კოვიდტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება » NTV.GE


კოვიდტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება
199
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებთ, ახლა დგება პროექტი, რომ PCR ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებიდან 1415 ტესტია აღებული, საიდანაც 5 კოვიდინფიცირებული უკვე გამოვლენილია, 6-ზე კი განმეორებით, ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.
„სერიოზული გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზე, რამეთუ ლილოს ბაზრობაზე გადაიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როგორც გარდაბნის, ისე სხვა კლასტერების, ამიტომ იქ 3 დღეა დავიწყეთ ინტენსიური ტესტირება. სულ ამ ხნის განმავლობაში გამოკვლეულია 1415 ადამიანი, აქედან პირველ დღეს გვქონდა 4 დადებითი შემთხვევა, შემდეგ ერთი. 6 ნიმუშზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა განმეორებით და დღეს კიდევ 500 ნიმუშზე იქნება პასუხი. ეს ორი წერტილი - ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი გახლავთ უფრო მეტად ყურადღებამისაქცევი ადგილები ქვეყანაში, რადგან ბაზრობებზე ყველაზე მაღალია მობილობა, მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა, ამიტომ საჭიროა მეტი ყურადღება იყოს ბაზრობებზე. გამკაცრებულია თერმოსკრინინგი, გამკაცრებულია დისტანცირება, გამკაცრებულია სანიტარული წესები. ახლა დგება პროექტი, რომ PCR ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს, რამეთუ, ხაზს ვუსვამ, რომ ბაზრობები ერთ-ერთი მომატებული რისკის ზონები გახლავთ ინფექციის გავრცელებისა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ახალი კოვიდინფექციის 6 შემთხვევიდან, ერთი აჭარაშია აღმოჩენილი.
ზუგდიდსა და ქუთაისში ბოლო 24 საათში კორონავირუსი არ გამოვლენილა.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1137 გახდა. COVID-19 კიდევ 2-მა პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 922-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –326.







მსგავსი ამბები

”მან პირობა დამადებინა და სანამ ცოცხალი იყო არავისთვის

„პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი გიორგი გაბუნია სეზონის პირველ გადაცემაში, ჯულიეტა ვაშაყმაძის...
“ვაქცინებს აბორტების ნარჩენებისგან ამზადებენ და ეს ჩემი მოგონილი

“ინგლისში სოლსბერის კათედრალი ვაქცინაციის მთავარი ლოკაციაა აი, ტაძრის ერთ-ერთი მთავარი...
"არ იყო ერთი თაიგულიც კი, რომელსაც ტელევიზიის სახელი

ტე­ლე­წამ­ყვან­მა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ თა­ვის მო­ნო­ლოგ­ში ლე­გენ­და­რუ­ლი...
“გათბობას ბოლომდე აუწიეთ, თბილისში მუხლებამდე მოთოვს” – ნახეთ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის...
დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა -

და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის შემ­დეგ ინ­დო­ნე­ზი­ა­ში კი­დევ ერთ სტი­ქი­ას ებ­რძვი­ან -...

კომენტარები