სკანდალური ფაქტები – როგორ აპირებს ხელისუფლება თავდაცვის სისტემის მამხილებელი ოფიცრის იძულებით ჩამოყვანას და დასჯას?!
637
წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლების მცდელობა, ჩამოეყვანა დავით ნემსაძე, პირველ ჯერზე უშედეგო აღმოჩნდა. საგარეო დაზვერვის სამსახურმა მისი ადგილსამყოფელი დაკარგა,  რომელიც საქართველოდან გაგზავნილი საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაადგინეს. არ არის გამორიცხული, დავით ნემსაძის  წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრან არარსებულ დანაშაულზე, უკანა რიცხვით, როდესაც დავით ნემსაძე საქართველოში იმყოფებოდა და ამის საფუძველზე, ის კრიმინალად გამოაცხადონ და საფრანგეთის ხელისუფლებას, მისი საქართველოში ექსტრადირება მოსთხოვონ. 
არც ის არის გამორიცხული, რომ თუ საფრანგეთში მიაგნო ხელისუფლებამ ნემსაძეს, მას იქ იმგვარი პროვოკაცია მოუწყონ, რომ იძულებული გახადონ კანონი დაარღვიოს და პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელს, სერიოზული  პრობლემები შეუქმნან. წყაროს ინფორმაცია სრულიად სარწმუნოდ მიმაჩნია, რადგან კარგად ვიცნობ ამ ხელისუფლებას, ვიცი, რომ ყველაფერზე არიან  წამსვლელები, ყველა სიბინძურეს მოაწერენ ხელს, რომ  ოპონენტები გაანეიტრალონ.

ხელისუფლებას ბევრი თავის ტკივილი გაუჩინა ნემსაძემ. მან არაერთხელ, საჯაროდ  ამხილა საქართველოს შეიარაღებული ძალები კორუფციაში, ჯარისკაცთა ჩაგვრასა თუ სამხედრო ბაზაზე ბავშვების წამებაში. ამ უკანასკნელ ფაქტს  უკვე მოჰყვა ქართული და უცხოური საზოგადოების მკვეთრი რეზონანსი.
წყაროს ინფორმაციით,  დავით ნემსაძის მიერ,  2020  წლის 25 ივნისს, ბავშვთა  წამების ფაქტზე, ხელისუფლების ევროპაში მხილების გამო,  პროკურატურა იძულებული გახდა,  ხუთი წლის წინანდელი,  თაროზე შემოდებული ,,ბავშვების წამების საქმე“ თაროდან ჩამოეღო, გამოძიება გაეგრძელებინა და არჩევნებამდე საქმის  განხილვას სასამართლოში განხილვას აპირებენ.

თუმცა,  დანაშაული იმდენად მასშტაბურია, ამ დანაშაულის ჩაფარცხვის მცდელობაში იმდენი ყოფილი და მოქმედი  მაღალჩინოსანია გარეული,  რომ პროკურატურას უჭირს,  ყველა ყოფილ და მოქმედ  თანამდებობის პირს ბრალი წარუდგინოს. ამიტომ ჯოხის გადატეხვას დაბალი რგოლების წარმომადგენლებზე  ცდილობენ.
შეგახსენებთ რომ 2016 წელს, საქართველოს არმიის მოქმედმა ოფიცერმა,  დავით ნემსაძემ გაასაჯაროვა თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის დროინდელი ვანდალური დანაშაული.  სამხედრო ბაზაზე ბავშვების შეტყუების და წამების ფაქტი,  რომელის ჩაფარცხვასაც,  მთელი მინისტრთა კაბინეტი  ცდილობდა. დავით ნემსაძის მხრიდან  საჯარო მხილების შემდეგ,  ვერავინ იჯერებდა რომ საქართველოში, თან  სამხედრო ბაზაზე ასეთი ფაშისტური სისასტიკით აწამეს ბავშვები. თუმცა მოგვიანებით ნემსაძემ გაავრცელა ნაწამებ ბავშვთან ჩაწერილი ვიდეო ინტერვიუები.  შოკისმომგვრელი სიმართლე სრულად დაადასტურეს ნაწამებმა ბავშვებმა. სამხედრო ბაზაზე ტანკებში ჩასმის და თამაშის მოტივით შეიტყუეს. შემდეგ აჭამეს „ბულკები“, რომელშიც მდოგვი იყო ჩასხმული და დასვეს დენის გამათბობელზე. ასევე,  სხეულებზე უსვამდნენ ნახშირს და ახრჩობდნენ ხანძარსაწინააღმდეგო კასრში. ამ შოკის მომგვრელ ისტორიას უფრო ამაზრზენს ის ხდის, რომ  ერთ–ერთი ბავშვი აღწერს, თუ როგორ მიადგნენ მოგვიანებით მას სახლში სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, გაიყვანეს ის მეორე ოთახში და ტუჩზე თითის მიდებით აიძულეს დანაშაულის დაფარვა.

ცივილიზებული ადამიანი ასეთ დანაშაულს ვანდალიზმს და სადო-მაზოხისტურ ქმედებას ეძახის, სხვა რა შეიძლება უწოდო იმ  ,,ადამიანების” საქციელს. ვინც მცირეწლოვან ბავშვებს გართობის მიზნით ასე მანიაკალურად მოექცევა?
შეგახსენებთ, რომ  დავით ნემსაძე აცხადებდა, რომ 2016 წელს მინისტრმა თინა ხიდაშელმა,  აღნიშნული დანაშაული მისი მეუღლის, დავით უსუფაშვილის კურსელის,  სერგო ძაგნიძის დახმარებით დაფარა, რომელიც სამხედრო პოლიციის უფროსი გახლდათ.  მაშინ, დანაშაულის დაფარვაში ნემსაძემ ამხილა დანაშაულებრივი ჯგუფი.
1. სამხედრო ბაზის მეთაური პოლკოვნიკი ილია ლუტიძე;
2 შტაბის უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი;
3.ხიდაშელის ნდობით აღჭურვილ პირი, სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსი, გიორგი მოლოდინი.
4. პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე.
5. იმჟამინდელი გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.
6. თინა ხიდაშელის მოადგილე გიორგი შაიშმელაშვილი.
7. ხიდაშელის თანაპარტიელი, იმდროინდელი უწყების გენინსპექციის უფროსი ირაკლი იმერლიშვილი,  რომელიც 26 მაისის სისხლიანი დარბევის საქმის  პროკურორიც იყო.
8. ხიდაშელის პირველი მოადგილე ანა დოლიძე.

თადარიგის ოფიცერ დავით ნემსაძეზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა. მან სამშობლო იძულებით  დატოვა და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით საფრანგეთს მიმართა. წყაროს ინფორმაციით, ნემსაძის ავტორიტეტის გასანადგურებლად ხელისუფლებამ აქტიურად გამოიყენა ე.წ. ტროლები, რომლებმაც გაავრცელეს დეზინფორმაცია თითქოს დავით ნემსაძე პარიზში პოლიციას პედოფილიის ბრალდებით ყავდა დაკავებული. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებდა დავით ნემსაძეზე თავდასხმის მომწყობი, სახელმწიფოს გავლენის ჯგუფებთან აფილირებული ვინმე დავით ჟღენტი.
ნემსაძის მიმართ სოციალური ქსელ „ფეისბუკით“ დღემდე ხორციელდება სიცოცხლის მოსპობის მუქარა რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან დაახლოებული პირი ამირან კაპანაძე ახორციელებს. ამირან კაპანაძე  ნემსაძის ლიკვიდაციით იმუქრება და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუქარის დასჯადობა გაცნობიერებული აქვს, კანონი მაინც ფეხზე ჰკიდია.
ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა ფოტომასალა, სადაც ამირან კაპანაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ხელგადახვეული პოზირებს. წყაროს თქმით, სამწუხაროა, რომ კანონით დასჯადი ქმედება დაუსჯელი რჩება შსს მიერ, რადგან აღნიშნული ტერორი ხელისუფლებას სჭირდება და საკუთარ აგენტებს მიცემული დავალებების გამო სამართლებრივად არავინ შეედავება. დაუშვებელია ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიციის და პროკურატურის ასეთი პოლიტიზირება. ჩვენ ექსკლუზიურად ვაქვეყნებთ ყოფილი სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსის,  გიორგი მოლოდინის განხორციელებულ მუქარას დავით ნემსაძის მიმართ, რომელიც მას სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ლიკვიდაციით ემუქრება.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით სწორედ გიორგი მოლოდინმა, აიდინიუს.ჯის მეშვეობით გაავრცელა დავით ნემსაძის, როგორც სამხედრო ოფიცრის პირადი საქმე, რომელიც არამხოლოდ პერსონალური,  არამედ საიდუმლო ინფორმაციაცაა, რადგან ოფიცრის შესახებ მონაცემები სახელმწიფოებრივი შინაარსის მატარებელია და გრიფით „საიდუმლო“ მასალის ხარისხს შეიცავს.
აღსანიშნავია, რომ თადარიგის ოფიცრის პირადი საქმე სოციალურ ქსელში მისი კომპრომატიზაციისთვის განათავსეს სამწუხაროდ საქმეზე არც სახელმწიფო უშიშროებას და არც პერსონალური ინფორმაციების დაცვის ინსპექტორს მოკვლევა არ დაუწყია. დიდი ხანია საზოგადოებაში ტრიალებდა ინფორმაცია, რომ რუსეთისთვის  გადაცემული იყო ომის ვეტერანთა პირადი საქმეები აღნიშნულ ფაქტს შეეწირა ცხონებული არჩილ? ტატუნაშვილიც, როდესაც ის ცხინვალის იზოლატორში წამებით მხოლოდ იმის გამო მოკლეს, რომ ის ომის ვეტერანი იყო და ამის შესახებ სეპარატისტებს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროდან მოღალატეობრივად ჰქონდათ მიწოდებული.
უპრიანია უშიშროებას დავუსვათ შეკითხვები:
1. კიდევ რამდენი ოფიცრის პირადი საქმე აქვს ხიდაშელის ნდობით აღჭურვილ პირს, გიორგი მოლოდინს.
2.ვის გადასცა ეს ინფორმაცია რა მიზნით და რის საფასურად?
3.რა მოხდება მაშინ,  თუ ანტიტერორისტული ჯგუფის ან სპეცრაზმის ან თუნდაც სნაიპერების,  კონტრსნაპერების პირად მონაცემებს ოჯახის წევრთა ვინაობას მათ საცხოვრებელ მისამართებს და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებს გიორგი მოლოდინისნაირი პერსონები ხვალ საჯარო სივრცეში მოღალატეობრივად გაავრცელებენ?
ამით ძირი ეთხრება ქვეყნის უსაფრთხოებას და ინგრევა სახელმწიფო. მარტივად რომ ვთქვათ, ასეა რადგან სიღრმისეული ანალიზი, თუ რა საფრთხეებს ქმნის ასეთი სახელმწიფო საიდუმლოებების გასაჯაროება საოცრად შორს წაგვიყვანს.

ეს ის შეკითხვებია რაც ლეგიტიმურია თორემ დავით ნემსაძის პირადი საქმე მტერს რომ ონლაინ რეჟიმში მიაწოდა მოლოდინმა და სახელმწიფო უშიშროება ამ ფაქტს კრიმინალური დუმილით რომ ფეხზე იკიდებს,  ეს ანტისახელმწიფოებრივი ფაქტია.
დავით ნემსაძის წამოწყებულ საჯარო ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ უკვე
შეეწირა სამხედრო სამეცნიერო ცენტრ დელტას დირექტორი უჩა ძოძუაშვილი, ექსმინისტრ ლევან იზორიას სამაკლერო ბიზნესი, ასევე, მისი ოჯახის წევრთა ნეპიტიზმის მეშვეობით სახელმწიფო სამსახურებში დასაქმების შესახებ საზოგადოებამ სწორედ დავით ნემსაძის განცხადებებიდან და „ალიაში“ გამოქვეყნებული მასალებიდან შეიტყო. ფაქტობრივად, „ალია“ ერთადერთი გამოცემაა, რომელიც ამ თემებს უწყვეტად აშუქებდა. ნემსაძის საჯარო მხილებებს ემსხვერპლა უამრავი გაქოცებული ნაცის თანამდებობა.? ხელისუფლება მალავდა ნემსაძის ყველა ბრალდებას თავდაცვის ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონი ლარის გაფლანგვის შესახებ, ვიდრე სახელმწიფო აუდიტმა თავდაცვის ბიუჯეტიდან სამას მილიონ ლარზე მეტის დაკარგვა ოფიციალურად არ დაადასტურა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 2019 წლის 9 აპრილს,  ილიას ბაღში დავით ნემსაძის მიმართ განხორციელებული თავდასხმა ხელისუფლების ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანთა მხრიდან იყო ორგანიზებული, რომელშიც, თავად ნემსაძის განცხადებით, მმართველი პარტიის საინფორმაციო პორტალ ,,პოსტივის” წამყვანის შალვა რამიშვილის ფავორიტი გოგონა ჟურნალისტი მაკა ნიკოლაშვილიც მონაწილეობდა.
ასევე, ნემსაძემ საჯაროდ განაცხადა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის უფროსის,  ირაკლი სესიაშვილის მიერ განხორციელებული მუქარის შესახებ,  რომელიც  სესიაშვილმა თავდასხმის შემდეგ,  ყოფილი სამხედროს,  გოდერძი ორმოცაძის ენით შეუთვალა. წყარო აცხადებს,  რომ სახელისუფლებო პარტიაში უკვე მუქარის ტაქტიკა შეცვალეს და ნემსაძის საჯარო დევნა სესიაშვილის მოადგილემ,  გენერალმა, კობა კობალაძემ გააგრძელა.
დავით ნემსაძის სამშობლოდან პოლიტიკურ დევნას მოქმედი პოლიტიკური პარტიებიც ადასტურებენ. დავით ნემსაძეზე თავდამსხმელი უმოტივაციოდ გამოშვებულია და დღემდე მისი სიცოცხლის ხელყოფის მუქარებს განაგრძობს. რაც შეეხება კობა კობალაძეს. 22 ლარიან ვეტერანებში გენერალი რომ მდიდარი გახდება, რთულია საზოგადოებას მისი პატიოსანი სიტყვის დაჯერება მოსთხოვო. თუმცა, ტელეკომპანია „ფორმულაში“ გიორგი თარგამაძის გადაცემა „დროებაში“ კობა კობალაძე ნემსაძეს უზრდელად მაშინ მოიხსენიებდა, სამშობლოდან გადახვეწილ კაცს აძაგებდა, როდესაც საკუთარი შვილის ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს, სავარაუდოდ,  თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ფარავდა.   

ფაქტი ჯიუტია. დავით ნემსაძემ ევროპულ მხარეს წარუდგინა დოკუმენტური მასალების ფართო სპექტრი, მოქმედი ხელისუფლების მიერ ჩადენილი – ადამიანთა წამების, მათი თვითმკვლელობამდე მიყვანის, კორუფციის, პროტექციის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და დანაშაულის დაფარვის შესახებ. ფარდა აეხადა „ქართული ოცნების“ კოაბიტაციური პოლიტიკის მანკიერებას ფსევდო სახალხო დამცველთა ანტისაზოგადოებრივ ჯგუფს, უჩა ნანუაშვილს, ნინო ლომჯარიას და სხვებს, რომლებიც ხელისუფლებას „უთეთრებდნენ“ დახურულ უწყებებში ადამიანთა ფუნდამენტალური უფლებების ხელყოფას.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დავით ნემსაძის ევროპული მხილებების დოკუმენტებით გამყარებული სერია ანგრევს ,,ქართული ოცნების” ყალბად შექმნილ საგარეო იმიჯს საპასუხოდ უცხოელი პარტნიორების  მხრიდან უამრავი შეკითხვა გროვდება მოქმედი ხელისუფლების მიმართ, რაზეც მათ პასუხი არ აქვთ. ამიტომ ხელისუფლების მთავარ ინტერესში ნემსაძის განეიტრალება დღეს საგარეო მიმართულებით პრიორიტეტული ამოცანაა თუ მათი ბინძური მოქმედების ტაქტიკას გავითვალისწინებთ, ისინი ამისთვის ყველაფერზე წავლენ.

„ალია“ დავით ნემსაძესთან საფრანგეთში დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან მისი ადგილსამყოფელი მისი ახლობლებისთვისაც უცნობია.



მსგავსი ამბები

“საქართველო, საუბედუროდ, დაადგა კორონავირუსის გავრცელების

“საქართველო, საუბედუროდ, დაადგა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე უარეს, სომხურ სცენარს,...
დაამარცხეთ გაციება და გრიპი ამ ეფექტური სახლში დამზადებული

სტაფილო ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია რომელსაც ფერისა და ტკბილი გემოს გარდა სხვა ბევრი...
“წლებია ქმართან ერთად ვცხოვრობ და შიშველი არასდროს ვუნახივარ…

“ტელევიზიებით გამოდიან და ჭკუას გვარიგებენ ცნობილი სახეები, ქმარი რომ თქვენზე ძალადობს...
(ვიდეო) “დედა, შენ წყნარად იყავი, გამხდარი არა ვარ, ვიმალები

(ვიდეო) “დედა, შენ წყნარად იყავი, გამხდარი არა ვარ, ვიმალები იმდენს მაჭმევენ“ - ნანიკო...
“4 შვილის დედამ წერილი დაწერა და დიდი სიჩქარით კლდიდან მანქანით

30 წლის მეგი სტოიანოვას თვითმკვლელობამ საზოგადოება შეძრა. გავრცელებული ინფორმაციით, 30...
“ეს რა უბედურება ხდება ხალხო აქ, საქართველოში გლოვა გამოაცხადეთ…”

დაუშვი დროშები და გამოაცხადე გლოვა ქვეყანაში ხელისუფალო!” პუბლიცისტი თამაზ ჭეიშვილი...

კომენტარები