“ეს ბინა ჩვენგან საჩუქრად…” – მამაკაცმა ორსული გოგონას რომელიც საშაურმესთან იდგა და რიგში მდგომებს საჭმელს თხოვდა ბინა აჩუქა
23 863
ორსული გოგონა რომელიც საშაურმესთან იდგა და საჭმელს ითხოვდა ბინა აჩუქეს. როგორც ცნობილი ხდება, გუშინდელი სტატიის შემდეგ მოსახლეობაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა გოგონას შესახებ ისტორიამ და ერთმა ძალიან მაგარმა ადამიანმა გოგონას დღეს დილით ბინა აჩუქა. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:
“ორსული გოგონა რომელიც საშაურმესთან იდგა და რიგში მდგომებს საჭმელს თხოვდა ჩემზე ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა. თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა. წარმოვიდგინე მის ადგილას ჩემი შვილი, მეგობარი ან მეუღლე. არავინ იცის ცხოვრება რა სიურპრიზს გაგვიკეთებს. არავინ იცის როგორი მომავალი გველის წინ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს და გოგონას ადგილას აღმოვჩნდეთ. არსებობითვის შესაძლოა ქუჩაში გასვლა და შემწეობის თხოვნა მოგვიწიოს. როგორც კი გოგონაზე პოსტი წავიკითხე, მაშინვე ვცადე მასთან რამენაირად დაკონტაქტება, ერთმა ძალიან მაგარმა ადამიანმა, კომენტარებში მომწერა გოგონას მისამართი. მაშინვე წავედი და ნეტა არ მენახა ის რაც მაშინ ვნახე. გოგონა ფაქტიურად



ქუჩაში ცხოვრობდა. არანაირი პირობები საარსებოდ არ გააჩნდა. სახლში არანაირი გათბობა არ იყო. დანგრეული და დაბზარული ბეტონის კედლები, რემონტზე ხომ საუბარი ზედმეტია. ერთი ძველისძველი საწოლი, გაზის ბალონი და რამდენიმე თეფში იდო. წამოუდგენელია ასეთ პირობებში როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. შემდეგ გოგონას გავესაუბრე. მომიყვა თავის ცხოვრებაზე. როგორ და რანაირად აღმოჩნდა ასე ცხოვრებისგან მივიწყებული. გოგონას მეუღლე ახალი გარდაცვლილი ყავდა. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, თანხის გადაუხდელობის გამო კი ქუჩში დარჩა სრულიად მარტო, ნათსავებიც არ ყავს. დედისერთა ვარო, ერთადერთი დეიდა მყავს ცოცხალი დარჩენილი და ისიც რუსეთშია წასულიო. სრულიად მარტო ვარ დარჩენილიო. მისი სიტყვებიდან უდიდესი ტკივილი ვიგრძენი, მაშინვე გადავწყვიტე რომ სასწრაფოდ რამე უნდა მომემოქმედებინა. სახლში დავბრუნდი, ჩემს მეუღლეს გავესაუბრე და ორივემ გადავწყვიტეთ რომ გოგონას ჩვენს მეორე ბინას ვაჩუქებთ, სადაც ამჟამად არავინ ცხოვრობს. ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს ქუჩაში ცხოვრება, რადგან მეც გამომივილია ეს ყველაფერი ბავშვობაში, შემდეგ სკოლა ინტერნატში. თავად ნაშვილები ვარ და გოგონას ეს ტკივილი ძალიან მომხვდა გულზე. ძალიან მალე გოგონა ახალ ბინაში გადავა და ცხოვრებას თავიდან დაიწყებს, ის და თავისი პატარა ნორმალურ და ნათელ მომავალ ერთად შექმნიან…”


მსგავსი ამბები

“დედაჩემისთვის წამლები ვიყიდე აფთიაქში და სახლში ტაქსით

იმედის ცრემლი გიამ ახმეტელის მეტრომდე დაახლოებით 12 კილომერტი ფეხით იარა, დედის პენსია...
”ამას არავინ ელოდა, უმაგრესი ამბავია!” – კობა დავითაშვილის 5

კომპანია “ბელუქსის” გადაწყვეტილებით, კობა დავითაშვილის ოჯახს 5 წლის განმავლობაში,...
დეკემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს არ

2020 წლის ბოლო თვე - დე­კემ­ბე­რი სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი­თაა...
ძალია ცუდი ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას დედა რემა ჟვანია გარდაიცვალა

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დედა რემა ჟვა­ნია გარ­და­იც­ვა­ლა....
თბილისში კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი მგზავრებს ემსახურებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს...
„ფეხზე ვერ დგებოდა, სიცხეები ჰქონდა... ექიმებმა აგონ პასუხი" -

ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 31 წლის ქალის, რუსუდან კოკობინაძის ოჯახის წევრები...

კომენტარები