”ერთ ადამიანს უნდა ხატიას დახმარებაო და მის სახელზე კონვერტი გადმოგვცა, სინამდვილეში ეს ამბავი გამოიგონა იმისთვის, რომ საჩუქარზე უარი არ გვეთქვა”
23 087
ხატიას დედამ შვილის საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი გაიხსენა:
„მადლობა მთელ მედპერსონალს და იმ ადამიანებს, ვინც თქვენ მიერ გამოქვეყნებული სტატიის მერე ხატიასთის ლოცულობდა. ამ ლოცვამ და სასწაულმა გადაარჩინა ჩემი შვილი, თორემ კლინიკაში მიყვანის პირველ დღეს ლევანი ექიმმა გვითხრა – სამწუხაროდ, ღმერთს ვერ ჩამოვიყვან ხატიას გადასარჩენადო. ამ ადამიანებმა ჩამოიყვანეს ღმერთი და გადამირჩინეს ხატია. მე კი ერთი წამითაც არ დამიშვია ჩემს გონებაში, რომ ხატიას რაიმე ცუდი დაემართებოდა, მტკიცედ მწამდა, რომ გამოძვრებოდა რთული სიტუაციიდან და ჩემთან მეყოლებოდა.



ლევანი ექიმს რომ ვეკითხებოდით, ჰქონდა თუ არა მოტეხილი რამე, გვეუბნებოდა – ნუ მეკითხებით, ჯერ სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკიო. სადაც ვიწექით, იმავე კლინიკის ეზოში საქტემბერში გაიხსნა სარეაბილიტაციო ცენტრი. შინ რომ გამოვეწერეთ, ამის შემდეგ იქ ვიყავით ერთ კვირა და მაშინღა გავიგეთ, რომ მენჯის ძვალი სამ ადგილზე იყო მოტეხილი. ამ ტკივილის ფონზე საჭმელზეც უარი თქვა და მედიკამენტებზეც. ლამის გაგვაგიჟა, ეს გადარჩენილი ბავშვი ხელში გვაკვდებოდა უჭმელობითა და უწამლობით. ლევანი ექიმი დღეში რამდენჯერმე გვირეკავდა და გვკითხულობდა. ერთ დილით შევჩივლე, არ ჭამს და საერთოდ დაუძლურდა-მეთქი. იმ დღეს ჩემი დის შვილები მოვიდნენ სტუმრად, კახეთიდან და გიორგიმ თამაშ-თამაშით აჭამა და წამლებიც დაალევინა. საღამოს ლევანმა ისევ დარეკა და გახარებულმა ვუთხარი, გიორგიმ აჭამა, როგორც იქნა-მეთქი. – არ გაუშვათ ეგ ბიჭი, დატოვეთ თქვენთანო. – პამიდორი აქვს დასაკრეფი და გასაყიდი, ვერ დარჩება-მეთქი და მე გავუყიდი მაგ პამიდორს, პირობას გაძლევთ, ოღონდ ეგ ბიჭი მანდ გყავდეთო. უზომოდ მადლობელი ვართ ლევანი ექიმის, საოცარი ადამიანია, ყველა პაციენტს ისე უყურებს, როგორც საკუთარ შვილს ან მშობელს. სარეაბილიტაციო ცენტრის მომსახურება საკმაოდ ძვირი ჯდება – 1 თვე 5 ათას ლარზე მეტი ღირს. ჩვენ არ გვქონდა ამის საშუალება და ისევ ლევანი ექიმი დაგვეხმარა, 1 კვირის დაფინანსება მოგვაპოვებინა და დანარჩენს ჩემს თავზე ვიღებო, გვითხრა. თუმცა, ერთი კვირის მეტი არ დავრჩენილვართ ცენტრში და აღარ დაგვჭირდა მისი დახმარება. ერთხელ ლევანმა დამირეკა მითხრა, – თქვენ რომ ტელეფონზე გელაპარაკებოდით, ამ საუბარს ჩემი ძველი პაციენტი შესწრო, რომელიც ხატიაზე უფრო მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდა, ახლა კარგადაა, გამომკითხა ხატიას ამბავი და სურვილი გამოთქვა, რომ დაეხმაროსო. მეორე დღეს კონვერტში ჩადებული 1000 ლარი მოგვიტანა, შიგ იდო ფურცელიც, რომელზეც ეწერა: „ხატიას – ლევანის, მამუკასა და ლალისაგან“. – ამ ფულით რაც გულით გინდა, ის იყიდე, ექიმებში არ დახარჯოო. სიმართლე რომ გითხრათ, მე მგონი ეს ამბავი გამოიგონა იმისთის, რომ საჩუქარზე უარი არ გვეთქვა და ეს ფული თავად გაიღო ხატიასთვის. ცოტა ფული დაამატა და ხატიამ ლევანი ექიმის სახელზე თავისი ოცნების ტელეფონი იყიდა. წყარო: ”პრაიმტაიმი”


მსგავსი ამბები

“დედაჩემისთვის წამლები ვიყიდე აფთიაქში და სახლში ტაქსით

იმედის ცრემლი გიამ ახმეტელის მეტრომდე დაახლოებით 12 კილომერტი ფეხით იარა, დედის პენსია...
”ამას არავინ ელოდა, უმაგრესი ამბავია!” – კობა დავითაშვილის 5

კომპანია “ბელუქსის” გადაწყვეტილებით, კობა დავითაშვილის ოჯახს 5 წლის განმავლობაში,...
დეკემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს არ

2020 წლის ბოლო თვე - დე­კემ­ბე­რი სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი­თაა...
ძალია ცუდი ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას დედა რემა ჟვანია გარდაიცვალა

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დედა რემა ჟვა­ნია გარ­და­იც­ვა­ლა....
თბილისში კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი მგზავრებს ემსახურებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს...
„ფეხზე ვერ დგებოდა, სიცხეები ჰქონდა... ექიმებმა აგონ პასუხი" -

ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 31 წლის ქალის, რუსუდან კოკობინაძის ოჯახის წევრები...

კომენტარები