომენდებული არ არის. ძირს დავარდნილია, ბინძურია, ის დედამაც უნდა ჩაიდოს პირში და საკუთარ თავსაც საფრთხეში იგდებს და არ არის ეს სწორი. თავიდან ეგონათ, რომ ეს იყო მავნე, მაგრამ შვედებმა შეისწავლეს და ნახეს, რომ დედის ნერწყვი, როდესაც ხვდება ახალშობილის პირის ღრუში, მისთვის ძალიან სერიოზული სარგებლის მომტანია. და რანაირად? დედის ნერწყვი შეიცავს უამრავ ლიზოციმს , რომელიც ბაქტერიებს შლის, უამრავ ლაქტოფენს, რომელიც ბაქტერიებს რკინას ართმევს, რომ არ გამრავლდნენ, უამარავ ანტისხეულს, რომელიც შლის პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლების უნარს. დედის ნერწყვი იცავს ახალშობილის პირის ღრუს ინფექციისგან. ასევეა დედის რძე, მასში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცველობითი ცილა არის, რომ ბავშვი 6 თვე გარანტირებულად დაცულია უამრავი ინფექციისგან. საწოვარას თემას რომ დავუბრუნდეთ, ამბობენ, რომ შეიძლება, ამან პოტენციურად შეუმციროს ახალშობილს ალერგიული დავადების განვითარების რისკი შემდეგში - ბრონქული ასთმა, ეგზემა, ატოპიური დერმატიტი და სხვა,“ - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.

წყარო : გიორგი ღოღობერიძე


მსგავსი ამბები

„ვტირი შენთან ერთად! ნეტავ ის ლაჩარი, ვითომ კაცი და მისი

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, ნინუცა მაყაშვილსსოლიდარობას უცხადებს....
„შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო“ – გარდაცვლილი 24 წლის

24 წლის გიგი გობეჯიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა გუშინ, 12 აპრილს გარდაიცვალა. გიგის...
Exclusive: ბესოს ისე უყვარდა ნინუცა, მის ჯინაზე, მესამე დღეს

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში «ფარული კონვერტი», ყოფილი ქმარი,...
"ეს კაცი დებილია! საერთოდ, საქმის კურსშია, რომ ქალი ადამიანია?"

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში საერთაშორისო აკადემია "ლოგოსის"...
„მოდი, თქვენთან გავამხელ პირველად" - მაია ასათიანმა დაასახელა

"რუსთავი 2-დან" "ტვ პირველში" გადაბარგებულმა მაია ასათიანმა მომვალი გადაცემის შესახებ...

კომენტარები