8 წლის ნანიკო, რომელიც გორში სასტიკად მოკლეს, მის მშობლებს შვილი შეეძინათ. ნახეთ როგორი გასაოცარი სახელი დაარქვეს ბავშვს
36 335
2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, გორ­ში მოკ­ლუ­ლი 8 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის მშობ­ლებს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ. ახალ­შო­ბილს ბარ­ბა­რე და­არ­ქვეს.
პა­ტა­რა გო­გო­ნა გორ­ში, “გორ­მე­დის” ქსე­ლის დე­და­თა და ბავ­შვთა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ “იავ­ნა­ნა­ში” და­ი­ბა­და. გო­გო­ნას მა­მის, მი­ხე­ილ ბე­რი­აშ­ვი­ლის თქმით, ჩვილს ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მა აქვს და ის თბი­ლის­ში, ჯო­ე­ნის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.



“ყველა გვერ­დში გვიდ­გას… სა­ჭი­რო გახ­და გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, რა­შიც დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წი­ეს პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, კერ­ძოდ – მიშა მთვა­რე­ლი­ძემ. დე­დის და ახალ­შო­ბი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბას იჩენს შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და “გორ­მე­დის“ ქსე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, რის­თვი­საც ყვე­ლას მად­ლო­ბას ვუხ­დით” – ამ­ბო­ბენ ბე­რი­აშ­ვი­ლე­ბი. 8 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი 2018 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს, გორ­ში, მდი­ნა­რე ლი­ახ­ვის ნა­პირ­თან იპო­ვეს. გარ­დაც­ვლილს თავ­ზე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი ჰქონ­და ჩა­მოც­მუ­ლი და წა­მე­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე. ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლომ 2019 წლის მა­ის­ში დამ­ნა­შა­ვედ სცნო და უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. წყარო: ambebi.ge


მსგავსი ამბები

ის დაიწყებს მძევლების დახოცვას - რამდენი დრო მისცა მძარცველმა

ის დაიწყებს მძევლების დახოცვას - ასე პასუხობს შეკითხვას ირაკლი კვარაცხელია. კვარაცხელია...
„სავარაუდოდ, კლიენტმა გამომიყვანა გარეთ“ - ზუგდიდში „საქართველოს

როგორც ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ანა შონიამ, რომელიც თავდასხმის დროს ბანკის შენობაში...
ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მძევლები ჰყავთ აყვანილი-500 000 აშშ

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და...
ორსული ქალი ცივი იარაღით დაჭრეს, დანა პირდაპირ მუცელში ჩაარტყეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ორსული ქალი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა....
ტესტი: აირჩიეთ საფულე და გეტყვით როგორ გაიუმჯობესოთ ფინანსური

ყველანი ვცდილობთ გავიუმჯობესოთ მატერიალური კეთილდღეობა. ვიღაცას მარტივად გამოსდის,...

კომენტარები