„სავარაუდოდ, კლიენტმა გამომიყვანა გარეთ“ - ზუგდიდში „საქართველოს ბანკის"თანამშრომელი შემთხვევის დეტალებზე
787
როგორც ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ანა შონიამ, რომელიც თავდასხმის დროს ბანკის შენობაში იმყოფებოდა, „მაესტროსთან" განაცხადა, ბანკის მომსახურების სივრცეში ბევრი ადამიანი იყო, რომელთაგანაც თავდამსხმელმა რამდენიმე უკვე გაათავისუფლა.




ვემსახურებოდი ერთ-ერთ კლიენტს, როცა შემოვიდა მძარცველი, რამდენჯერმე გაისროლა როგორც მახსოვს იარაღიდან და დაიყვირა, რომ იყო ძარცვა, მისი მოთხოვნა იყო დავწოლილიყავით იატაკზე, არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი გარეთ. სავარაუდოდ, კლიენტმა გამომიყვანა გარეთ. მომსახურების მოლოდინში საკამოდ ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ როგორც ვიცი ასაკოვანი მოქალაქეები გამოუშვეს. თანამშრომლები სულ ვართ 58. ერთი იყო შესვენებაზე, მე აღმოვჩდნი გარეთ და ერთი სესხის ოფიცერი ვიცი, რომ გარეთ არის", - განაცხადა ანა შონიამ. არსებული ინფორმაციით, თავდამხმელი ერთი მამაკაცია, რომელსაც სახეზე ნიღაბი არ უკეთია. მომხდარზე შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.


მსგავსი ამბები

“დედაჩემისთვის წამლები ვიყიდე აფთიაქში და სახლში ტაქსით

იმედის ცრემლი გიამ ახმეტელის მეტრომდე დაახლოებით 12 კილომერტი ფეხით იარა, დედის პენსია...
”ამას არავინ ელოდა, უმაგრესი ამბავია!” – კობა დავითაშვილის 5

კომპანია “ბელუქსის” გადაწყვეტილებით, კობა დავითაშვილის ოჯახს 5 წლის განმავლობაში,...
დეკემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს არ

2020 წლის ბოლო თვე - დე­კემ­ბე­რი სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი­თაა...
ძალია ცუდი ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას დედა რემა ჟვანია გარდაიცვალა

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დედა რემა ჟვა­ნია გარ­და­იც­ვა­ლა....
თბილისში კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი მგზავრებს ემსახურებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს...
„ფეხზე ვერ დგებოდა, სიცხეები ჰქონდა... ექიმებმა აგონ პასუხი" -

ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 31 წლის ქალის, რუსუდან კოკობინაძის ოჯახის წევრები...

კომენტარები